"ხალხი შიმშილობს მაგრამ ეს ყველას კიდია... უფრო სწორედ ნაწილს კიდია და ნაწილს მაგრად აწყობს ხო და ცდილობს გამოიყენოს სათავისოდ ეს მშიერი ხალხი როცა დასჭირდება!!!!"
თორე თუ მონდომებაა ყოველთვის შეიძლება რაღაცის მოფიქრება
დავწერ ჩემს სუბიექტრურ აზრს შეიძლება სისულელეა მაგრამ მაინც:
იდეა მდგომარეობს შემდეგში:
პოლიტიკოსთა/საზოგადო მოღვაწეთა გასაგებად, გინდ ერთი მხრიდან, გინდ მეორე მხრიდან, გინდა იმ დაბოლილი გირჩიდან.. ან საიდანაც არ უნდა იყვნენ
უნდა გაკეთდეს 3 რამ :
1. შექნმას რამე საქველმოქმედო ორგანიზაცია ან პლატფორმა რომელიც დაეხმარება არსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს.. სანდო ხალიხით სათავეში!!!
2. დაყენდეს საკითხი: ყველა ბანკს საქართველოში დაევალოს, რომ ინტერნეტ ბანში შექმნან ავტომატური გადახდა
და ვინც ჩართავს ამ ავტომატურ გადახდას ხელფასის 1% გადაირიცხოს ამ საქველმოქმედო ორგანიზაციაში.
3. წამოიწყოს კამპანია სადაც იქნება მოწოდებები რომ ხალსი შეუერთდეს ამ აქციას.... (მთავრომა არ გვეხმარება და ჩვენ დავეხმაროთ ჩვენს თავს ან რამე მსგავის ყ...ბა. ბევრნაირად შეიძლება ამის გამოყენება, სახელის მოხვეჭა პოლიტიკურ ქულების დაწერა, თუმცა ეს არაა მთავარი მთავარია რაღაც მაინც გაკეთდეს)
და წარმოვიდგინოთ რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ვისაც ბანკიში ერიცხება ხელზე ასაღები მინიმუმ 2000₾ ხელფასი ჩაერთო ამ თემაში
გამოვა შემდეგი:
https://bm.ge/ka/article/tveshi-5000-larze-...05-s-aqvs/36426( აქ მოყვანილია 2018 წლის მონაცემები ( უფრო ახალი ვერ ვნახე ) ისე უხეშად.. საორიენტაციოთ ავიღოთ ეს მონაცემები)
ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოვთვალოთ რამხელა თანხის მობილიზაცია არის შესაძლებელი:
ხელფასის რეინჯი საშუალო ხელფასი საშუალო ხელფასის 1% ადამიანთა რაოდენობა ჯამი
2083-2500 = 2291 = 22,91 * 26044 = 596,668₾
2500-3333 = 2916 = 29,16 * 28428 = 828,962₾
3333-4126 = 3749 = 37,49 * 14846 = 556,576₾
4126-5000 = 4583 = 45,83 * 8222 = 376,814₾
5000-5833 = 5416 = 54,16 * 5336 = 288,997₾
5833-6666 = 6249 = 62,49 * 3743 = 234,087₾
6666-7500 = 7083 = 70,83 * 2568 = 181,891₾
7500-8333 = 7916 = 79,16 * 1878 = 148,662₾
8333-და მეტი = 8333 = 83,33 * 7821 = 651,723₾
= 3,864,380 ლარი თვეში
= 46,372,571 ლარი წელში
და ეს ყველაფერი მხოლოდ ხელფასები, ბიზნესის მონაწილეობის გარეშე,
არა გასაგებია რომ ბიზნეს ვერ მოსთხოვ შემოსავლის 1%-ს გასროლას მაგრამ შეიძლება
მაგალითად:
პროდუქტის დისტრიბუტურებთან შესაძლებელია რომ გაკეთდეს შეთანხმება რომ საკვები პროდუქტები რომლებსაც 2 თვეზე ნაკლები ვადა აქვს დარჩენილი გაყიდოს ამ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე შეღავათიან ფასად. ბიზნესიც არ წააგებს და წამოწყებისთვის იქნება კარგი უფრო მეტი ადამიანის დახმარება იქნება შესაძლებელი. ( ეხლა შოკოლადი რომ არ გაქვს 6 თვე ნაჭამი და მოგიტანენ პლიტკას რომელსაც 2 თვე აქვს ვადის გასვლამდე დამიჯერე არ გააფუჭებ. )
და კიდე ბევრი რამის მოფიქრება არის შესაძლებელი.
წარმოიდგიენით 3 მილიონ ლარად თვეში რამდენი ოჯახის/ბავშვის დაპურება არის შესაძლებელი, დამატებით რამდენი სასადილოს გახსნა შეიძლება დაჯე მანქანების ყიდვა და სოფლებში ადგილზე მიტანის ორგანიზებაც გამოვა
გასაგებია ყველას არ ეყოფა მაგრამ რამდენს გადაარჩაენს!!!!!????
ისე წარმოვიდგინოთ ერთი წამით მაინც რა ძალიან მაგარი იქნება ესეთი თემა თუ დაიძრება: ეგრევე გამოჩნდება ჩვენ საზოგადოებას ზოგადად რამდენად ადარდებს გვერდით მშიერი ხალხის/ბავშვების არსებობა..
თუ არავინ არ ჩაერთო ან ჩაერთო 5000 ადამიანი გასაგები იქნება რომ როგორც სოციუმს საკუთარი თავის გარდა არ გვაინტერესებს არაფერი ხო და მომავალში მოვრჩეთ ესეთი თემების გაჟღრების მერე აღშფოთებული კომენტარების წერას და ტ....ს თამაშს!!!
P.S ეხლა არ დაწეროს ვინმემ რომ ესეთ წამოწყებას აზრი არ აქვს რადგან თანხას მოიპარავენ.. გასაგებია იდეალურად არ იქნება..... მაგრამ თუნდაც ნახევარი რომ მოიპარონ ის ნახევარი ხომ მივა ადგილზე.. იმ ნახევრით რამდენი ადამიანის გადარჩენა იქნება შესაძლებელი მაგაზე იფიქრეთ.... ( როგორც ამბობენ სჯობია გქონდეს ცუდი სექსი ვიდრემ საერთოდ არ გქონდეს.. დაახლოებით ესეთი თემაა რა..)
კაი მოვრჩი ეხლა ოცნებას და ისევ დაუბრუნდი რეალობას:
"ხალხი შიმშილობს მაგრამ ეს ყველას კიდია... უფრო სწორედ ნაწილს კიდია და ნაწილს მაგრად აწყობს ხო და ცდილობს გამოიყენოს სათავისოდ ეს მშიერი ხალხი როცა დასჭირდება!!!!"