Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
25 თებერვალი
, 25 სისხლიანი ამბავი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Krusty_the_Clown
Wise member
ჯგუფი: Members
Krusty_the_Clown
Wise member
ჯგუფი: Members
წერილები: 6726
წევრი No.: 200823
რეგისტრ.: 9-April 15
#57566602
· 25 Feb 2021, 15:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
25 თებერვალი
100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, ორკვირიანი ბრძოლების შემდეგ წითელი არმიის მიერ თბილისის დაკავებით დაიწყო საქართველოს ოკუპაციის სისხლიანი ისტორია, რომელიც ბოლომდე დღესაც არ დასრულებულა. ოკუპაცია ახლაც ისევე კლავს ადამიანებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორც კლავდა 100 წლის წინ. ოკუპაციის ისტორია სხვა არც არაფერია, თუ არა ამ სისხლიანი ეპიზოდების (1921, 1924, 1937, 1956, 1989, 2008...) ჯერ-ჯერობით უწყვეტი ჯაჭვი.
100 წლის წინ, საქართველოს ოკუპაციასა და გაწითლებას, სამხედროების გარდა,მრავლად შეეწირა მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები და ბავშვები.
ჩვენ ოკუპაციის 25 ამბავს გავიხსენებთ.
მარო მაყაშვილი
როცა თბილისის გარშემო „ზარბაზნები ახმაურდნენ“, მარო მაყაშვილი 19 წლის იყო.
„1921 წლის 17 თებერვალს იგი ჩაეწერა „წითელ ჯვარში“ მოწყალების დად. იმავე დღეს სანიტარულ რაზმთან ერთად წავიდა კოჯრისკენ. 19 თებერვალს, საღამოს, მის გვერდით გამსკდარმა ყუმბარამ არც კი დააცალა უკანასკნელი სალამი ეთქვა სამშობლოსა და მშობელთათვის“, - იხსენებდა წლების შემდეგ მაროს მამა, პოეტი კოტე მაყაშვილი, - „იქ უნდა ვიყვე, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთაო“.
მარო მაყაშვილის გადაწყვეტილება მოხალისედ წასულიყო ფრონტზე, არ ყოფილა სპონტანური. სამშობლოსა და მის თავისუფლებაზე ზრუნვით არის გაჟღენთილი დღიური, რომელსაც მარო ბოლო წლების განმავლობაში აწარმოებდა:
„დღეს შესრულდა ნახევარი წელიწადი, რაც საქართველოს თავისუფლება აღიარეს. მთელმა ქართველობამ თბილისისა თავი შეიყარა სასახლის წინ. აქ მოხდა „პარადი“. ყოველი ქართველი გრძნობდა თავს თავისუფლად. აღტაცების ღიმილი უკრთოდა ყოველს და თითქოს ეს ეწერათ - „ოჰ, ძლივს გვეღირსა, გვეღირსა! გვეღირსა!“. არა, ნუ ვჩქარობთ, მტერი გარშემო გვყავს და გვითვალთვალებს“.
19 წლის მოხალისე - მოწყალების და მარო მაყაშვილი ფრონტის ხაზზე 19 თებერვალს მოკლეს.
შალვა ერისთავი
„ამ ბრძოლაში იუნკრების რაინდობისა და მისი დიადი სილამაზის სამარადისო სიმბოლურ სურათად დარჩება ტყვიამფრქვევზე მწოლიარე, განგმირული შალვა ერისთავი“,- წერდა სამხედრო სკოლის მეთაური პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე.
იუნკრები შალვა ერისთავი და იოსებ ჯანდიერი 24 თებერვალს დაიღუპნენ, როცა იერშზე გადასულ თბილისის დამცველებს ოკუპანტებმა გორაკზე დადგმული „მაქსიმის“ ტყვიამფრქვევიდან გაუხსნეს ცეცხლი . საჭირო გახდა ტყვიამფრქვევის გაუვნებელყოფა. შალვა ერისთავმა, რომელიც ფეხბურთელი იყო, სწრაფად გადაირბინა მანძილი ტყვამფრქვევამდე, ხიშტით მოკლა მემიზნე ოფიცერი და სხეულით კი გადაეფარა ტყვიამფრქვევს, რამაც თანამებრძოლებს შეტევაზე გადასვლის საშუალება მისცა.
