აბა ეგ არის თუ არის პირადი ცხოვრების და პირადი სივრცის კონტროლის "იდეალური" საშუალება.
თუმცა პირად სივრცეს, პირად ცხოვრებას განეკუთვნება პერსონალური საიდუმლოებაც, პროფესიული საიდუმლოებაც, კომერციული
საიდუმლოებაც, სახელმწიფო საიდუმლოებაც და ყველა სხვა სახის საიდუმლოებაც.
თავისი შესაძლებლობებით დაიწყებს ციფრული ტექნოლოგიები თვითკონტროლს?.
იმედია, არავინ შეეცდება მტკიცებას, რომ ტოტალური კონტროლი პოლიტიკოსთა თუ საჯარო მოხელეთა საძინებლების ჭუჭრუტანებში
ჩუმ-ჩუმად დაფიქსირებული კამასუტრას ახალი პოზების პლაგიატური მეთოდებით დაუფლებისთვის ან/და საკუთარი ნებით პირადი
ცხოვრების გამოდცილების საჯაროდ ურთიერთგაზიარებისთვის ყოფილა გამიზნული.

***
თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოყენებულია როგორც საშუალება და არა როგორც მიზანი, ეს უკვე სხვა საქმეა.
თუ ბიზნესმენთა, საჯარო მოხელეთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შეგროვება/გამოყენება მავანს - მძარცველს
იმისთვის ესაჭიროება, რათა მერე:
1) შანტაჟის გზით წილში ჩაუჯდეს მისთვის საჭირო სამიზნე ბიზნესმენს, მისთვის წამგებიან გარიგებაზე მოაწერინოს ხელი;
2) მუქარის მეთოდების გამოყენებით მცდარი პოლიტიკური ნაბიჯები გადაადგმევინოს, სახელმწიფოებრივად გაუმართლებელი
პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიაღებინოს;
3) და სხვა...
ამ ქმედებას მოქმედი კანონმდებლობა არეგულირებს.
ვიმეორებ, პირად სივრცეს მოიცავს ყველა ტიპის საიდუმლოება.
პირად სივრცეს მოიცავს ოჯახი, ოჯახის წევრი, რომლის სიცოცხლის ხელყოფითაც შეიძლება მსხვერპლზე განახორციელონ შანტაჟი;
პირად სივრცეს მოიცავს ოჯახის ან/და პირადი ქონება, რომლის განადგურების მუქარითაც შეიძლება მსხვერპლზე მოახდინონ ზეწოლა.
პირად სივრცეს მოიცავს სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული და პირადი საიდუმლოება, რომელიც შეიძლება ჩაიგდონ ხელში და გამოიყენონ საკუთარი მიზნებისთვის.
პირად სივრცეს განეკუთვნება პიროვნების ყველა ტიპის კომუნიკაცია, რომელიც გააჩნია მას სოციალური ურთიერთობების პროცესში.
აქ არის ძალიან ბევრი ნიუანსი გასათვალისწინებელი, რომელიც ერთი შეხედვით, უცხო თვალისთვის ძნელად გასააზრებელია.
დანაშაულის მსხვერპლის ნებისმიერი პირადი ინფორმაცია, რომელიც ხელში შეიძლება ჩაუვარდეს დამნაშავეთა ჯგუფს, შესაძლოა ამ ჯგუფის მიერ გამოყენებული იყოს ნებისმიერი ფორმის ძალადობის განსახორციელებლად, რათა მათი დანაშაულის მსხვერპლმა განახოცრიელოს ესა თუ ის ქმედება ან თავი შეიკავოს ამა თუ იმ ქმდების განხორციელებისგან - საკუთარი ნებისა და კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ჩემს მიერ მოყვანილი მაგალითები გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როცა პირადი სივრციდან დანაშაულებრივი გზით (ვგულისხმობ
ხელოვნური ინტელექტის მძარცველურ პროგრამას) მიღებული მონაცემები/მასალები გამოყენებულია როგორც ზეწოლის/გამოძალვის
საშუალება, რათა დანაშაულის მსხვერპლმა: პოლიტიკოსმა, ბიზნესმენმა, იურისტმა, ჟურნალისტმა და.ა.შ.. წამების და მძევლობის
მდგომარეობაში დათმოს როგორც მისთვის, ისე სხვისთვის - სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, სასიცოცხლოდ აუცილებელი პოზიციები.
This post has been edited by Катеньки on 6 Feb 2021, 00:19
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.