ქართველმა მეცნიერებმა ექვსი პაციენტის კორონავირუსის გენომი გაშიფრესhttps://ka.jnews.ge/?p=242403.04.2020
ქართველმა მეცნიერებმა ექვსი პაციენტის ანალიზების კვლევით კორონავირუსის გენომის გაშიფვრა მოახერხეს. ამის შესახებ «იმედის» ტელეარხის ეთერში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
დიდი სიამაყით მინდა გამოვაცხადო, რომ ჩვენ უკვე ექვსი შტამი გავშიფრეთ ანუ გაიშიფრა ექვსი ქართველი პაციენტის ვირუსი. ისინი ვირუსის მსოფლიო
გენომის ბაზაშია ატვირთული»,- თქვა იმნაძემ.
მან განმარტა რომ, SARS-CoV-2 ვირუსის ოპერატიული გენეტიკური ანალიზი ახალი კორონავირუსის ევოლუციისა და მისი გავრცელების დინამიკის
დასადგენად არის მნიშვნელოვანი.
«ისინი ძალიან ზუსტად ემთხვევა: ირანული წარმოშობის პაციენტის ვირუსი ირანულ ჯგუფში, იტალიური წარმოშობისა- იტალიურში. ეს ვირუსები
ერთმანეთისგან ქვეყნისა და გენოტიპის მიხედვით განსხვავდება… როდესაც ვირუსი ვრცელდება მიმდინარეობს მუდმივი მუტაცია. ჩვენ ახლა აქტიურად
ვადევნებთ თვალყურს არა მხოლოდ იმას, თუ საიდან ჩამოვიდნენ ჩვენი ავადმყოფები, არამედ როდესაც გამოვყოფთ ვირუსს, უკვე ვიცით, თუ რომელი
ვირუსის ნათესავია ის, ვიცით თუ რომელი ქვეყნიდან არის»,-თქვა იმნაძემ.
ზოგიერთ შემთხვევაში, მსგავსი კვლევების წყალობით შესაძლებელი გახდა კორონავირუსით დაავადებული პაციენტების ინფექციის წყაროების დადგენა.
«ჩვენ ვერ ვახერხებდით ერთ-ერთი პაცინეტის წყაროს დადგენას: პაცინეტი ამბობდა, რომ რამდენიმე უცხოელთან ჰქონდა კონტაქტი. ჩვენ დავადგინეთ,
ზუსტად რომელი უცხოელისგან გადმოედო მას ვირუსი, რადგან მას იმის იდენტური შტამი აქვს, რაც იმ ქვეყანაშია გავრცელებული»,- ამბობს იმნაძე.
ვირუსის გენომის გაშიფვრა COVID-19 მქონე პაციენტების ანალიზების სეკვენირების მეთოდის საშუალებით ხორციელდება. იმნაძემ აღნიშნა, რომ ახლა
მსგავსი გამოკვლევები ყველა მოქმედ ლაბორატორიაში კეთდება. საქართველოში გენომების სეკვენირებით თბილისის ლუგარის ლაბორატორიის
(რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი) თანამშრომლები არიან დაკავებული.
SARS-CoV-2 ვირუსის გენეტიკურ მონაცემებს EpiCoV GISAID საერთაშორისო მონაცემთა ბაზას გადასცემენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და
მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ორგანიზაციები ამ ინფორმაციას კორონავირუსის გლობალური ევოლუციის მონიტორინგისათვის იყენებენ.
ეს არა მარტო წყაროს დადგენაში, არამედ დაავადების სამკურნალოდ, ვაქცინისა და ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების შექმნაში ეხმარება.
მასალები აღებულია “ნოვოსტი-გრუზია”-დან
***
mikheill1 ეგ საკითხი ჯერ მოლოდინის/დამუშავების რეჟიმშია ჩემს ცნობიერებაში.

)
კონსულტაციები მაქვს გასავლელი შესაბამისი სფეროს სპეციალისტებთან და არა მხოლოდ.
წყარო მიუთითეთ, თუ შეიძლება.
რა სპეციალობის ბრძანდებით?
This post has been edited by Катеньки on 30 Dec 2020, 14:28
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.