1921 წლისათვის იუნკერთა სამხედრო სკოლაში 183 მოსწავლე ირიცხებოდა, მათგან 166 თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორში, კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში, იბრძოდა. ოკუპანტების წინააღმდეგ ომში დაიჭრა 43 იუნკერი, დაიღუპა 9: ალექსანდრე ახვლედიანი პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, იოსებ და ილია ჯანდიერები.
ალექსანდრე ჩხეიძე
„დიდი ენერგია გამოუჩენია პოლკოვნიკ ჩხეიძეს, რომლის თავგანწირულ და გმირულ მოქმედებას მეტად წაუხალისებია იუნკერები და ისეთი ენთუზიაზმი გამოუწვევია მათში, რომ ერთბაში „ვაშას“ და „გაუმარჯოს საქართველოს“ ძახილით განდევნეს შემოჭრილი ბალშევიკების ბანდები“, - წერდა 1920 წლის 4 მაისს გამოსული „საქართველოს რესპუბლიკა“.
პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ გადამწყვეტი როლი ითამაშა კადეტთა სასწავლებელზე ბოლშევიკების თავდასხმის მოგერიებაში ჯერ კიდევ 1920 წლის 2 მაისის ღამით.
ეს თავდასხმა დიდი გეგმის ნაწილი იყო და ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობის დამხობას.
1921 წლის თებერვალში კოჯორთან გამაგრებულმა კადეტთა სკოლის დანაყოფებმა ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით მოიგერიეს წითელი არმიის ყველა შეტევა. სწორედ ალექსანდრე ჩხეიძემ გადააფიქრებინა კრიტიკულ სიტუაციაში მყოფ გენერალ ანდრონიკაშვილს უკან დახევა და შეანარჩუნებინა ყველა პოზიცია.
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ალექსანდრე ჩხეიძე პოლონეთის ჯარში მსახურობდა - ჯერ პოლკის მეთაურთა სამხედრო სასწავლებელში, შემდეგ კი პოზნანის მე-14 ქვეითი დივიზიის მეთაურად.
პოლონეთში სამხედრო სამსახურს გადიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 81 მოქალაქე, რომელთა შორის იყო 6 გენერალი, 35 უფროსი ოფიცერი და 46 იუნკერი.
სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ჩხეიძე ცხოვრობდა ლვოვში, სადაც 1939 წელს, წითელი არმიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის დროს, დააპატიმრა НКВД-მ როგორც „ხალხის მტერი“.
ალექსანდრე ჩხეიძეს წაუყენეს ბრალდება: „საქართველოს არმიაში სამსახური, წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლა, ვარშავის ქართული კომიტეტის წევრობა და პოლონეთის არმიაში სამსახური“.
დახვრიტეს 1941 წლის ზამთარში.
კოტე აფხაზი
„ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“- ეს სიტყვები სიკვდილის წინ, 1923 წლის 21 მაისს, დილის 4 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ჩეკისტების მიერ დახვრიტილმა გენერალმა. კოტე აფხაზმა,თქვა.
ილია ჭავჭავაძის დისშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტის თავმჯდომარე და ქართული ეროვნული არმიის ერთ-ერთი შემქმნელი, კოტე აფხაზი ხელმძღვანელობდა „სამხედრო ცენტრს“, რომელიც აქტიურად მუშაობდა საქართველოს გათავისუფლებისა და საერთო სახალხო აჯანყების გეგმაზე. ცენტრმა ასევე შეიმუშავა მთიულეთის აჯანყების გეგმა: მთიულეთში შეტყუებული წითელი არმიის ნაწილები იქ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის მებრძოლებს უნდა გაენადგურებინა.
1923 წლის 19 მაისს საქართველოს საგანგებო კომისიისა და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის კოლეგიების ერთობლივმა სხდომამ, რომელსაც ესწრებოდნენ ეპიფანე კვანტალიანი, ლავრენტი ბერია, მამია ორახელაშვილი და შალვა ელიავა, „სამხედრო ცენტრის“ წევრებს „დაუმტკიცა“ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა, ბანდიტური მოძრაობის შექმნა და ანტანტის სასარგებლოდ შპიონაჟი და სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა, შეუფარდა.
