#57580009 · 28 Feb 2021, 22:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (შავლეგა @ 24 Feb 2021, 13:03 ) | ჩვენი მიწა არ იძლევა საათ სამუშაოში 9 ევროს.
უფრო სწორად, ჩვენი აგროკომპლექსი, დანაწევრებული მიწის ნაკვეთები, ძირითადი საშუალებები, საბრუნავი მასალები, აგრონომების ცოდნა და გამოცდილება, შესაბამისად - მოწეული ნაყოფი.
თორემ მიწა არ არის ცუდი.
და კიდევ, ცოცხალი თავით არ უნდა საზოგადოების დიდ ნაწილს მიწების გამსხვილება, სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაცია და ურბანიზაცია მოხდეს, უკან ერეკებიან ხალხს სოფლებში სადაც ისედაც ჭარბი სამუშაო ძალაა ყველანაირი სტანდარტით.
ქართველობას და გლეხის დაკოჟრილ ხელებს გვართმევენ |
+1
შრომა მიდის იქ სადაც პროდუქტიულია. თუ გერმანიაში იგივე შრომა მოიტანს x10 და შესაბამისად ანაზღაურდება, იქ მიდის ფერმერი, მიუხედავად ეროვნებისა.
პროდუქტიულ შრომას ბერი გარემოებები ჭირდება: კაპიტალი, ტექნოლოგია, ნედლეული, გამოცდილი შრომა, ჯიშები, გასაღება და დისტრიბუცია, სატრანსპორტ ინფრასტრუქტურა, საბაზრო ინფრასტრუქტურა რომელსაც შეუძლია დააზღვიოს ამინდის და ფასის ცვალებადობა, ბაზრის ჩამოყალიბებული მოთხოვნა გემოვნებით და მოცულობით. ამ ყველაფერის ორგანიზება დამოუკიდებლად არც მთავრობას შეუძლია და არც ფერმერს. ამ ყველაფერს საკმაოდ დრო ჭირდება და იქ სადაც ეს ყველაფერი არის, ამას ათწლეულები აშენებდნენ.
გამოსავალი არის გამოცდილების გაზიარება, ტექნოლოგიის და ორგანიზაციის იმპორტი, რასაც ბიძგი უნდა მისცეს ფასების სხვაობამ: იაფი მუშახელი, იაფი რესურსები (მიწა). ასევე მნიშვნელოვანია სტაბილური პოლიტიკური და მაკროეკონომიკური გარემო, მეწარმეობის ხელშემწყობი კანონმდებლობა, საიმედო სახელშეკრულებო სამართალი კოდით და აღსრულებით. ანუ: არ დავიზაფროთ გამოცდილი უცხოელების შემოსვლით, მიწის იჯარით გაცემით, ვიმუშაოთ სასამართლო რეფორმაზე, სამოქალაქო აქტივობა მშვიდობიანი ფორმებით, მეტი საკლასო ოთახი და თოხი.
მანამდე კი გაძლებაც ყოფის ნაწილია. საშოვარისათვის შრომა იქ სადაც პროდუცტიულია, ანუ გერმანიაში.
--------------------
Nobody will expel us from paradise which Cantor created for us. მე და ჯასტიმ ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ. [IMG]http://images.amazon.com/images/P/B00006L92F.01.LZZZZZZZ.jpg[/IMG] - მითი -
|