ეს-ესაა, რეპროდუქციული ლიმიტი დაუწესეთ ღარიბებს და სახელმწიფოს სთხოვთ, რომ უფასოდ დაურიგოს ჩასახვის საწინააღმდეგო აბები სოციალურად დაუცველებს. <3
არა, როგორ გეკადრებათ, გეთაყვა, რა ფაშისტი! ნამდვილი აღორძინების ხანის ჰუმანისტი ბრძანდებით.

პ.ს. იდეაში ხომ ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ერი ვართ? რა ჯანდაბა გვიქნეს ასეთი იმ წყეულ საბჭოთა კავშირში?
* * *
ხუბაშვილის ქალმაც სხვა კი არაფერი არ დაწერა - ბავშვები რომ შიმშილობენ, ეს მათი მამების ბრალიაო.
უბრალოდ უწმაწურად გამოთქვა სათქმელი - მანდილოსანს არ შეშვენის ასეთი ენით საუბარი. <3
ფაქიზი გრძნობები შეელახათ და ესთეტიკური დისკომფორტი შეექმნათ, თორემ ხუბაშვილის გამონათქვამის შინაარსს, არსებითად, ეთანხმებიან კიდეც.
<3
This post has been edited by Alfred_Albion on 26 Dec 2020, 02:30