კი პფაიზერზე, თუმცა დიდი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს.
აცრილები გარდაიცვალნენ გერმანიაშიც, თურქეთშიც, რუსეთშიც.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მეგობრებო, რა ვიცი, მე მგონი, სექტად ჩემი მონათვლაც გადაწყვიტეს გარკვეულმა ტიპებმა და შევეცადე, პანდემიის, ჩემთვის საეჭვო, დეტალები ჩამომეყალიბებინა და კითხვების სახით წარმედგინა მათთვის. პასუხებიც საინტერესო იქნებოდა.
1. რატომ შეიცვალა ვიკიპედიაში პანდემიის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ ამ სიტყვის კლასიკური განმარტების მონაცემები? ( მე ვარ ამის მოწმე).
2. რატომ აიკრძალა ჯანმოს მხრიდან მიცვალებულების აუტოფსიები იმ დროს, როცა ეს ვირუსი მიცვალებულიდან არ გადადის და უამრავი ექიმი მზად იყო, რომ ეს გაეკეთებინა?
3. რატომ უცვლიდნენ დიაგნოზებს არაკოვიდით გარდაცვლილ პაციენტებს კოვიდის დიაგნოზით? (პირადად ვიცნობ ამის თვითმხილველებს).
4. რატომ უდგამდნენ სასუნთქ აპარატებს და დღესაც აგრძელებენ ამას, იმ დროს, როცა ბევრი ექიმი მიხვდა და ამტკიცებს, რომ სწორედ ეს რესპირატორები იწვევს პაციენტის გარდაცვალებას?
5. რატომ იყენებენ ე.წ. პისიარ ტესტებს დიაგნოზის დასასმელად, იმ დროს, როცა თავად ამ ტესტების ავტორი ქერი მულისი აცხადებდა, რომ ამ ტესტების დანიშნულება არ არის დიაგნოზის დასმა?
6. რატომ დარბიან იტალიის ქუჩებში სასწრაფოს ცარიელი მანქანები სირენებით?
7. რატომ არის დღესაც ცარიელი საავადმყოფოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში?
8. რატომ გააუქმეს მილიონობით პაციენტის ვიზიტი და დატოვეს სამედიცინო მომსახურების გარეშე, რამაც უამრავი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია?
9. რატომ არის იტალიის სასამართლოში უამრავი საჩივარი გარდაცვლილების ოჯახის წევრების მხრიდან, რომლებიც დღემდე არ განიხილება? 500 იტალიელი მოქალაქე კი, კატეგორიულად მოითხოვს სახელმწიფოსგან კომპენსაციას 100 მილიონი ევროს ანაზღაურებით. შეტანილია აგრეთვე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში, რომელსაც თან ახლავს გარდაცვლილების სამედიცინო ოქმები.
10. რატომ აკრძალეს ტელევიზიებში საწინააღმდეგო აზრის გაჟღერება და მხოლოდ ერთი მხარის მოსაზრებებს გვასმენინებენ ათი თვის განმავლობაში?
11. თუ ადამიანის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე ფიქრობენ, რატომ მოდის ასეთი საშინელი ადამიანის დამთრგუნველი და დამსტრესავი ტერორი და კუბოების ჩვენება საინფორმაციო საშუალებებიდან , ნაცვლად მათი დამშვიდებისა?
12. რატომ აგვაკრეს პირბადეები იმ დროს, როცა, უამრავი ინფექციონისტი ამტკიცებს, რომ პირბადე აქვეითებს იმუნიტეტს და არის ინფექციის წარმომშობი წყარო? ან, თუ იცავს, რატომ გრძელდება ვირუსის გავრცელება და პანდემია?
13.რატომ არის შვედეთში და ბელორუსიაში გაცილებით ნაკლები ვირუსით სიკვდილიანობა, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც რეგულაციებს იცავენ?
14. რატომ აკრძალა ჯანმომ იმ მედიკამენტების გამოყენება, რომლებსაც კარგი ეფექტი ჰქონდა პაციენტის მკურნალობისთვის?
15. რატომ იყო საჭირო ვაქცინაცია, როცა როგორც ცნობილი ინფექციონისტები და ბიოლოგები ამბობენ, ეს ვირუსი ყოველ სეზონზე იცვლის სახეს და არ შეიძლება დაექვემდებაროს არანაირ ვაქცინას?
16. რატომ მაინცდამაინც გენმოდიფიცირებული და არა, კლასიკური ვაქცინა?
17. რატომ არ იღებს არცერთი სამედიცინო ორგანიზაცია, მათ შორის, ჯანმოც და ის ფარმაცევტული კომპანიებიც, რომლებიც ამ ვაქცინებს აწარმოებენ, არანაირ პასუხიმგებლობას ვაქცინის გვერდითი მოვლენების მიმართ?
18. რატომ უნდა ენდოს ნორმალური ადამანი ვაქცინას, რომელიც, ნაცვლად 10 წლისა, 6 თვეში დამზადდა?
P.S. ალბათ, გამომრჩა კითხვები და თქვენ თუ დაამატებთ, უფრო სრულყოფილი იქნება სურათი. დიდი მადლობა.

Mano Beridze
ფბ-დან წამოვირე და დროა მივარეპორტოთ.
რეებს წერავენ რა არის.