უბედურება ისაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, აქაც და ფეისბუკზეც მაგ ვითომ კრიზის მენეჯერებს ქმედებებს უწუნებდნენ და კიდევ უფრო მეტ შეზრუდვებს ითხოვდნენ, პირდაპირ დედებს იგინებოდენ და ისტერიკებს მართავდნენ, ხოლო ვინც შეზღუდვების წინააღმდეგი იყო, ეგეთი ხალხი იყო თითო ოროლა.
ამ ფორუმზე მაგალითად, მე და კიდევ რამდენიმე იუზერი იყო, ვინც შეზღუდვების კატეგორიული წინააღმდეგები ვიყავით, ვინაიდან ეს არის წყლის ნაყვა და ამით ქვეყნის მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდება და მეტი არაფერი.
ავიღოთ რიგითი სტატისტიკური ოჯახი, სადაც ცხოვრობენ საშუალო ასაკის ჯარმთელი ხალხი და მათი მშობლები ( მშობლები რისკ ჯგუფში არიან ვთქვათ)
მე მაინტერესებს ეგ ოჯახი როგორ იცხოვრებდა ჩაკეტვები რომ არ მომხდარიყო და როგორ ცხოვრობს ეხლა?

რა შეიცვალა ან რა შეიცვლებოდა?
თუ რისკ ჯგუფი გყავს სახლში, ეს იმას ნიშნავს რომ ათმაგად უნდა დაიცვა უსაფრთხოების ნორმები და თავი შეიკავო არასაჭირო ურთიერთობებისგან, აი ეგეთი ხალხი რო ითხოვდა ამ ჩაკეტვებს, რის საფუძველზე ითხოვდა? რა იცვლებოდა ჩაკეტვებით მაგათვის?
საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ივლის, თუ შენ არ გამოიყენებ მაგ ტრანსპორტს, რა განსხვავებაა?
არის ოჯახები სადაც არ ცხოვრობენ რისკ ჯგუფები და ეგენი შეძლებდნენ ჩვეულებრივ რეჟიმში ცხოვრებას, მუშაობას, საქმიანობას და ა.შ.
ამ ჩაკეტვებით კი ყველას შეუზღუდეს ყველაფერი და ყველა დააყენეს პრობლემების წინაშე. იმის მაგივრად, რომ ვისაც არ ეხებოდა ეგ საფრთხე, იმას მაინც ემუშავა და რამე საქმე გაეკეთებინა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეულად გადაგორებულიყო ეს პანდემიაა თუ რაცაა.
ადამიანს არჩევანი არ დაუტოვეს, ზოგისთვის შეიძლება კორონაა ნომერ პირველი საფრთხე და ზოგისთვის საქმიანობის შეწყვეტა, რა უფლება აქვს სახელმწიფოს თავად გადაუწყვიტოს ადამიანს რა უფრო დიდი საფრთხეა მისთვის და მისი ოჯახისთვის?
სახელმწიფო ვალდებულია გააფრთხილოს ხალხი და მიიღოს პირველადი ზომები და არაფერი მეტი. სხვა ყველაფერი არის ადამიანის უფლებების დარღვევა და იძულება ამა თუ იმ ქმედებისა, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა მაგ ქმედებით ადამიანს გაცილებით მეტი ზიანი და საფრთხე ადგება, ვიდრე კორონა ვირუსით დაინფიცირებაა.
ამას ამბობდა მსოფლიოს უმარავ ქვეყანაში უამრავი ხალხი, აქციებსაც მართავდნენ, მაგრამ დამონებულამ საზოგადოებამ როგორც ყოველთვის მაგ ხალხის ლანძღვა დაიწყო.
This post has been edited by KERNELWORD on 22 Jan 2021, 19:39