ტიტუს კორლატეანმა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების პერიოდში მომხდარი გადაცდომების გამოძიებისკენ, ოპოზიციას კი პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.„ამასთან, კიდევ ერთხელ მინდა, გავუსვა ხაზი, რომ ისევ მნიშვნელოვანია ხარვეზების გამოსწორება, ეს მოიცავს ბრალდებებს გადაცდომების შესახებ. აღარ გავიმეორებ იმას, რაზედაც თინი კოქსმა ისაუბრა, მაგრამ აღვნიშნავ პოლარიზაციის საკითხს. ეს შემაშფოთებელი სიტუაციაა. ჩვენ უნდა წავახალისოთ როგორც მმართველი ძალა, ასევე ოპოზიცია, რათა გააგრძელონ მუშაობა ამ პოლარიზაციის შესამცირებლად. მსურს, მთავრობას მოვუწოდო, სერიოზულად გამოიძიოს ბრალდებები გადაცდომების შესახებ და გამოასწოროს ხარვეზები. ოპოზიციას კიდევ ერთხელ გავუმეორებ ჩვენს თხოვნას, რომ ამ პარლამენტის ნაწილი გახდეს. ეს არის სწორი ადგილი იმისთვის, რომ სიტუაციის გასაუმჯობესებლად დემოკრატიული დებატები გაიმართოს“, - განაცხადა ტიტუს კორლატეანმა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებელია.
დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საკითხზე დებატები გაიმართა. მთავარი მომხსენებელი ტინი კოქსი იყო, რომელიც არჩევნების დროს საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
*******
მოვუწოდებ როგორც საქართველოს მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს, დაიწყონ მოლაპარაკებები და განიხილონ პარლამენტში ერთად მუშაობის შესაძლებლობები. ჩვენ ვთვლით, რომ ბოიკოტი მოსახლეობის ინტერესების წარმოსადგენად საუკეთესო საშუალება არაა, - ამის შესახებ ესტონელმა პარლამენტარმა მარია ჯუფერევა-სკურატოვსკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ დებატები გაიმართა.
„ტინი კოქსის მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასების თანახმად, არჩევნები კონკურენტული იყო და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იყო.პირველი, მოვუწოდებ როგორც საქართველოს მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს, დაიწყონ მოლაპარაკებები და განიხილონ პარლამენტში ერთად მუშაობის შესაძლებლობები, რადგან ვხედავთ, რომ ბოიკოტი მოსახლეობის ინტერესების წარმოსადგენად საუკეთესო საშუალება არაა.
მეორე, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მმართველი პარტიის ინიციატივას, ჩამოართვან საბიუჯეტო დაფინანსება და სხვა სარგებელი იმ პარტიებს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, რადგან ვხედავთ, რომ ამან შესაძლოა, პოლიტიკური სიტუაცია გააუარესოს.
მესამე, მივესალმებით სპეციალური კომიტეტის შექმნას, რომელმაც ის დარღვევები უნდა გამოიძიოს, რომელიც ბოლო დროს ჩატარებული არჩევნების დროს დაფიქსირდა. მეოთხე, მივესალმებით საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც 2024 წელს სრულად პროპორციულად ჩატარებას ითვალისწინებს“, - განაცხადა მარია ჯუფერევა-სკურატოვსკიმ.
*******
ელდოეთ ახლა ძიაძია წიმურის დისშვილისდირექტივებს
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3