მე პირველად გავიგვე, რომ დისშვილს ეომები მაგ თემაზე . . . .
ალბათ ან სხვაგან სადმე სწერდით, ან არ დამამახსოვრდა. . . .

მე რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ მელიას შვილიც გამორჩეული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვია და რუსული ენაც მაგ ასაკში ისე შემოესწავლა, რომ რუსულად თავისდაუნებურად ტიტინებს და მამამისმაც (ან სხვა ვინემ) თავისდაუნებურად გადაუღო ვიდეო.
ის კი არა, ადრეც არაერთჯერ ვწერდი და დისერტაციის თემადაც მაქვს აღებული "კოლმეურნეობის თავმჯდომარეების შთამომავლობის გამორჩეული ნიჭის (ოღონდ ცოტათი სიზარმაცის) კვალი, ქართული ერის განვითარების ისტორიაში". . . .
ამიტომ ამ ორ ცალკეულ შემთხვევას, თქვენის ნებართვით დისერტაციაში აღვწერ და წყაროს სქოლიოში მივუთითებ (გაინაღდეთ კარგი ადგილი ჩემი დისერტაციის სქოლიოში.

). . . .
რა უნდა ქნათ, მოსალოცად გქონიათ საქმე, ქალბატონო სენდი. . . .

ჩემი კომპეტენცია, რა თქმა უნდა (დისერტაციის თემის და კვლევების მიუხედავად) მაგ შემთხვევას ბოლომდე ვერ გასწვდება, თქვენ უფრო კომპეტენტური ბრძანდებით. . . .
აი თქვენი დისწულის წაკითხული წიგნების სია, ან ჯანდაბას ნანახი ანიმეების სია რომ დაგედოთ, მანდ უკვე შემეძლო, შედარებით კომპეტენტური რჩევის მოცემა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ჩემი რჩევა არა მგონია ბოლომდე კომპეტენტური იყოს, ან რაიმე შედეგი მოიტანოს.
როგორც დეგამ შენიშნა (და მეც დავეტანხმე), აქ პრობლემა გაცილებით ფართოა და სანამ თქვენს დისშვილამდე მივიდოდეს საქმე, სოციუმის რაღაც ნაწილის სხვა, განზოგადებული პრობლემა იჩენს თავს.
თორემ რა პრობლემაა კაცო. . . .

ადრეც მითქვამს . . . .
როდესაც თქვენ (კონკრეტულად თქვენზე არ არის საუბარი) რუსული შემოგესწავლათ თავისდაუნებურად, მე ვაჟას პოემები შემომესწავლა (დღემდე არ ვიცი რატომ, არავის დაუვალებია) + ლაო-ძი და რაღაც-რაღაცეები . . . .
როდესაც თქვენ რუსულზე დაგყავდათ ბავშვები (კონკრეტულად თქვენზე არ არის საუბარი), მე ინგლისური შემომესწავლა (არავის დაუვალები და არც არსად მივლია). . . .
როდესაც თქვენ ინგლისურზე გადახვედით (კონკრეტულად თქვენზე არ არის საუბარი, მეთქი!), მე იაპონური შემომესწავლა, ვინაიდან ჰარმონიის გზით (აიკიდოს ჰარმონიის გზა ჰქვია) მოარულმა კაცმა იაპონური უნდა იცოდეს (არც ეგ უსწავლებია არავის და არავინ მიმასუნინებდა მაშინ აზია-აფრიკის ინსტიტუტში, ჩაწყობის ტრაკი კიდევ მე არ მქონდა). . . .
ეხლა მე ისევ დღემდე ვაჟას და ქართულ ენას, ლაო-ძის და აიკიდოს ვსწავლობ და ყოველდღე ვუბრუნდები საწყისებს. . . .
ჩემი მეზობელის ბალღი ესპანურს სწავლობს და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ესპანელი მეზობლები არ ჰყავს და არავინ შემოასწავლის (რა არის მაინც ეს სერიალები

), + რატომღაც მგონია რომ ვაჟა თავის დროზე მასაც შემოესწავლა, სხვანაირად ესპანურის სწავლა და დონ-კიხოტის წაკითხვა არ მოუნდებოდა. . . .
ხო და. . . .
ის ჩემი მეზობელი ჯუმბერას ბალღი საწყისებთან რომ ბრუნდება, ვაჟა-ფშაველა ხვდება მერე უნდა ესპანურს ისწავლის და უნდა სუახილს. . . .
მთავარია მასაებთან ერთად ლომებზე ნადირობა მოუნდეს, შუბებით. . . .
შენს დისშვილს (ალბათ მიხვდი რომ ამ შემთხვევაში შენს დისშვილზე არ არის საუბარი, თუ ვერ მიხვდი მაინც ვაზუსტებ), რატომღაც ისევ რუსული ხვდება საწყისებთან და არა ვთქვათ, სანკრიტი. . . .
ამიტომ. . . .
ცოტათი განვითარდით, თორემ ჩემი და დეგას დასაცინად რომ გიხდებათ საქმე ხომ ხედავთ?
და იმის მტკიცება რომ გიწევთ, რომ. . . .
როგორც ქალბატონმა (თუ ბატონმა) შემოდგომა_6-მა თქვა. . . .
შემოდგომის_6. . . .
თქვენ გაიხარეთ.
ეპიკი იყო. . . .
მთელი დღე გამიხალისეთ. . . .
This post has been edited by karlsoni on 22 Dec 2020, 14:50
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/