#57534180 · 18 Feb 2021, 13:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვადამდელი არჩევნები შესაძლოა გამოცხადდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი გადადგება და მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი კანონით განსაზღვრულ ვადებში ნდობას ვერ გამოუცხადებს. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს
მუხლი 56 ნდობის გამოცხადება 2. პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
3. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.
ეს პროცესი ხელოვნურად თუ არ მოხდა, რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება. მგონი კარგი დროა პარლამენტში შესასვლელად და იქ სახმაუროდ. ან ელჩებთან მაგიდასთან მაგაზე დათანხმება ოცნების. სხვანაირად როგორ უნდა დაინიშნოს რიგგარეშე
|