თქვენ სხვანაირად ვერც იფიქრებთ და სულაც არ არის გასაკვირი.
საინტერესო მომენტია, არსებობს ორი ურთიერთ განსხვავებული აზრი, რა დროსაც ორივეს მართალი ჰგონია თავი. ვინმე იტყვის რომ ამ დროს აზრი არ აქვს კამათს, ვინაიდან ორივეს ჭეშმრიტებად მიაჩნია ის, რა აზრზეც თვითონ არიანო.
მაგრამ მასე არაა, ადამიანს თუ არ აქვს საღი აზრი დაკარგული, ის მსჯელობის შედეგად მივა იმ ჭეშმარიტ აზრამდე, რაც ლოგიკის კანონებით ყველაზე სწორი იქნება.
ამიტომ მე კი ნუ მეკამათები, თუ ესე არასასიამოვნოა თქვენთვის ჩემთან კამათი, არამედ საკუთარ თავს ეკამათეთ და დაუსვით ის უხერხული კითხვები, რაზეც შესაძლოა საჯაროდ საუბარი გერიდებოდეთ, ან არ გიდოდეთ.
მე მხოლოდ მიმართულებას მოგცემთ და დანარჩენი თქვენზევეა დამოკიდებული

თქვენ რა გგონიათ 2019 წელს დადგა მხოლოდ მსოფლიო ესეთი გამოწვევის წინაშე? სხვა დროს მსგავსი არაფერი ყოფილა? რა თქმა უნდა არ მიგაჩნიათ ეს მასე, ყოველ შემთხვევასი მე ესე მგოია.
ესეიგი ადრეც ყოფილა გამოწვევები და მიუხედავად მაგ გამოწვევებისა, მაინც იწერებოდა და დგინდებოდა ადამიანის უფლებები ისე, როგორც დღევანდელობამდეა მოსული
რისი ბრალია ეს? ხალხი იყო გაუნათლებელი და ცდებოდნენ ვინც ამას წერდა და იზიარებდა? თუ პირიქით დღეს გაჩნდნენ ისეთი პიროვნებები, ვის ამბიციებსაც ზღვარი აღარ აქვს და ცდილობენ ხალხს წაართვან ის უმთავრესი ღირებულება რასაც თავისუფლება ქვია?
კიმ ჩეინი ყველაზე მისაღები გახდება თქვენთვის, თუ მასე გააგრძელებთ და თუ ამის სახალხოდ თქმა გერიდებათ, საკუთარ თავს კითხეთ აბა, იქნებ მოგწონთ კიდეც უკვე.
კაცმა 1 საათში გადაჭრა კორონა ვირუსის პრობლემა
ვიღაცა კორონათი დაიღუპება, ვიღაცა შიმშილით, ვიღაცა თანდაყოლილი სენით, ვიღაცას უსამართლოდ მოექცევიან და გული გაუსკდება.
ადამიანის თავისუფალია იქამდე, სანამ სხვის თავისუფლებას არ შეეხები, ეს არის ოქროს სიტყვები და ამის განადგურება ხდება.
მე იმის გამო, რომ ვიღაცას ეშინია ინფიცირების, არ უნდა დამრჩეს შვილები მშიერი და არ უნდა მოესპოთ მათ მომავალი და ასევე შეიძლება სიცოცხლეც რიგი მიზეზების გამო.
ადამიანს თუ რამის ეშინია, თავად უნდა მიხედოს თავის თავს, ხელი შეუწყოს ხელისუფლებამაც, მაგრამ იქამდე სანამ სხვის უფლებებს შეეხებიან და სხვის უსაფრთხოებას დააყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ.
არ არსებობს რომელიმე პრიორიტეტული საფრთხე, ეს ყველაფერი სუბიექტურია და ამიტომ არ გვინდა იმაზე საუბარი თუ რა საშინელი რამეა კორონა ვირუსი და ა.შ.