1923 წლის 21 მაისს გენერალ კოტე აფხაზთან ერთად დახვრიტეს ცენტრის კიდევ 14 წევრი:
გენერალური შტაბის წევრი გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
გენერალი ვარდენ წულუკიძე
პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი
პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი
პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი
პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი
პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი
როტმისტრი სიმონიკა ბაგრატიონ-მუხრანელი
როტმისტრი ფარნაოზ ყარალაშვილი
ლეიტენანტი ლევან (ლელო) კლიმიაშვილი
სამხედრო მოხელე ნიკოლოზ ზანდუკელი
იასონ კერესელიძე
სიმონ ჭიაბრიშვილი
ივანე ქუთათელაძე
ლევან რაზიკაშვილი
"ვაჟას შვილი კი არა, თვით ვაჟა რომ იყოს ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდიო"-ასე უპასუხა სერგო ორჯონიკიძემ ქართველი მწერლების თხოვნას შეეწყალებინა დიდი მწერლის შვილი.
„1923 წლის 16 თებერვალს, 02.00 საათზე, სისრულეში იქნა მოყვანილი სასიკვდილო განაჩენი „დახვრეტა“ ქვემოთ დასახელებულ განსასჯელებზე...“ ვკითხულობთ შს სამინისტროს არქივის ერთ-ერთ საქმეში ჩართულ დოკუმენტში, სადაც დასახვრეტთა ჩამონათვალში პირველ ნომრად დასახელებულია „რაზიკაშვილი ლევან ლუკას ძე, 35 წლისა“.
ლევან რაზიკაშვილის გათავისუფლებას მთელი ფშავი ითხოვდა, თუმცა მას ვერც ამ გარემოებამ უშველა და ვერც ვაჟა-ფშაველას შვილობამ. განაჩენის სისრულეში მოყვანის შემდეგ საქართველოს საგანგებო კომისიის კომენდანტმა „ყურადღებიანი დათვალიერების შემდეგ ცხედრები დაფლა მიწაში დახვრეტის ადგილას".
ლევან რაზიკაშვილს, ფშავის მილიციის უფროსს, ბრალი ედებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმთან თანამშრომლობასა და აჯანყების მომზადებაში. გამოძიების მიხედვით, „ერთ-ერთი შეტაკების დროს ლევან რაზიკაშვილი "დანებდა" ჩოლოყაშვილის რაზმს, რომლის წევრებთანაც რამდენიმე დღე დაყო. ირკვევა, რომ ჩოლოყაშვილმა ძველ მეგობარს (თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ქაქუცა და ლევანი ერთ მერხს უსხდნენ) რაზმის წევრები გააცნო და დავალებაც მისცა: მოემზადებინა ფშავლები და როცა წითელი ჯარები ხევსურეთისკენ წავიდოდნენ, მათთვის ზურგში დაერტყათ. მართალია, რაზიკაშვილმა ეს დავალება არ შეასრულა, მაგრამ მოგვიანებით ჩოლოყაშვილმა რაზიკაშვილის ხელშეწყობით შეძლო ალყიდან თავის დაღწევა და მიმალვა“.
ვალიკო ჯუღელი
“ქვეყნის დაცვა და განმტკიცება დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ყველამ უნდა გაიღოს ეს მსხვერპლი, ვისაც რით შეუძლია, - ქონებით, შრომით, სისხლით, - და გამარჯვება ჩვენი იქნება ისე, როგორც ყოველთვის“, - ამბობდა 1921 წლის 17 თებერვალს ოკუპანტებთან ბრძოლაში ჩაბმული გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი.
1924 წლის 6 აგვისტოს, 10.35 სთ-ზე, საგანგებო კომისიამ (ЧК) ის დააპატიმრა თბილისში, როდესაც ის მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბორნით საბურთალოში გადადიოდა პარტიულ კრებაზე დასასწრებად. დაპატიმრების დროს ჯუღელს ჯიბეში აღმოაჩნდა ორი რევოლვერი სავსე ვაზნებით.
„ვალიკო ჯუღელი ბოლო ხანებში ოფიცრად მსახურობდა საფრანგეთის ჯარში და ამჟამად იგი ჩამოსული იყო თავისი ბნელი და ყაჩაღური განზრახვების გასაგრძელებლად“,- წერდა საოკუპაციო რეჟიმის პრესა და „ბნელ და ყაჩაღურ განზრახვებში“ გულისხმობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებას.
სახალხო გვარდიის ლეგენდარული სარდალი ვალიკო ჯუღელი 1924 წლის მაისში საფრანგეთიდან დაბრუნდა პირველი რესპუბლიკის სხვა გამორჩეულ მოღვაწეებთან - ბენია ჩხიკვიშვილთან, ვასო ნოდიასთან, ვლასა მგელაძესთან, გრიგოლ ცინცაბაძესა და ბიქტორ ცენტერაძესთან ერთად.
