#57554125 · 23 Feb 2021, 00:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯაფარიძე ახალი ბარის გახსნას აანონსებს | QUOTE | გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ახალი ბარის გახსნას გეგმავს.
ჯაფარიძემ სამომავლო გეგმებზე პლატფორმა Clubhouse-ის ერთ-ერთ ოთახში On.ge-ს კითხვის პასუხად ისაუბრა.
"პრობლემა მქონდა ის, რომ როდესაც შეცვივდნენ, გამოყარეს ხალხი და დალუქეს, ბარში დარჩა ხალხის პირადი ნივთები და მუსიკალური აპარატურა, რომელიც ნაქირავები გვქონდა და საბოლოო ჯამში, მომიწია ბარტერის გაკეთება საქართველოს პოლიციასთან. ბარტერი იყო ეგეთი, რომ თუ ისინი შემიშვებდნენ ბარში, რომ ხალხს გამოეტანა თავისი პირადი ნივთები და მათ შორის, მუსიკალური აპარატურა გამოგვეტანა, მაშინ პირობას ვაძლევდი, რომ აღარ შევვარდებოდი შიგნით, თუ არა და შევვარდები-მეთქი ყველა შემთხვევაში. ეგ ბარტერი გამიკეთეს და შესაბამისად, ვიცავ. ახლა რაც მინდა გავაკეთო, არის ის, რომ სხვა ლოკაცია მჭირდება, სხვა ხალხი, სხვა სტაფი, სხვა ბარი და მაინტერესებს იქაც თუ მოვლენ", — განაცხადა მან. |
--------------------
הערשעל שמױקל פּינחס ירוחם קרוסטאַפֿסקי
|