მე სხვებივით არ ვდემაგოგობ აქ. უბრალოდ, ეგრე ვფიქრობ, რომ როცა რაღაცაზე კატეგორიულად მსჯელობს ადამიანი, მაშინ ამ საკითხის შესახებ ბევრად მეტი უნდა წაიკითხოს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ გარკვეული მესიჯები დრო და დრო თავად რუსეთის ხელისუფლებიდან ისმის და ამის არდანახვა ან მისდამი ცინიკური დამოკიდებულება მხოლოდ დასავლეთის სამსახურში მყოფი პოლიტიკური ძალების ინტერესებშია.
მათ შორის აღსანიშნავია ცნობილი და გავლენიანი რუსი დიპლომატისა და პოლიტოლოგის პრიმაკოვის დაბადების დღეზე რუსეთის მაშინდელი პრემიერის პუტინის სიტყვები 2009 წლის ნოემბერში, რომელიც რუსეთში ასევე გავლენიანი ქართველების გარემოცვაში წარმოთქვა: "საქართველოს გაერთიანება გადაუწყვეტელი პრობლემა არაა. ჩვენ ამ საკითხის გადაჭრა შეგვიძლიაო."
ამ საქმით პრიმაკოვი დაკავდებაო, ესეც უთქვამს მაშინ კრემლის მესვეურს, მაგრამ იმ წლებში ანტირუსული ვირუსი ისე იყო მოდებული საქართველოს ნაცურ ხელისუფლებაში, რომ რუსეთის მხოლოდ გინება იყო მიღებული, ხოლო მასთან კონსტრუქციული პოლიტიკისკენ მოწოდება სახელმწიფო ღალატად ცხადდებოდა.
ანალოგიურ გზავნილს მოიცავს პუტინის საუბარი ტელეკომპანია „რაშა თუდეისთან“: ”გარკვეულწილად. არსებობს წითელი ხაზი, რომლის მიღმაც საქართველო ვერ გადავა. რადგან ის იბრძვის, როგორც თვითონ საქართველოს მიაჩნია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ეს საკითხი მოითხოვს განხილვას დიდი ყურადღებით და მე ვიტყოდი არა მხოლოდ კომპეტენტურ გადაწყვეტას, არამედ სურვილიც კი, საკითხის მოგვარების უნდა ეყრდნობოდეს ყველა იმ ადამიანის ინტერესის პატივისცემას, ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს. უფრო ნათლად ვეღარ ვიტყვი. პატივისცემით თუ მოვეპყრობით ყველა იმ ადამიანის ინტერესებს, ვინც იქ ცხოვრობს და ამგვარ მიდგომას დავეყრდნობით და შევეცდებით გამოსავლის მოძებნას, მაშინ შეიძლება მოიძებნოს ეს, მხოლოდ ხანგრძლივ ვადიან პერსპექტივაში. ”
http://m.amerikiskhma.com/a/putin-georgia-...ns/1680441.html