ვალიკო ჯუღელი თბილისში დახვრიტეს პირველივე ნაკადში, როგორც კი 1924 წლის 28 აგვისტოს აჯანყება დაიწყო.
ჯუღელის ბედი გაიზიარა ბევრმა პოლიტიკურმა ლიდერმა, მათ შორის დამფუძნებელი კრების წევრებმა: გაბრიელ ცისკარიშვილმა, ვასალ გურჯუამ, ილია კოპალეიშვილმა, სარდიონ თევზაძემ, გოგიტა ფაღავამ, ვასო ცაბაძემ, ვასილ ნოდიამ, ალექსანდრე ჩიქავამ.
ბენია ჩხიკვიშვილი
“ვისაც აქვს თოფ-იარაღი და ხმარება არ შეუძლია, გადაეცით მთავრობას. ერთი ვაზნაც არ დაიტოვოთ სახლში. ყველაფერი ფრონტს, ყველაფერი თავდაცვას უნდა მოხმარდეს! სიმშვიდე, წესიერება, ერთსულოვნება და გაბედულება - აი, რა გვიხსნის ჩვენ საბოლოოთ და რას უნდა ემსახურებოდეს ყველა მოქალაქე. ესაა ჩვენი ყველასი ვალდებულება დემოკრატიული, დამოუკიდებელი და თავისუფალი სამშობლოს წინაშე”, მოუწოდებდა ხალხს აღმოსავლეთ საქართველოს გენ. გუბერნატორი ჩხიკვიშვილი 1921 წლის 19 თებერვალს, როცა მე-11 წითელი არმიათ თბილისს უტევდა.
1924 წლის 28 აგვისტოს აჯანყების დაწყების შემდეგ, 30 აგვისტოს, სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ОГПУ) თავმჯდომარემ, ფელიქს ძერჟინსკიმ, გადასახლებაში მყოფ საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერთა დახვრეტის სანქცია გასცა.
ბენია ჩხიკვიშვილი, ნოე ხომერიკი, გოგიტა ფაღავა, ვასილ ნოდია და გიორგი წინამძღვრიშვილი დახვრიტეს სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას გაურკვეველ სადგურზე.
გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, დამფუძნებელი კრების წევრი, ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი, სოხუმის მერი, თბილისის არჩეული თავკაცი, შს მინისტრის მოადგილე, 1921 წლის თებრვალში აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორი - ბენია ჩხიკვიშვილი და წინააღმდეგობის მოძრაობის სხვა ლიდერები 1924 წელს ოკუპანტებთან ბრძოლის გასაგრძელებლად დაბრუნდნენ საფრანგეთიდან და რამდენიმე ათას თანამემამულესთან ერთად თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას.
უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა 1924 წლის აჯანყების დამარცხების პირველ დღეებში - 1, 2, 3 სექტემბერს: ჩეკას შენობიდან და მეტეხის ციხიდან ასობით ადამიანი გაჰყავდათ და საბურთალოზე ხვრეტდნენ.
საბჭოთა ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა შორაპნის მაზრის შემორიგებულ მეამბოხეებსა და იარაღაყრილ ხალხს, რომლებიც მოტყუებით, ვითომ დასაკითხად ქუთაისში გადაყვანის მიზნით, საქონლის მატარებელში (5 ვაგონში) ჩასხეს. ბოლშევიკებმა შუა გზაში, ზესტაფონის სოფელ არგვეთასთან, სადაც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული ორმო, გააჩერეს მატარებლის შემადგენლობა და ტყვიამფრქვევებით დახოცეს ხალხი, მათ შორის უმეტესი ნაწილი დაკეტილ ვაგონებში.
„1924 წლის აგვისტოს აჯანყებამ აჩვენა, რომ ქართველ ხალხს სურს თვით იყოს თავისი მმართველი, თავისი ბატონი, ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო და ის თავისი საჭიროებისამებრ მოაწყოს“, - წერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უცხოეთში წასული მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანია, აჯანყების ერთი წლის თავზე.
