ვეცდები ეს თემა კარგად აგიხსნა
ღნაცების დატოვებული ბიუჯეტი და რეზერვები არ არის გადამწყვეტი. აქ მნიშვნელოვანია ნაცების დატოვებული ფულის მოზიდვის არხები. შემცირებული კორუფციის დონე, კრიმინალის შემცირებული დონე და გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები. (მინიმუმ წინა მთავრობასთან შედარებით). შესაბამისად ქოცებს მიეცათ საშუალება და რეზერვი რომ მოეზიდათ ფულადი სახსრები ვალების სახით რამაც რეალურად ხელისუფლება შეანარჩუნებინა. ერთი წამით წარმოიდგინე სავალუტო ფონდმა და სხვა ინსტიტუტებმა თანხები რომ გადაკეტონ. ერთ თვეში ისეთი ამბავი დატრიალდება ეკონომიკაში დედა შვილს არ აიყვანს.
ნაცებმა ეკონომიკის განვითარება ვერ მოასწრეს (დროც არ იყო მაგდენი, უხეშად 30 წელი უნდა ჯიბეზე გრძნობას 8-10 პროცენტიანი ზრდის შემთხვევაში), ტურიზმს ჩაუყარეს საფუძველი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც იზრდებოდა და მაგრამ მეტის დრო არ იყო.
აი ქოცებმა რა ქნეს ამ 8 წელში? ან მომედევნო 4 წელში რას იზამენ? ვერაფერს სამწუხაროდ გარდა ვალების გაზრდისა და სახელმწიფოზე ჩამოკიდებული ხალხის ჭმევისა.
მოიხედავ უკან და ამასობაში ცხოვრებაც გასულა