რევოლუცია რას ნიშნავს იცი? 21-ე საუკუნეში წესით აღარ უნდა ხდებოდეს რევოლუცია, მაგრამ მაიმუნის ინტელექტის დონის ხალხი რომ მართავს ხელისუფლებას, გარდაუვალია რევოლუცია. როდესაც მსოფლიო ვითარდება და შენ ტრა.კისკენ მიდიხარ, წყდება მოთმინების ზღვარი.
რევოლუცია ორნაირია. ერთი ხალხის, მეორე მცირე ნაწილის. დღევანდელი გადმოსახედით, მცირე ნაწილი ვერ მოახდენს რევოლუციას. აი ხალხს კი ძალიან სწრაფად შეუძლია, უბრალოდ გადაწვას ქოც ელიტა!
სწორედ სახალხო რევოლუციის ზღვარზე ვიქნებით გაზაფხულისთვის. ყველა ლოგიკური აზრი ამ მიმართულებით იკვეთება.
300 ათასი კაცი თბილისში, 50 ათასი ბათუმში და ეს ჯაჭვი მოიცვავს მთელ ქვეყანას. ამ პროცესების მართვა შეუძლებელი გახდება ხელ ახალი არჩევნების დანიშვნამდე. რაც უფრო გაწელავენ პროცესს, მით მეტი ანარქია იქნება.
შენ გულწრფელად გჯერა, რომ ქოცები კაი ბიჭებთან ერთად მოახერხებენ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას აპრილ-მაისამდე?
თუ ხიხოს გრძელ ვადიან დაპირებას ენდობიან? არა! არა და არა! გამორიცხულია ხიხოს მმართველობა მესამე ვადით.
რომც შევიდნენ პარლამენტში წვრილი პარტიები, არაფერს არ შეცვლის. პირიქით ქვეყანა იზარალებს და იცით რატომ?
როდესაც რიგ გარეშე არჩევნები მაინც დაინიშნება, ისევ ერთ პარტიულ ნაციონალების პარლამენტს მივიღებთ. ქოცებს არ ვთვლი.
ანუ ის წვრილი პარტიები, თავად მოიკლავენ თავს, თუ დღეს ხიხოს ბუტკაში შევლენ.
* * *
აი ის წვრილი პარტიები იმ შემთხვევაში მოიკლავენ თავს შეგნებულად, თუ დარჩენილ ცხოვრებას გულავში გაატარებენ. ანუ ფულს აიღებენ!
შემდეგ კი ნაცები მოვლენ ქოცებთან კოჰაბიტაციით.
თუ ქვეყანა აინტერესებთ ზოგადად, პლუს საკუთარი პოლიტიკური მომავალი, არ უნდა შევიდნენ პარლამენტში. როდესაც გარდაუვალი გახდება რიგ გარეშე არჩევნები, გაერთიანდნენ და შექმნან მესამე ცენტრი. სრულიად პროპორციულით ამ შემთხვევაში ქოცები 35%-ს აიღებენ, ნაცები 40%-ს და დანარჩენ 25%-მდე აქაჩავენ დარჩენილი პარტიები გაერთიანებით. მაგალითად: ლელო, ევროპული საქართველო, გირჩი, პატრიოტები და ერთი ორი ცნობადი სახეც დაიმატონ.
ბოლო ჯამში მივიღებთ გასაოცარ პარლამენტს. იქეთ ნახელისუფლარ ქოცებს 35%-მდე მანდატებით, აქეთ 2-3%-ანი პარტიების გაერთიანების შედეგად 25%-იან ოპოზიციას და 40%-იან მმართველ ძალას ნაცების სახით. ეს 25% ოპოზიცია იქნება ის ძალა, რომელიც ეტყვის ნაცებს: თუ არ მიხედავთ ქვეყანას,
35% ქოცებთან ერთად დაგიბლოკავთ ყველა კანონს პარლამენტშიო. ანუ ეს 25% იქნება ქოც-ნაცის მსაჯი და დაახლოებით ევროპულ სტილში მოგვიწევს ერთი ვადის ჩამთავრება. შემდეგ კი გამოჩნდება რა გვინდა. მანამდე უბრალოდ გადავრჩებით.