ყოველდღე აკეთებს უკვე ირიბად
უფასო ფულებეეეე
https://www.facebook.com/1458904490/posts/10224722452876227/არ დაგოიმდეთ
დღეს პაცცაში მოვიდა რამოდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, ძააან დასტოინი სახეებით და ტონით - დირექტორთან გვინდა შეხვედრაო.
მენეჯერი მირეკავს შეშინებული ხმით, ვიღაცები გელოდებიანო. ეგრევე მივხვდი რომ რაღაც “ნი ტო” და აბატონო დიალოგი:
- გამარჯობა. ვინ ბრძანდებით?
- ჩვენ ვართ ინსპექციისა და უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (მპასუხობს შეძლებისდაგვარად ჟუტკი ტონით)
- რომელი სსიპ-ა ეს? რომელ სამინისტროს ექვემდებარებით?
- ჩვენ არ ვართ საჯარო სექტორი. არც კერძო. არც ენჯეო.
- ანუ ინსპექციაზე მოდიხართ და არცერთ საჯარო სტრუქტურას არ მიეკუთვნებით? მინიმუმ არც კერძოს?
- არა. ჩვენ ვმუშაობთ უზენაესი სასამართლოს დადგენილი კანონებით (აი, სად დაენძრათ ).
- უზენაესი სასამართლო როდის მერე ადგენს კანონებს?
უცებ მესმის შორიდან ამ ბიჭის ხმა: - აუ მოდი რა დაელაპარაკე, მე ამის ახსნის თავი არ მაქვს.
- ალო, გამარჯობა (ახლა ვიღაც გოგო).
- გამარჯობა. ვინ ბრძანდებით?
- ინსპექციისა და უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური.
- ვის ექვემდებარებით? რომელი საკანონმდებლო აქტებით ხელმძღვანელობთ?
- ჯანდაცვის სამინისტრომ გამოგვიშვა
- ჯანდაცვის სამინისტრომ “გამოგიშვათ”? რამე მიმართვის აქტი, ან ბრძანება გაქვთ?
- არა, ანუ გამოგვიშვა რა… ანუ მათთან ვთანამშრომლობთ.
- არა თქვენ მითხარით რომ ჯანდაცვამ გამოგვიშვაო. ჰოდა დამიზუსტეთ რა იგულისხმეთ.
- არა. ვთანამშრომლობთ მეთქი.
- მოკლედ, ჩვენთან ყველაფერი რიგზეა. თუ არ არის კიდე, შესაბამისი პირები იქონიებენ რეაგირებას და არც ეგაა პრობლემა, პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტიც გვყავს (Mariam Kekishvili )
- ჩვენც ეგ გვინდა, რომ ყველაფერი იდეალ’ურად იყოს ყველგან.
- ვაფასებ თქვენს შრომას, დაგვტოვეთ თუ შეიძლება.
- კარგად ბრძანდებოდეთ.
მერე მენეჯერს ვურეკავ და ვეკითხები, წავიდნენ მეთქი? და ძაან გაბრაზებულები იყვნენ, ასე თქვეს, ოპერატიულ ჯგუფს გამოვუშვებთ და რამეს მაინც გიპოვნით და პირადად მე მოვაწერ ხელს თქვენი დაჯარიმების აქტსო
ჰოდა, მოკლედ, მეგობრებო, ესენი არიან ტიპები, რომლებიც ასეთ დოკუმენტს გიტოვებენ (იხ. ფოტო), დასაბნევად და ნდობის მოსაპოვებლად - ახატავენ სახელმწიფო გერბს, საშვის ტიპის დიაგონალურ ზოლს, სათაურში იყენებენ ტერმინებს “ინსპექცია”, “საგამოძიებო სამსახური” და სხვა, ჰოდა, რა თქმა უნდა, რამე მინიმალურ დარღვევას იპოვნიან (მაკდონალდსიც კი არაა უნაკლო, ყველაზე მაღალი, 96%-იანი მაჩვენებლით), გეუბნებიან, რომ ნტუ ნტუ ნტუ, ამის გამო დასაჯარიმებლები ხართ და ესენი 250 ლარად ყველაფერს წესრიგში მოგიყვანენ
ჰოდა, იცოდეთ, მინიმუმ რეები უნდა კითხოთ ამ თაღლითებს, რომ გამოააშკარავოთ
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თქვენი სახელით მოვიდნენ ეს ტიპები, პირდაპირ და უშუალოდ მათ გამოგვგზავნეს თქვენთანო ჰოდა, მე კი ვიცი ვინც არიან, მარა თუ მართლა თქვენ გამოუშვით, მითხარით მაინც, ბოდიშს მოვუხდი და ცოტა მეტად ჩავახედებ სამართლებრივ ნაწილში, რომ უზენაესის კანონებით არ ელაპარაკონ ხალხს
This post has been edited by moen37 on 27 Oct 2021, 08:09