დეკანოზი გიორგი ინაშვილი
„მაშინ, როდესაც მე დავდექი ფაქტის წინაშე, რომ საქართველოში შემოვიდა რუსული ჯარი, ჩემში ითამაშა ეროვნულმა გრძნობამ... მე აგიტაციას ვეწეოდი მრევლის წინაშე, როგორც ნაციონალისტი და კიდევ იმიტომ, რომ ეკლესიის შესახებ არსებული კანონები ჩვენთვის მიუღებელია…ამასთან ერთად, ჩვენ, სასულიერო პირებს, გვდევნიან, განსაკუთრებით კომკავშირლები”-დეკანოზ გიორგი ინაშვილის ეს ჩვენება საქართველოს შს სამინისტროს არქივშია შემონახულია. დეკანოზმა ჩვენება დახვრეტამდე მისცა საგანგებო სამეულს (“ტროიკა”).
1924 წლის 1 სექტემბერს სოფელ სართიჭალაში საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხში მონაწილეობისთვის ბოლშევიკებმა 15 ადამიანი დახვრიტეს. დახვრეტილთა შორის იყო სამი სასულიერო პირი: მარტყოფის ეკლესიის მოძღვარი ივანე თუშმალაშვილი, ნორიოს ეკლესიის მოძღვარი გიორგი მაცუკაძე და ახალსოფლის ეკლესიის მოძღვარი, დეკანოზი გიორგი ინაშვილი. საგანგებო სამეულმა მათ ბრალი წაუყენა 1924 წლის აგვისტოს ამბოხების იდეოლოგიურ მომზადებაში, საბჭოთა ხელისუფლების დამხობის აგიტაციასა და მრევლის წაქეზებაში.
1925 წლის 5 სექტემბერს თელავში, გიგოს გორაზე, დახვრიტეს 20-მდე კაცი, რომლებიც ბოლშევიკებმა 30 აგვიტოს აწყურელი აზნაურის, საშა გამყრელიძისა, და ნინო რცხილაძის ქორწილში დააპატიმრეს.
მკვლელებს წინასწარ გათხრილ ხაროს პირზე მოწყობილი ჰქონდათ ბაქანი. როდესაც სიკვდილმისჯილს ტყვიას დაახლიდნენ, მისი ცხედარი ამ ბაქნიდან პირდაპირ ორმოში ვარდებოდა.
გიგოს გორაზე დახვრეტილთა შორის იყო მღვდელი იოსებ დალაქიშვილიც, ჩოლოყაანთ კარის მღვდელმსახური, შეფიცულთა რაზმის მეთაურისა და 1924 წლის აჯანყების ერთ- ერთი მოთავის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, მოძღვარი. როგორც გადმოცემით ცნობილია, დახვრეტილებს სიკვდილსაც კი არ აცლიდნენ, ცოცხლად აყრიდნენ მიწას და მარხავდნენ.
იოსებ დალაქიშვილის შვილმა, კოლა დალაქიშვილმა, რომელიც თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტთაგანი იყო, მამის ცხედრის ფარულად წამოსვენება და ქრისტიანულად დაკრძალვა გადაწყვიტა, რაც ძალზე სახიფათო იყო. შვილმა მამის ცხედრის დასამალად თიხის მოზრდილი თონე შეიძინა და შუაღამისას სოფელ ფშავლიდან გიგოს გორისკენ ურმით გასწია. როგორც ამბობენ, გვამი, რომელიც ჯვრითა და ანაფორით ამოიცნო, გაშეშებული დახვდა და რომ დაესვენებინა, ცხედრის შუაზე გადაჭრა მოუხდა.
მღვდელი იოსებ დალაქიშვილი დაასაფლავეს ღამით საკუთარი სახლის ეზოში. კუბოს ნაცვლად ფუტკრის სკებისგან შეკოწიწებულ სათავსში ჩაასვენეს და ეჭვი რომ არ მიეტანათ, ზედ ბზის ბუჩქები დარგეს.
იოსებ დალაქიშვილის, ივანე თუშმალაშვილის, გიორგი მაცუკაძისა და გიორგი ინაშვილის ბედი გაიზიარა ათეულობით სასულიერო პირმა, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციას ემსხვერპლნენ. ცოცხლებს დევნიდნენ და ღვთისმსახურებას უკრძალავდნენ. ცნობილია, რომ მარტო 1923 წლის განმავლობაში წითელმა ოკუპანტებმა, ჯამში, 1212 ეკლესია დახურეს.
დიმიტრი თარხან-მოურავი
“საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ქალმა, რომელსაც კიდევ ორი შვილი ჰყავდა (9 და 11 წლის გოგოები), თავი არ დაზოგა და უდიდესი რისკის ფასად გადაარჩინა დასახვრეტად გამზადებული, თხრილში მუხლებზე დაყენებული არასრულწლოვანი შვილი. როგორც იტყვიან, სულზე მიუსწრო. უკვე გამზადებული ჰყავდათ, თვალებიც კი ახვეული ჰქონია“- იხსნებს პირველი ქართველი ლოტბარი ქალის და „ქართული სიმღერის დედის“, მარო თარხნიშვილის შვილიშვილი, მარიკა კვალიაშვილი.
