ტროლების ქარხანა - ესეც ილუზიაა? იქნებ არც ეს ქარხანა არ არსებობს ან აღარ არსებობს?
"კოკა ყანდიაშვილის ტროლების ქარხანა ფიზიკურადაც აღარ იძებნება"
https://mtavari.tv/news/4072-koka-qandiashv...na-pizikuradatsგამოქვეყნდა: 6 მაი, 19:14
***
ხოშტარია გახარიას:თქვენგან არ გამკვირვებია, რომ არ გიხსენებიათ 20 ივნისი
https://formulanews.ge/News/3226326 ივნ 202014:49
"ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში გიორგი გახარიას მიმართა და განაცხადა, რომ მას არ გაკვირვებია გახარიას
მიერ მოხსენებაში 20 ივნისის მოვლენების იგნორირება. ხოშტარიამ შეახსენა პრემიერს, რომ დამნაშავეები არ არიან ამ დრომდე დასჯილი და
საქმე გამოძიებული არ არის.
"მას შემდეგ, რაც ქვენ 20 ივნისის შემდეგ დადეთ პირობა, რომ სრულად გამოიძიებდით რაც მოხდა და მერე წახვიდოდით, საპირისპიროდ კარგად
ირგებთ პრმიერ-მინისტირს სკამს, მას შემდეგ რაც ტროლების ქარხანამ ქართული ოცნების, დიდი იერიში მიიტანა დაზარალებულებზე და კერძოდ
მაკო გომურზე, მას შემდეგ, რაც არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა ამდენი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ლავროვის მოთხოვნით პირიქით,
გავრილოვის პატიმრები გააჩინეთდა ერთ-ერთი მათგანი ახლაც ციხეშია-გიორგი რურუა, მას შემდეგ, რაც ზოგადად, როგორც ქალბატონი
მაია (ცქიტიშვილი) ახლაც იღიმება და სისხლიან კადრებს ღიმილით, ცინიკურად პასუხობს, თქვენ კი ადამიანებს ეუბნებით, რომ ჩემთვის
მეორეხარისხოვანია ისროდნენ თუ არაო, ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ თქვენ არ გიხსენებიათ 20 ივნისი... მე ერთი კითხვა მაქვს, თქვენთან,
უბრალოდ რად გიღირს ეს ყველაფერი 20 ივნისის შემდეგ",-აცხადებს ელენე ხოშტარია.
***
ანა ნაცვლიშვილი: ერთადერთი სამუშაო, რომელიც ოცნებამ შექმნა, ტროლების ქარხანაა
https://formulanews.ge/News/2800206 მაი 2020 22:01
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ აცხადებს, რომ ერთადერთი სამუშაო,
რომელიც ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში რვა წლის განმავლობაში ყოფნის პერიოდში შექმნა, ტროლების ქარხანაა.
მისივე განცხადებით, ქართული ოცნება 2020 წლის არჩევნებისთვის აძლიერებს ამორალურ, არაეთიკურ და არაკანონიერ ინსტიტუტებს, რათა
ნებისმიერ ფასად გაიმარჯვონ.
„ერთადერთი სამუშაო ადგილი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში შექმნა ტროლების ქარხანაა. მარტო ამ ფაქტის
გამო თავმოყვარე პოლიტიკური ძალა მიიღებდა ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომ გაცლოდა პოლიტიკურ ასპარეზსს. ქართული ოცნება
არათუ ამას არ აპირებს, პირიქით ის აძლიერებს ამორალურ, არაეთიკურ და არაკანონიერ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნებში,
ყველა ზომა, დასაშვებიც და დაუშვებელიც გამოიყენოს იმისვთის, რომ კვლავ დარჩეს ხელისუფლებაში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
***
"ტროლების ქარხანა" 100 საწარმოს ნაცვლად
https://for.ge/view/162850/trolebis-qarxana...os-nacvlad.html10 მარტი, 2019
პარტია “კანონი და სამართალი”-ს დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი პარტიის პრეზენტაციაზე აცხადებს, რომ ივანიშვილმა 100 საწარმოს
გახსნის მაგივრად ქვეყანაში ტროლების ქარხანა” გაკეთდა.
ვინ იმისტი და ვინ ამისტი?. რა სისულელეზეა ლაპარაკი? ეს აწყობს იმ ტროლების კლანს,რომელიც 12 ნომერში მოყუჩებულა თურმე და ჩვენი
შვილების ფულით ხელფასები აქვთ დანიშული. იმის მაგივრად რომ 100 საწარმო გაკეთებულიყო, “ტროლების ქარხანა” გაკეთდა ,ბატონებო,
მხოლოდ იმიტომ, რომ ერთამანეთი ლანძღონ ადამიანებმა,დაშალონ ქვეყანა ისევ დაგვაპირისპირონ”,-განაცხადა ჩარკვიანმა.
***
რითი ვართ უკმაყოფილო? ხომ გვაქვს ერთი ქარხანა?
This post has been edited by Катеньки on 27 Dec 2020, 22:16
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.