- მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის" ლიდერია - ვერც ვერავინ შეამცირებს მის როლს და ვერც ვერავინ დაიკავებს მის ადგილს
ზაალ უდუმაშვილი - მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის" ლიდერია - ვერც ვერავინ შეამცირებს მის როლს და ვერც ვერავინ დაიკავებს მის ადგილს.
როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის თავმჯდომარემ პარტია უნდა მართოს.
ამასთან, უდუმაშვილის თქმით, ახლა “ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, მხარდამჭერთა მრავალრიცხოვანი არმია კიდევ უფრო გაიზარდოს. როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია ღია იქნება აბსოლუტრად ყველასთვის, ვისთვისაც ქვეყნის მომავალი სულ ერთი არ არის.
“ყველასთან მივალთ, ყველას გავესაუბრებით. დიახ, ჩვენი პარტიის რიგები, რაც შეიძლება მრავალრიცხოვანი უნდა გახდეს“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალ თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩია
ჩოტკა ი იასნო