მარო თარხნიშვილმა მაშინ შეძლო შეწყალების დოკუმენტის მოპოვება მისი და დიმიტრი თარხან-მოურავის შვილი, 15 წლის ივანე დახვრეტას გადაარჩინა.
ქმარი ვერ გადაარჩინა. დიმიტრი თარხან-მოურავი 1924 წლის აჯანყების შემდეგ დახვრიტეს, როგორც ყოფილი მემამულე.
მარო თარხნიშვილმა მოგვიანებით მოგონებები დაწერა. 1924 წლის ამბების მოყოლა ვერ გაბედა. სამაგიეროდ, გაიხსენა საქართველოს დამოუკიდებლობის ბედნიერი წლები:
,,დუხავოი“ ორკესტრზედ ლეკური ითამაშა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, დამიკრა თავი, არ გამოვიდა უარი. როგორც ერთი წრე შემოვუარეთ მთლიანად, ჯარის უფროსმა ჩამოართვა ჩემი თავი. გავიარეთ ერთი წრე და მე დავამთავრე. თან მახლდა მეუღლე, დიმიტრი ზაალის ძე თარხან-მოურავი. შეიკრა შუბლი, იეჭვიანა ნამდვილათ და ძალიან უსიამოვნოთ გახდა, რამაც ჩემზედ იმოქმედა. ასე ჩუმად ჩავატარეთ ის წყენა და სახლში მშვიდათ დავბრუნდით“.
ოკუპანტები მხოლოდ აჯანყებულებს არ ერჩოდნენ. მიზანმიმართულად ანადგურებდნენ სამხედროებსა და თავადაზნაურობის წარმომადგენლებს.
1924 წლის 21 მაისს გამოსული „კომუნისტი“ წერდა: „თქვენ იცით, ამხანაგებო, რომ საქართველოში 6 % თავადაზნაურობაა. ეს არაჩვეულებრივი პროცენტია, რომელიც არც ერთ ქვეყანაში არ არის. ჩვენ უნდა შევამციროთ საქართველოში თავადაზნაურობის პროცენტი. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ჩვენი საბჭოთა ბოლშევიკური იარაღი არ ბლაგვდება და არ ტყდება“... „ვინაიდან ჩვენს წინაშეა საბჭოთა საქართველოში ეს მრისხანე ციფრი 120-130 ათასი თავადაზნაურობისა, 7 000 მეფის ოფიცრობისა, არა ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ეს საწვავი მასალა არ აალდება ხელახლა“.
ნოე რამიშვილი
„ამოვედით „პლასე დე იტალი“-ზე და „გობლენის“ ქუჩას დავყევით“, იხსენებს სანდრო მენაღარიშვილი 1930 წლის 7 დეკემბრის, შუადღეს, როდესაც ის და ნოე რამიშვილი პარიზის ქუჩებს მიუყვებოდნენ - „ნოე მარჯვნივ მომყობა. როდესაც გავუსწორდით მე- 13 უბნის თვითმმართველობასთან აგებულ ჯებირებს, ნოე მეკითხება: სანდრო, რას ფიქრობ საქართველოში მუშაობის შესახებ? ... და უცებ ორჯერ გავარდა რევოლვერი. ხალხი დაფრთხა და ჩვენს ირგვლივ ქუჩა დაცარიელდა... ვხედავ, ნახევარი მეტრის მანძილზე რევოლვერით ჭანუყვაძეს“. სანდრო მენაღარიშვილი 1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში მომხდარ მკვლელობაზე.
პარმენ ჭანუყვაძემ სანდრო მენაღარიშვილიც დაჭრა, თუმცა ამ უკანასკნელმა მოასწრო რევოლვერიანი ხელის დაჭერა და ბრძოლაში თავდამსხმელის განიარაღება. გასისხლიანებული, ცხვირპირდამტვრეული პარმენ ჭანუყვაძე პოლიციაში წაიყვანა.
ნოე რამიშვილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამორჩეული ლიდერი, მთავრობის პირველი თავმჯდომარე, შინაგან, თავდაცვისა და განათლების მინისტრი 1930 წლის 14 დეკემბერს პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე, დაკრძალეს.
