ბონდო მძინარაშვილი
15 мин. ·
ეს მელია გონებაჩლუნგია?!
მისი დამცველები რომ გონებაჩლუნგები არიან, ცხადია, მაგრამ ეს უშიშროების აკადემიადამთავრებული კაციც გონებაჩლუნგია?!
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისთანავე პარტიის ოფისში შეიკეტა და თვითონ დაიყენა თავი კანონს მიღმა!
ამ საქციელით ხელისუფლება კი არა, სახელმწიფო გამოიწვია და რას ფიქრობს, სახელმწიფო ამ დროს სისუსტეს გამოიჩენს და არ დააპატიმრებს?!
სად, რომელ ქვეყანაში ხდება ან მოხდება მსგავსი ალამუთელობა?! ამას ვინ მოითმენს?!
რასაკვირველია, დააპატიმრებენ!
რაც მალე, მით უკეთესი!
და აქ არაფერ შუაშია პარლამენტში შესვლა-არშესვლა!
არც გავრილოვი თუ ვოროშილოვია შუაში!
სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ვლაპარაკობ!
არ ეთანხმები სასამართლოს გადაწყვეტილებას? ამისთვის არსებობს გასაჩივრების წესი და ვადები! რას ჰქვია, პარტიის ოფისში შეიმალები?!
და რა მერე, სახელმწიფო დაელოდება, შენ როდის ინებებ სასამართლოს გადაწყვეტილების დამორჩილებას?!
არ დამორჩილდები და დაგიმორჩილებენ!
სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება!
და მას ამ უფლებას კანონი ანიჭებს!
შენ ვინ ხარ, მელია ხარ, ლომია ხარ, ვეფხვია ხარ თუ მგელიკა ხარ, შენ ვინ ხარ, რომ კანონზე და სასამართლოზე მაღლა დაიყენო თავი?!
ვიმეორებ: მნიშვნელობა არ აქვს, რას ედავება პროკურატურა! მნიშვნელობა არ აქვს, რა საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება სასამართლომ!
მთავარია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო!
და ეს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს!
მორჩით მასკარადს და დავა სასამართლო დარბაზებში გადაიტანეთ!
სხვა გზა და სხვა ხსნა არ არსებობს!
ეს ჩვენი საქართველო თქვენი... ცირკი არ არის!