"ჯულიეტა ვაშაყმაძის მეუღლე ტელერეჟისორი შალვა გაბუნიაა. წყვილს ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი ჰყავს - გიორგი და დათა, ორივე ტელეინდუსტრიაშია დასაქმებული.
გაბუნიამ, გასულ წელს საკუთარ გადაცემაში დედასთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდებოდა:
„პირველად, როცა მძაფრი განცხადებები დავიწყე ხელისუფლების მიმართ, დედაჩემისთვის მიუღებელი იყო. როდესაც მუქარები მოისმინა ჩემი მისამართით, ვიღაცები რეკავდნენ... ვჩხუბობდით. ერთხელ წელიწადზე მეტხანს არ ვლაპარაკობდით. როცა ნახა ეს მეთოდები არ ჭრიდა, ტირილი დაიწყო", -ამბობდა ტელეწამყვანმა.
როგორც გაბუნია ამბობდა, დედა მის გადაცემებს აღარ უყურებდა და თუ ვინმე რამეს ეტყოდა ეუბნებოდა, რომ არ აინტერესებს, რადგან შეეჩვია, რომ მისი შვილი ასეთია.
„ნიკამაც რომ დაიწყოს ახლობლების განცდებზე ფიქრი, ვერაფერს ვერ გააკეთებს... რაღაცები შიგნით გროვდება და ვთვლი, აღარ მაქვს უფლება რიგითი ადამიანივით მოვიქცე", - ამბობდა გიორგი გაბუნია.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...gxafJOesMocnEKI This post has been edited by Miss_Marple on 27 Dec 2020, 20:44