„თუ ნოე ჟორდანია იყო ტვინი ჩვენი მოძრაობისა, ნოე რამიშვილი იყო ხერხემალი, რკინის ნების სიმბოლო და შეუდარებელი ორგანიზატორი“, დაწერს მოგვიანებით გრიგოლ წერეთელი.
ნოე რამიშვილის დაარსებულია დამოუკიდებელი საქართველოს სპეცსამსახური - საგანგებო რაზმი, რომელიც ებრძოდა „ყოველგვარ სპეკულაციას, ძარცვა-მოპარვას, სასურსათო საწყობების დარბევას, კონტრრევოლუციას და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ და სხვაგვარ ბოროტმოქმედებას“.
ნოე რამიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული ანტისაბჭოთა მოღვაწე იყო. მისი ძალისხმევით 1921-1930 წლებში იგეგმებოდა და ხორციელდებოდა ღონისძიებები, რომლებიც მოსვენებას არ აძლევდა საბჭოთა ხელისუფლებას და მის სპეცსამსახურებს.
ლავრენტი ბერიამ 1930 წლის 11 აგვისტოს მოხსენებაში საბჭოთა კავშირის მთავრობას მოსთხოვა გამოეყო სუბსიდიები საბჭოთა საქართველოს პოლიტიკური სამმართველოსათვის ემიგრანტი ლიდერების გასანადგურებლად.
ვერც წინასწარი და ვერც სასამართლოს გამოძიების პროცესში ვერ მოიპოვეს პირდაპირი მტიცებულებები იმისა, რომ ჭანუყვაძე საბჭოთა სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა, თუმცა ფაქტია, ნოე რამიშვილი ბერიას მოხსენებიდან ოთხ თვეში მოკლეს.
1937 წელს დახვრიტეს დამფუძნებელი კრების გამორჩეული წევრი, ისიდორე რამიშვილი, რომელიც, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობის საწარმოებლად. 1921 წლის 13 ივლისს ნაძალადევის კლუბში გამართულ მიტინგზე გამოვიდა სტალინის საპასუხო სიტყვით, რის გამოც დააპატიმრეს. დახვრეტამდე ისიდორე რამიშვილი თითქმის 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობასა და გადასახლებაში.
პ. ს. მოცულობის ლიმიტის გამო, დანარჩენ გმირებს შემდეგ პოსტში დავდებ...
* * *
ლიზა ბოლქვაძე
„თამარა“, „მისკო“, „ხვარამზე“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, ლიზა (ელისაბედ) ნაკაშიძე-ბოლქვაძის პარტიული მეტსახელებია.
ლიზა ბოლქვაძე , რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობასა და გადასახლებაში 1937 წლის 22 თებერვალს კრასნოიარსკში გადასახლებაში მყოფი დახვრიტეს
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ სამშობლოში დარჩა და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში.
ის პირველად 1923 წელს დააპატიმრეს და „მენშევიკური პარტიის“ 78-კაციან ჯგუფთან ერთად გადაასახლეს ურალის მხარეში. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ტაქტიკის შეცვლისა და რეპრესიების შერბილების კამპანიის ფარგლებში, გადასახლებულთა ნაწილს, მათ შორის ლიზა ბოლქვაძეს, უფლება მისცეს დაბრუნებულიყო სამშობლოში.
ლიზა ბოლქვაძე-ნაკაშიძე 1926 წლის 22 თებერვალს, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა- მახვილაძის დაპატიმრების შემდეგ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ცკ-ისა და თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა. რამდენიმე თვეში მოაწესრიგა პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსთან კონსპირაციული კავშირები და პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარების მექანიზმი. ლიზა ბოლქვაძე საქართველოს „ჩეკამ“ დააპატიმრა 1926 წლის 29 ივნისს. 8 ივლისს დაკითხვაზე უარი თქვა მიეცა ინფორმაცია პარტიული კავშირებისა და პარტიის მდგომარეობის შესახებ, თუმცა აღიარა, რომ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ განაგრძობდა არალეგალურ ანტისაბჭოთა საქმიანობას, მაგრამ თავი დამნაშავედ არ ცნო.
