#57565614 · 25 Feb 2021, 11:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ინერვიულოთ, მელიას დაპატიმრებიდან მალევე დაუკავშირდნენ ოჯახს და შეატყობინეს, სად და როგორ პირობებში გადაიყვანეს მათი შვილი; ადვოკატებმაც მალევე მოინახულეს. არ დასჭირვებიათ ოჯახს, ადვოკატებს და მეგობრებს (როგორც ჩვენ გვჭირდებოდა მელიას პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს) დღეების განმავლობაში ძებნა, პირადი არხებით რკვევა, სადაა ადამიანი, ცოცხალია თუ არა, რა დონეზე სცემეს და აწამეს პოლიციაში, ციხეში.... არც კობა დავითაშვილივით დაუმტვრევიათ ძვლებში სასიკვდილოდ და გაუტაციათ თბილისიდან 100 კილომეტრით დაშორებულ დახურულ ჰოსპიტალში, არც გია მაისაშვილივით დაუჭრიათ შუბლში საბედისწეროდ... არ ინერვიულოთ, თმის ღერი არ ჩამოვარდნია, გაივლის ინსტანციებს და გამოვა ცოტა ხანში უფრო გაპუტკუნებული, არა მოლაშვილივით სასიკვდილოდ ნაწამები...
|