მე კარგად ვერ გავიგე, თუ რისთვის გადასცემენ ამ საპატიო წოდებას...
საპატიო ლეგიონის ორდენი (ოფიც. ფრანგ. Ordre national de la Légion d'honneur), საფრანგეთის ორდენი დაწესებული ნაპოლეონ ბონაპარტეს,
საფრანგეთის რესპუბლიკის პირველი კონსულის, მიერ 1802 წლის 19 მაისს. ეს არის საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო და მას ანიჭებს საფრანგეთის
პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის. ორდენის დევიზია ”ღირსება და სამშობლო” (”Honneur et patrie”).
***
რა თქვა ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების ყოფილმა უფროსმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში. მთავარი
https://jam-news.net/ge/bidzina-ivanishvili...a-gvaramiastan/
26.10.2020
საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ივანიშვილის ფონდის – “ქართუ ჯგუფის”
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძესთან ქვეყნის ყველაზე კრიტიკულ ოპოზიციურ არხს, “მთავარი არხს” ინტერვიუს აძლევს.
“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთა საუბარში გოგოლაძე ჰყვება, როგორ გამდიდრდა ყოფილი პრემიერი და როგორია
იგი ურთიერთობაში.
გოგოლაძემ “ქართუში” რვა წელი იმუშავა. აქედან ხუთი წელი პირადად ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.
ყველაზე მთავარი, რაც ამ ინტერვიუდან გავიგეთ:
● ივანიშვილმა რუსეთში ქონების მხოლოდ ნაწილი გაყიდა, მათ შორის იყო “როსმეტალინვესტის” ძირითადი აქტივი, რომელიც ალიშერ უსმანოვმა იყიდა.
მისი თქმით, სავარაუდოა, რომ ივანიშვილს ფული გამოატანეს იმისთვის, რომ საქართველოში ემოქმედა მათი ინტერესების შესაბამისად, თუმცა
ამის დამდასტურებელი რაიმე მასალა არ აქვს.
● “მე არც მისი რუსეთის მოქალაქეობიდან გამოსვლის მჯერა, იმიტომ, რომ ჩემთან სეიფში მისი სამი რუსული პასპორტი ინახებოდა მუდმივად.”.
წამყვანის კითხვაზე, იყო თუ არა ეს პასპორტები ყალბი, გოგოლაძემ ასე უპასუხა:
– ყალბი რატომ? აუთენტური რუსული პასპორტები. ძალიან გამიკვირდება, რომ მას რუსეთის მოქალაქეობა დათმობილი ჰქონდეს.
● “სურკოვი იყო მისი [ბიძინა ივანიშვილის] თანაშემწე, სწორედ მისგან მოხვდა კრემლში”.
● მანამ, სანამ ივანიშვილი მილიარდერი გახდებოდა მასთან ერთ-ერთი საერთაშორისოდ გახმაურებული საქმე იყო კავშირში, რომელიც ანგოლაში
სამოქალაქო ომს უკავშირდება. ამ პერიოდში ივანიშვილი ფიგურირებდა ანგოლაში უკანონოდ იარაღით ვაჭრობის საქმეში.
ელდარ გოგოლაძე: “დოკუმენტაციით, ეს იარაღი გადიოდა როგორც მეტალის ჯართი, ივანიშვილი იყო ერთ-ერთი აქტორი… ის ამას უყურებდა,
როგორც ჩვეულებრივ ბიზნესს. ამას აწარმოებდა რუსეთის სახელმწიფო, ამაში ჩართულები იყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები”.
სქემა, რომლითაც ანგოლაში იარაღი უკანონოდ შედიოდა შემდეგი იყო:
“გემი იტვირთებოდა, დოკუმენტებით მიჰქონდა მეტალის ჯართი, ჩადიოდა ეს ანგოლაში – საფასურს ისტუმრებდნენ ალმასებით და ნედლი ნავთობით.
ნედლი ნავთობი, შემდეგ მიდიოდა ევროპის ნავთობსახდელებში და იქიდან ირიცხებოდა უკვე თანხები. სავარაუდოდ, ეს არის საწყისი
წერტილი”, – ამბობს გოგოლაძე.
● “ივანიშვილი თავისებურად ნიჭიერი ადამიანია, არის საკმაოდ გამჭრიახი და აქვს დიდი პრეტენზია, რომ მისი ძლიერი მხარე, ადამიანების ცნობა
და გამორჩევა შეუძლია”.
● “მე ბანკის მმართველის მოადგილეებს და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტებს ვაკეთებ ლიფტიორებისგან და ახრანიკებისგან” – ელდარ გოგოლაძის თქმით,
სწორედ ასე უთხრა მას ივანიშვილმა.
● ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსკოვში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა, შეიძლება თვეების ან კვირების მანძილზეც.
