მაგ ფენომების აღწერა დღეს შემხვდა ფბ-ზე, „საძულველი ექიმის“ მიერ დადებული. თემა სხვაა, მაგრამ პრინციპი საერთოა.
https://www.facebook.com/zurab.guruli/posts...225506945809108„რას უფრო დიდი სიამოვნებით უყურებთ ან წაიკითხავთ, მშრალ დოკუმენტურ ფილმს ან პროზას, თუ საინტერესო ინტრიგებით ჩახლართულ მხატვრულ ფილმს ან ნაწარმოებს?...
სწორედ ეს ფენომენი მუშაობს, როდესაც საშუალო სტატისტიკური მოქალაქე კითხულობს ან ისმენს მშრალ, ნაირნაირი, გაუგებარი გრაფიკებითა თუ გამოთვლებით ლოგიკურად აგებულ სამეცნიერო მტკიცებულებებს და კონსპირაციის თეორიებზე აგებულ ათასგვარ ფანტასმაგორიას, სადაც მთავარ როლებში არიან იდუმალი, ყოვლისშემძლე მასონები, გავლენიანი მეცნიერები, მილიარდერები, რომლებიც ცდილობენ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის დამონებას, რობოტებად და ზომბებად ქცევას და ა.შ.
კონსპირაციის თეორიები ადვილი გასაგებია, მიმზიდველია. თავად შეგიძლია ჩაება მის შეთხზვაში, „ფაქტებით“ გამდიდრებაში; პარალელურად თავი წარმოიდგინო დაუნდობელ, ცბიერ ჯაშუშებთან მებრძოლ გმირად; ან მოხერხებულ, გონიერ მეცნიერად, რომელიც არ დაუშვებს ფაქტების გაყალბებას და მომაკვდინებელი საფრთხისაგან იხსნის საკუთარ ახლობლებსა თუ მთელ კაცობრიობას.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეკამათებით მშრალი მოსაწყენი ფაქტებით შეიარაღებულ პროფესიონალს, რომელიც მშვიდად გიხსნით აქსიომებად ქცეულ ჭეშმარიტებას. თქვენ არა გაქვთ არც ცოდნა, არც საკმარისი მჭევრმეტყველება, რომ არგუმენტებით გააცამტვეროთ მოწინააღმდეგე. სამაგიეროდ თქვენს მხარეზეა მაყურებელთა უმრავლესობა, რომელსაც ქვეცნობიერი გაღიზიანება ამოძრავებს თავდაჯერებული ავტორიტეტის მიმართ და სურს მისი გაცამტვერება. თქვენ მას უტევთ თქვენს მიერ შეთხზული ფაქტებით, ამ ფაქტებზე აგებული ლოგიკით და მოულოდნელად ხდებით თქვენნაირების ლიდერი, რადგან საუბრობთ მათთვის ადვილად გასაგები ენით და მათ ძალიან ადვილად შეუძლიათ თქვენთან არაერთი ყოფითი პარალელის გავლება; „ჩაგრულები“ ხომ ყოველთვის ჭარბობენ „მჩაგვრელებს“.
...
This post has been edited by griankali on 19 Jan 2021, 21:11
რუსეთი უნდა დაინგრეს.