ვაქცინაციაა ერთადერთი გზა პანდემიის დასასრულებლადო და ამ ვაქცინას, რაც ჩვენთან შემოვიდა, როგორც ჩანს ის ეფექტი აქვს, რომ ადვილად გადაგაქვს და ჰოსპიტალიზაცია არ გჭირდება, თორემ დაინფიცირებისგან და გავრცელებისგან დაცვის გარანტიას არ გაძლევს.
შესაბამისად ეს ვაქცინა პირველ რიგში ასაკის და ქრონიკული დაავადებების გამო მაღალი რისკ-ჯგუფში მყოფ ხალხს უნდა ჩაუტარდეთ, დაინფიცირების შემთხვევაში მათი ჰოსპიტალიზაცია რომ არ გახდეს საჭირო და არ ემსხვერპლონ ვირუსს...
ჯანმრთელი ადამიანების აცრის აზრს ვერ ვხედავ, თუნდაც ექიმების, თუ მაინც შეიძლება იყონ ვირუსის გამავრცელებლები.
ფბ-ზეც მიდის არასწორი პროპაგანდა, აიცრება ექიმი და შეგიძლიათ მშვიდად მიხვიდეთ კონსულტაციაზეო.
გვაY-ევებენ და ეგ იწვევს უკურეაქციას.
ექიმმა რომ დღეს ვაქცინაცია ჩაიტარა, არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ვირუსის გამავრცელებელი არ იქნება.
ის შედეგიც, რა შედეგიც ვაქცინას მოაქვს, ვაქცინაციიდან გარკვეული დროის, ერთი ან რამდენიმე თვის შემდეგ დგება...
ავიწყდება ხალხს რომ 21-ე საუკუნეა, ყველასთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია და ხალხის დაბოლება აღარაა მარტივი...
თუნდაც ასეთ ვაქცინაციასაც, რომელიც რისკის ჯგუფში მყოფებს მდგომარეობის გაუარესების რისკს უმცირებს, მივესალმები.
მაგრამ ეს კომერციულად შემოტანა და დაბალი რისკის ჯგუფში მყოფებისთვის შეტენვა და იმის დაჯერება, ვირუსისგან დაგიცავსო, უფრო თავისუფლები იქნებითო, თამამად ჩაეხუტებით ერთმანეთსო და ა.შ... გამაღიზიანებელია.
გამაღიზიანებელია გამყრელიძის კიდევ ერთი დაბოლება, ვინც ვაქცინაციას ჩაიტარებს, ორენოვანი ცნობა გადაეცემაო

და რა ძალა აქვს მაგ ცნობას.
პირბადე აღარ უნდა გეკეთოს, კომენდანტის საათი თუ შეზღუდვები აღარ გეხება, სოციალური დისტანციის დაცვის რეკომენდაცია აღარ გაქვს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ამ ცნობით ტესტის გარეშე გიშვებენ თუ რა...
ამ კომერციულად ვაქცინის შემოტანაში რა თქმა უნდა მაგის ინტერესებიცაა, ოჯახიანად სერიოზულ ბიზნესშია ტიპი...
სანამ ყველა მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი არ აიცრება, არ უნდა გადაუხადოს არავინ ფული ვაქცინაციაში კომერციულად შემომტანებს.
მერე უკვე ვნახოთ, ვისთვისაც აუცილებლობას არ წარმოადგენს, იყოს ფასიანი და ყველამ თვითონ გადაწყვიტოს.
ამ მონაცემებით ვიღაც ფულიან ტიპს შეუძლია გადაიხადოს 250 ლარი და ჩაიტაროს ვაქცინაცია, რომელიც დიდ არაფერ შედეგს არ იძლევა არც პირადი ჯანმრთელობის და არ არც ეპიდსიტუაციისთვის და ვიღაც მოხუცთა თავშესაფარში ან სახლში მჯდომ პენსიონერს ან რომელიმე ქრონიკული დაავადების მქონეს არ შეუძლია გაკეთება, რადგან რიგი არ უწევს და სახელმწიფომ ვერ შემოიტანა ჯერ საკმარისი ვაქცინა.
კერძო ტიპს თუ შემოაქვს ვაქცინა და 100 ან 200%-იანი ფასნამატით ყიდის, იმავე დილერისგან ვერ იყიდა სახელმწიფომ რისკის ჯგუფში მყოფი საკუთარი მოქალაქეებისთვის?
და ეხლა დგანან და 25 წლის ან უფრო ასაკოვან, მაგრამ ჯანმრთელ ექიმებს ამუნათებენ, რატო არ იცრებიანო.
ექიმები არიან, მეტი ინფორმაცია აქვთ და იციან რომ ეგ ვაქცინა არ არის იმის გარანტია რომ ვირუსისგანმ დაცულები იქნებიან და თვითონ არ გაავრცელებენ და ვიღაცის პიარკამპანიისთვის რატო გაიკეთონ.
ანტივაქსერებიო და არანაირად არ არის ეგ ხალხი ანტივაქსერი.
არაფერს ჩიპებს თუ 5G-ებს არ არიან აყოლილები და მაგის გამო არ ამბობენ უარს.
აი ვინც იცრება, იმათგან კი არის ზოგი ვითომ ძაან აზრზე მოსული და ვაქცინის გაკეთება მარტო "ბნელი არ ვარ" მესიჯით თავმომწონეობაა...
პ.ს. იმნაძეს ჩემი ასაკის შვილები ყავს და მაინტერესებს თუ აიცრებიან

საერთო სანაცნობო მყავს და უნდა გავიგო ერთი.
არ არიან ექიმები და არ ეკუთვნითო, არაა არგუმენტი.
არ უჭირთ 250 ლარი და მართლა საჭირო რო იყოს, გადაიხდიან კომერციულ შემომტანებთან.
კიდე ერთი ჩემი ნაცნობი საკმაოდ შეძლებული ადამიანი ქოთქოთებდა დღეს, რა პონტში არ იცრება ხალხიო.
კომერციულად ერთ-ერთი შემომტანია (თან თავმომწონეობდა, ჩვენი კლიენტები ყველაზე დაცულებიო და რამე)...
და ვიღაცამ უთხრა მე ხვალ ვიცრები და შენ თუ იცრებიო და არ ვარ მე ექიმი, არ მეკუთვნისო.
თუ მასე აუცილებელია ეპიდემიის შეჩერებისთვის, ჩაიტაროს თვითონაც ვაქცინაცია.
კომერციულად შემოტანილი პირველი მინიმუმ 10 ვაქცინიდან ერთზე მაინც რომ მიუწვდება ხელი, მაგაზე შემიძლია თავი დავდო...
მოკლედ ეგაა რა, ბიზნესი და ფულის კეთების საშუალებაა პანდემია ჩვენთან...
This post has been edited by Frankens†ein on 16 Mar 2021, 17:07
Mens sana in corpore sano...