ჩემი ნაცნობი ევროპაში საველე ჰოსპიტალში მივიდა სამუშაოდ, ხალხი სჭირდებოდათ და ვაკანსიები დაიყარა.
მას გასაუბრებაზე კითხეს, არ გეშინია კორონა ვირუსით დაინფიცირების, მითუმეტეს 4 შვილი გყავს სახლშიო, მე შვილების შიმშილით დახოცვის და შიმშილის შედეგად სხვა უფრო საშინელი დაავადებების გაჩენის უფრო მეშინია, ვიდრე კორონასიო
მიდი ეხლა და გაამტყუნე, გაუნათლებელი იქნებოდა ალბათ თორე ეგ რამ ათქმევინა, კორონა ხომ ნომერ პირველი მტერია კაცობრიობის
მე ლოკდაუნის გამო შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი ზარალი და ზიანი მივიღო, რომ შემდგომ მთელი ცხოვრება ვეღარ დავდგე ფეხზე და ცხოვრება ტანჯვად იქცეს. ხოლო ვიღაცას შეიძლება სულაც არ აწუხებს ეს ლოკდაუნი და პირიქით ბევრ კონკურენტსაც ჩამოიცილებს ამ გზით და პრივილიგებულ მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდეს, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? კორონა ვირუსი ხო?

უბრალოდ არ გაუმართლა ხო? და იქნებ იმას არ გაუმართლა, ვისთვისაც კორონა ვირუსი საფრთხე იყო? რატო ხდება პრიორიტეტების შექმნა და ესე უხეშად ხალხის მომავალზე ზემოქმედება? ეს არის თავისუფლება? ესე გესმით? ხელისფლება იღებს პასუხისმგებლობას იმ ხალხზე, იმათ შვილებზე ვინც ამ ლოკდაუნების გამო დაზარალდება, რომ ცხოვრების ბოლომდე მისცემს იმ მინიმუმს რაც მათი არსებობისთვის იქნება საჭირო?
ამიტომ თქვენ პირდაპირ იჭრებით სხვისი უფლებების არეალში და ხელს უწყობთ ამ უფლებების განადგურებაში და გაბითურებაში, ეს არის პრეცედენტი და ნუ გგონიათ რომ ეს ყველაფერი ამით დამრთავდება, ეს მხოლოდ დასაწყისია.
უსამართლოდ შეზღუდული ხალხი, რომელიც მიიღებენ აურაცხელ ზიანს და ზარალს, გაბოროტდება უკიდურეს ზომამდე და ქაოსი დაიწყება ყველგან. შემდგომ ამ ქაოსი დალაგება შეუძლებელი გახდება თუ კონტროლის უპრეცედენტო ზომები არ იქნება მიღებული, რასაც თქვენ ასევე ორივე ხელით მხარს დაუჭერთ, ჩემო ანარქისტო მეგობარო.
არ ჩანხართ თქვენ პრიმიტიული ადამიანი და დარწმუნებული ვარ რომ ადრე თუ გვიან მიხვდებით ამ ყველაფერს, თან მიხვდებით ყველაზე კარგად ვიდრე სხვები მიხვდებიან, მაგრამ ვშიშობ ძალიან გვიანი იქნება უკვე და თან თავის გასამართლებელიც გექნებათ, თქვენ ხომ არ ფიქრობდით მასე მხოლოდ, მთელი მსოფლიო მასე ფიქრობდა და ამიტომ დიდი ამბავი თუ მეც რამეში გადავამეტეო.
ესეთია ადამიანის ბუნება და ესე ხდება ხოლმე ბოლოს და თუ ადამიანს ის ცუდი თვისებაც აქვს, რომ მას არ უყვარს შეცდომის აღიარება, ესეთ დროს მცდარი ადამიანი კიდევ უფრო ბოროტდება და უფრო ღრმად იწყებს შეტოპვას