თავდაპირველად მას ფსიქიატრიული ცნობა გამოცდების გადასავადებლად დასჭირდა.
“მართლაც იწვა, დიაგნოზი უნდა ყოფილიყო საკმაოდ მძიმე, იმიტომ, რომ, კონკრეტულად არ უთქვამს, მაგრამ მერე თქვა, რომ როცა
გამომწერესო – ხანდახან ასეთი აბდაუბდა საუბარიც იცის – რაღაც დოკუმენტი გამომაყოლეს იქიდან, რომლის გამოც სამსახურის დაწყების
საშუალებაც არ მქონდაო. ის ნამდვილად იწვა, შეიძლება კვირეების, შეიძლება თვეების განმავლობაში” – იხსენებს გოგოლაძე.
● ივანიშვილმა ერთ-ერთი საუბრის დროს აღნიშნა, რომ “მე კი არ ვმართავ ჩემ ფულს, ჩემი ფული მმართავს მე”.
● “რუსულად წერა არ იცის, ქართულად საკმაოდ ნორმალურად წერს. ჰქონდა მცდელობა ფრანგულის და ინგლისურის შესწავლის, ჰყავდა
მასწავლებლები, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, ვერცერთი ვერ ისწავლა. არიან ადამიანები, რომლებიც უცხო ენებს ვერ სწავლობენ ობიექტურად.
თავისებურად ნიჭიერი კაცია.”
● ინტერვიუს დროს საუბარი 20 ივნისსაც შეეხო, გოგოლაძის შეფასებით, აქციის დაშლის ბრძანებას ივანიშვილის გარეშე ვერავინ გასცემდა, თუმცა ვისი
ხელით მოხდა ეს, მისთვის უცნობია. მისი თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ გახარიას დაწინაურება საზოგადოებისთვის “ხელთათმანის მოხსნა და სროლა იყო”.
● ბიძინა ივანიშვილს ზოგადად არ უყვარს ავტორიტეტები იმ გარემოში, სადაც თვითონ არის.
● პატრიარქისა და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობის შესახებ, ის იხსენებს: “არ ვიცი, განსაკუთრებული სიმპატიები არ შემიმჩნევია, მით უმეტეს
მორწმუნე კაცი არ არის…
იყო მცდელობა კომპრომატის მოპოვების [პატრიარქზე], მე ვუთხარი, რომ მე ამას არ გავაკეთებ. მითხრა კარგი იქნება თუ შევაგროვებთ, მე ვუთხარი,
რომ არ გირჩევ მაგის გაკეთებას”
გოგოლაძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს ახლა არავინ ჰყავს გვერდით ისეთი, რომელიც ეტყვის, რომ ეს არ გააკეთოს.
● ყოფილმა უსაფრთხოების უფროსმა ინტერვიუს ბოლოს ივანიშვილს უსურვა, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდობიანად,
პასუხისმგებლობა იგრძნოს საზოგადოებამაც და პირველ რიგში, ხელისუფლებამ.
“საფრანგეთში წავა სავარუდოდ, მაგრამ ისე უნდა წავიდეს, რომ ფრანგებმა მიიღონ იქ”.
● “წინასაარჩევნოდ მე მას ვურჩევდი გამოიძახოს “გაზპრომის “ფალკონი”, რომლის გამოძახების უფლებაც მას აქვს როგორც ყველაზე
მსხვილ ფიზიკურ პირ ინვესტორს, ჩასვას თავისი ოჯახი არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს, და დატოვოს ქვეყანა”.
როგორ გამოეხმაურა ამ ინტერვიუს მმართველი გუნდი:
“ორი ადამიანის ჭორაობა” უწოდა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამ ინტერვიუს.
“არა მგონია, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეიძლებოდეს ამ ინტერვიუზე, ეს იყო ორი ადამიანის ერთგვარი ჭორაობა, რომელთაგან
ერთ-ერთი იყო ცნობილი “კაგებეშნიკი”, თან კაგებეს მაღალჩინოსანი, ანუ რუსულ რესურსს იყენებს ამ შემთხვევაში ის პარტია და მისი ტელევიზია,
რომელიც პირდაპირ არის მხილებული რუსული საქმის კეთებაში საქართველოში, აი ეს არის მარტივი კომენტარი”, – ამბობს კობახიძე.
“რომ არ გადაგღალოთ, მოკლედ შევაჯამებ: გოგოლაძეს არ აცდება გუანტანამო, გვარამიას – გლდანის ციხე!” – წერს საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე
“ქართული ოცნების” პიარ კონსულტანტი და ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი.

ნიკა გვარამიას ინტერვიუ ელდარ გოგოლაძესთან - ყველაფერი ოლიგარქის შესახებ
https://mtavari.tv/mtavari-akcentebi/2036026 ოქტ, 2020 - 01:20
This post has been edited by Катеньки on 7 Jan 2021, 16:30
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.