#57546959 · 21 Feb 2021, 11:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Hronos @ 20 Feb 2021, 22:46 ) | ოცნება დამარხულია ...
ახლა უბრალოდ მიწა მიეყრება საერთაშორისო საზოგადოების თანდასწრებით და მონაწილეობით და ეგაა..
ამით დასრულდება ეს გაუგებრობა.. ანუ ქოცმმართველობა...
.....
მე იმას ვერ ვხვდები რატომ გააკეთა ეს გახარიამ ?
შესაძლოა მივდა რომ ადრე თუ გვიან მაინც დასრულდებოდა და ამჯობინა ეს ადრე მომხდარიყო ვიდრე თუნდაც ცოტა მოგვიანებით ...
ალბათ უფრო სურდა რომ ეს მისი ხელიდან მომხდარიყო..
რატომ ? |
ძალიან ლოგიკური პასუხი აქვს შენს კითხვას. გახარიამ მშვენივრად იცოდა, რომ მთლიანი ქოცისტანის რეიტინგი მის კისერზე იყო. როდესაც ხარ პრემიერი, გჭირდება საკუთარი პროფესიონალი გუნდი, რათა მართო ქვეყანა. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, თუ მელიას დაიჭერდნენ, გახარიას ციხე არ ასცდებოდა მომავალში. ქოც ხელისუფლებას სისტემურად მოეშალა მართვა და ცალკე აღებული გახარია ვერაფერს შეცვლიდა. თუ არ გადადგებოდა, ალიკა ელისაშვილივით გაქრებოდა მისი რეიტინგი. წასასვლელად დაემთხვა იდეალური გარემო გახარიამაც ისარგებლა. როდესაც ხარ პოლიტიკოსი, ელემენტარული პოლიტიკური ალღოც უნდა გქონდეს და ელისაშვილივით ყ.ლე არ უნდა იყო. საბოლოვოდ ამ ნაბიჯით თავისი მომავალი პოლიტიკური იმიჯი შეინარჩუნა და აქვს შანსი გახდეს ნ1 ოპოზიციური პარტიის ლიდერი. ნაცების მოსვლა გარდაუვალია. დღევანდელი ქოცების ოპოზიციონერობა არ გაიშვება თურქმენეთშიც კი. მივიღებდით ისევ ერთ პარტიულ ნაცებს, თავისი სატელიტებით. მე ვფიქრობ: გახარიას ერთ ბრიფინგს შეუძლია დღესვე დაასრულოს ხიხოს საღორის მმართველობა. თუ დააგვიანა, ნაცები დაასწრებენ ბოლო ლურსმნის დაჭედებას კობახიძის თავში. წესით გახარიამ არ უნდა მისცეს დრო და შანსი დარჩენილ ყ.ლეთა ჯოგს, ქონების დაბინავების, დანაშაულების ფაქტების მოსპობის და სხვა მავნე ქმედებების უფლება. 2-3 დღეში უნდა გამოცხადდეს რიგ გარეშე არჩევნების თარიღი და დასრულდეს ეს მარაზმი.
--------------------
[COLOR=blue]
|