[QUOTE=ბეჟანბეჟანი,15 Jan 2021, 01:56 ] [QUOTE=
leqso0077[QUOTE]მიუბრუნდა მზია და აბა მტკიცებულება დადეთო.
გაშრა საზოგადოება ...
ვერავინ დადო მტკიცებულება ... არანაირი ფოტოსურათი, არანაირი ვიდეოკადრი ...[/QUOTE]
მზიას ბოზობას ევროკავშირის დამკვირვებლები ესწრებოდნენ თუ ყველა მის მდღვნელს მიყავდა დამკვირვებლები. იქნებ ოქმებს ადგენდა ვინმე და თალიებს ითვლიდნენ.
რუსული სიმღერის არ იყოს, "ნე პოიმანი ნე ვორ (თუ არ წაასწარი, ქურდობას ვერ დააბრალებო).
ამიტომ, სრულიად სამართლიანად, როგორც მზიას ვერ დაბრალდა ბოზობა, ისე ოცნებას ვერ დაბრალდება გამყალბებლობა. [/QUOTE]
მტკიცებულების არქონა არ გამორიცხავს ფაქტის არსებობას.
თითქმის შეუძლებელია პოლიტიკოსს და ბოზს პროცედურების დაცვით დაუმტკიცო და აღიარებინო უკეთური საქციელის ჩადენა.
არსებობს შინაგანი რწმენაც, რომელიც დაინტერესებულ პირს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში გვერდზე გადადოს, ხოლო მტკიცების წესი იძლევა საშუალებას, მავანმა თავი წაიდებილოს და თვალში გაჩხერილი თითი არ შეიმჩნიოს.
თუ არსებობს ,,ყველა მდღვნელი" ე.ი. არსებობს ბოზი, მიუხედავად იმისა რომ ბოზობა არ დასტურდება ევროკავშირის დამკვირვებელთა დასკვნით, ოქმით ...
ისე კი, რაც თავი მახსოვს, ამ ქვეყანაში ხალხის აზრი წყვეტს ვინ მკვლელია, ვინ ქურდი და ვინ მამაძაღლი. განსაკუთრებით ქოცთა შორის არის ეს მიდგომა ფესვგამჯდარი და რაღა არჩევნებისთვის დააწესეთ ასეთი მაღალი სტანდარტი?!

***
მაგ ამბავს ერთი საინტერესო ეპიზოდი ახლდა თან.
მზიას დასაცავად მგზნებარე სიტყვა წარმოსთქვა ციცო დეიდამ, რომლის მთელ ცხოვრებას შავ ლაქად გასდევდა ბოზის სახელი. პოღოსამ თქვა, საერთოდ სირცხვილია ამ თემაზე, რომ ვსაუბრობთო. ორმა მეზობელმა თქვა, ასეც რომ იყოს, ევროპელი ხალხი ვართ და ამასთანავე, დღეს საქართველოში ისეთი სოციალური მდგომარეობაა, რომ ამხელა აგრესიას არ უნდა იწვევდეს ეს საკითხიო.
ოთხი კაცის მხარდაჭერის შემდეგ, მზიამ იმხელა შინაგანი ძალა იგრძნო, რომლის მსგავსიც არასდროს უგრძნია ცხოვრებაში და თავად გადავიდა იერიშზე: თუ ბოზობის ერთ შემთხვევას დამიმტკიცებთ, სამეზობლოში ყველა გამოუცდელ ახალგაზრდას ,,შევაყენებ რელსებზე" და არც უცოლო ბიჭებს დავტოვებ პატივისცემის გარეშეო. ეგონა თემა დაიხურებოდა, მაგრამ ერთი, კონტექსტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდა გამო....ურდა და მე დავამტკიცებო საჯაროდ განაცხადა. მიდი დაიწყეო, მზიამ.
გუშინ ხომ ბადრის ჩაუჯექი მანქანაში და სადღაც გაყევიო; - კიო, ბადრი ზალიკოს მეგობარია და დეიდაჩემის ,,ბუტკამდე" გავყევიო; - დილით მაღაზიაში ბაბოლის საყიდლად ფული არ გეყო და საღამოს ახალი კაბით დაბრუნდიო; - კიო, ბადრის იმიტომ გავყევი დეიდაჩემთან, რომ კაბის საყიდელი ფული გამომერთმიაო; - ტაპორასთან არაფერი გქონიაო? - არაო, ტაპორამ მოინდომა მაგრამ, შეურაცხყოფილმა ცივი უარი რომ ვსტკიცე და სილა ვუთავაზე, იმის მერე დაბოღმილი სახელს მიფუჭებსო. ყველა კითხვაზე ჰქონდა მზიას პასუხი.
აქეთ ეცა ახალგაზრდა ბიჭი, იქით ეცა, არც საგადასახადო აღრიცხვა ჰქონდა მზიას, არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-3 მუხლის საფუძველზე შედგენილი ოქმით დასტურდებოდა მისი ბოზობა.
(სანამ ეს სრული სერიოზულობით მტკიცებულებებს კრებდა და განიხილავდა, უკანა რიგებში ბარე 10 ,,ვზროსლი ძმა" იდგა ვინც იცოდა, მზიას მარჯვენა ძუძუს ქვეშ რომ ხალი ჰქონდა, მაგრამ სდუმდნენ, მათ საქმეს ასე აწყობდა).
ბოლოს მეგობრულად მიუბრუნდა მზიას და მეო, რაიმე საწინააღმდეგო კი არ მაქვს შენი პიროვნების მიმართო, არა, უბრალოდ სიმართლეს გაუმარჯოსო, მშვიდობა მინდა სამეზობლოშიო.
მზიასაც მაგრად ესიამოვნა, უკვე არსებითი განხილვის შედეგად დასტურდებოდა ბოზი რომ არ იყო.
მეზობლებიდან ვერავინ გაიგო რა მოტივი ამოძრავებდა ახალგაზრდა ბიჭს, ყველა თავისებურ ეჭვებში წავიდა თუ რატომ გადაუხვია ძირითად ხაზს. თან განსაკუთრებით იმ შუახნის ქალს ერჩოდა, ვისთანაც მზიას ჰქონდა კონფლიქტი. აქედანაც მიაჟვეს, იქიდანაც მიაჟვეს. მერე თითქოს დამეგობრდნენ მზია და ეს ბიჭი. რაღაც პერიოდის შემდეგ, შატალოზე მყოფს, ორჯერ შემხვდნენ მზიურის პარკში.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ემოციები დაცხრა და რა თქმა უნდა თემამაც დაკარგა აქტუალობა, მაგრამ მზია მაინც ყველას ცნობიერებაში ბოზად დარჩა, ხოლო რამდენჯერაც სადმე შემთხვევით იმ ბიჭს გადავაწყდები, პირველი რაც მახსენდება ეს ამბავია, თუ როგორ ჩაება ეს არასერიოზული კაცი პოლემიკაში მზიასთან და ბოლოს ერთობლივად როგორ ,,დაამტკიცეს", რომ მზია ბოზი არ იყო.
ყველას მეტი დაფიქრება მართებდა ...
This post has been edited by leqso0077 on 17 Jan 2021, 07:09