#57525004 · 16 Feb 2021, 17:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
buxxx
QUOTE | ჯერ ერთI მაგ ეგონომიკურ ზრდაში თითქმის ყველა ოჯახმა შეიტანა წვლილი საპროცესოს სახით. |
კარგით რა კარგით, თუ რამე არ იცით ნუ დაწერთ მაინც, სირცხვილია მართლა. ეკონომიკის 12% ზრდა საპროცესოებით?! ეკონომიკის ინჩი-ბინჩი თუ არ იცი ცოდვა კი არ არის, უბრალოდ ნუ დაწერ და შენს უმეცრებას ნუ გამოფენ საჯაროდ. QUOTE | მერე კიდევ თუ ვერ ხვდები ფარულ ქვეტექსტებს იმ ადამიანებში ვინც ამ პროგრამას აძაგებს რა ვიცი. მე პირადად პირდაპირ ვკითხულობ რომ აი არ გინდათ მიშა? გაგყიდათ მომებად ბიძინამ
|
მე იმათი ქვეტექსტი მაინტერესებს ეს პროგრამა დიდი წარმატება და "ქულების ჩასაწერი" მოვლენა ჰგონიათ. ეს თუ არის ჩვენი მაქსიმუმი.... shaqro telavskiQUOTE | ეხლა არ მითხრა ქართველ მუშათა კლასზე შეგტკივა გული |
გაგიკვირდება და კი. და ამ ქვეყნის ბედიც მადარდებს თუ ამ პროგრამის დაწყებას ისე აღვნიშნავთ, თითქოს სოხუმი დავიბრუნეთ.
Brock
QUOTE | მე მივესალმები ამ ინეცეატივას. გასაგებია ვერ უზრუნველყეს ახალი სამუშაო ადგილები რაც უთხრეს ხალხს თავისი ქარხნებით და სხვა ყველაფრით |
მე ამ ინიციატივას იმდენად არ ვეწინააღმდეგები რამდენადაც ბევრის აღტკინებულ რეაქციას, რომ თურმე აშენდა საქართველო და გაბრწყინდა, რომ ეს დიდი წარმატებაა. 2021 წელს გერმანიაში სამი თვით შავ მუშებად ხალხის გაშვება რომ ყოფილა სადღესასწაულო. QUOTE | ტაილანდელებს მაგალითად ეგზოტიკური სამზარეულო აქვთ. საქართველოში თუ ჩამოვიდნენ კარგ კაფე-რესტორნებს გახსნიან და კიდევ უფრო ინტერ ნაცინალური ელფერი ექნება ქვეყანას რასაც მე ასევე მივესალმები. |
უკვე ფილმის სცენარებსა სწერთ? ქუთეისელი ბიჭიკიას ქორწინება ტაილანდელთან გერმანიაში, ტაილანდური სამზარეულოს გაცნობა, საქართველოში ჩამოსვლა, ტაილანდურ-ქართული რესტორნის გახსნა დაცლილ ქვეყანაში... არა ფანტაზია კი კარგი გვაქვს. B l a c k J a c kQUOTE | მასე წიკო-წიკოდ გენოფონდი დაიცლება სულ. ისედაც რა ვართ დარცჩენილი. |
ეგ არის ძირითადი პრობლემა - ქვეყანა იცლება. ეს პროგრამაც იმას ჰგავს, ღრმა ჭრილობას ლეიკოპლასტირი დაადო და იფიქრო რომ უმკურნალე ადამიანს.
აქ უნდა შევქმნათ რაღაც. აქ ვიმუშავოთ და არა გადავიხვეწოთ ცხრა მთის იქით.
გიორგი XII
QUOTE | 54000 კაცია ოფიციალურად რეგისტრირებული |
ორ დღეში 54 000 კაცი.... თვის ბოლომდე 100 ათას გადააჭარბებს, ალბათ მეოთხედ მილიონზეც ავა... ამაზე უფრო დიდი კატასტროფა და სირცხვილი რა ვიცი. ევროპის ბანგლადეშად ვიქნებით ცნობილი. shaqro telavskiQUOTE | რაა ძაან უჭირს ამ გოგოს აზროვნებაში |
თელავსკი, რა უჭირს აზროვნებაში? რა თქვა არასწორი? ერთ დღეში 55 ათასი კაცი რეგისტრირდება უცხოეთში შავ სამუშაოზე ანუ კარგის მანიშნებელია?!
ნუ შენთვის კი მესმის, რომ არის "ქულებს" ჩაიწერ. ისე კარგი იქნებოდა შენც თუ წახვიდოდი თუ მასეთი მაგარი შემოთავაზებაა.
This post has been edited by Hiksos on 16 Feb 2021, 17:56
--------------------
ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა. DRAKONI
სწორედ რომ კიტოვანი და იოსელიანია დასავლეთი dega
არ გავკარი სანდრამ ეს თქვა თუ არა და ვთქვათ ჭორიც მოუგონეს. მერე რა ამით? lasha1997
|