ლიზა ბოლქვაძის გარდა, დამფუძნებელი კრების წევრი იყო კიდევ ოთხი ქალი: 1. მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, რომელიც იდევნებოდა 1924 წლიდან. 1936 წელს ყაზახეთში გადაასახლეს, სადაც 1950 წლადმე იყო ; 2. ელეონორა ტერ-ფარსეგოვა მახვილაძე, რომელიც ორჯერ დააპატიმრეს. გადასახლებიდან დაბრუნდა, თუმცა მალევე გარდაიცვალა 1930-იან წლებში; 3. ქრისტინე შარაშიძე ორჯერ დააპატიმრეს 1921-1922 წლებში; 4. ანა (ოლა) სოლოღაშვილი, რომელიც დახვრიტეს 1937 წელს.
ოლა სოლოღაშვილი შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში, რომელიც არალეგალურად მუშაობდა პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად; 1922 წლიდან კომიტეტი გარდაიქმნა ბოლშევიკურ საოკუპაციო რეჟიმთან მებრძოლი პარტიების ერთიან ორგანიზაციად - „საქართველოს პოლიტიკურ წითელ ჯვარად“.
1937 წლის 27 ნოემბერს განსაკუთრებულმა სამეულმა („ტროიკა“) ანა სოლოღაშვილს ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდისა და შოვინისტური განწყობების, აგრეთვე „მენშევიკთა“ ლიდერ ისიდორე რამიშვილთან კავშირის ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს მეორე დღესვე.
ვახტანგ კოტეტიშვილი
„რატომ არ ეტევიან რუსულ ქერქში? იმპერიალისტურ ზრახვებს რატომ არ სტოვებენ? იქნებ ჰგონიათ, რომ კომუნიზმის ლეღვის ფოთოლი დაჰფარავს მათ სიშიშვლეს და სოციალიზმის ატლასით დარახტულ რაშით ყველგან შეაჭენებენ რუსულ იმპერიალიზმს?“, - წერდა ვახტანგ კოტეტიშვილი, რომლისთვისაც ერთნაირად მიუღებელი იყო როგორც სადენიკინო, ასევე სალენინო რუსეთი.
ფოლკლორისტი, მწერალი და მოქანდაკე - ვახტანგ კოტეტიშვილი დახვრიტეს 1938 წლის 17 იანვარს, სამეულის („ტროიკის“) გადაწყვეტილებით.
ისტორიას შემორჩა დაპატიმრების ოქმი, რომლის მიხედვითაც, ვახტანგ კოტეტიშვილის შესახებ აგენტურულ შეტყობინებებს სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს სამძებროს მე-5 განყოფილებას აწვდიდნენ აგენტები „ნერონი“, „მოსკოვი“ და „მიხაილოვსკი“. დაპატიმრების ოქმში ასევე ვკითხულობთ:
„განწყობილი იყო ანტისაბჭოურად, პესიმისტურად, თითქმის ვერ ხედავდა საბჭოთა სინამდვილის პერსპექტივას. ექსპედიციებში ცოტას მუშაობს. სამაგიეროდ, საჯარო გამოსვლებს აწყობს. თავის ნაწარმოებებში სოციალიზმის გამარჯვება არ სჯერა“.
ვახტანგ კოტეტიშვილი, როგორც პატრიოტი და საქართველოს დამოუკიდებლობის ერთგული, ბოლომდე ვერ შეეგუა ოკუპაციას. საქართველოს დაპყრობის შემდეგაც, სიტყვით და საქმით, ის დარჩა საქართველოს დუმოუკიდებლობის მომხრე. მაშინ, როცა თბილისის ქუჩები, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობთი, წითელ ფერში იხრჩობოდა, ის დემონსტრაციულად ატარებდა სამგლოვიარო ფერის დიდ შავ ბაფთას. უკითხავთ კიდეც, რატომ გიკეთია შავი ბაფთა, რას ნიშნავს, საქართველოს გლოვობო? რაზეც უთქვამს: აბა, წითელი ბაფთა გავიკეთო?! კლოუნი ხომ არ ვარო.
ვახტანგ კოტეტიშვილი პატრიოტად დარჩა მაშინ, როცა დამოუკიდებლობა და თავისუფლება შოვინიზმად ინათლებოდა.
„თვით პროფესორი ჯავახიშვილი
და სხვა მრავალი ჯურის „ისტები“,
კაციჭამია კოტეტიშვილი,
პლეადა წუნკალ შოვინისტების“,
- წერდა 30-იან წლებში პროლეტარი პოეტი, ფრიდონ ნაროუშვილი.
ბიძინა რამიშვილი
„ამ შენობიდან გადმოხტა ცნობილი პროფესორი ბიძინა რამიშვილი და დაენარცხა მიწას. ალბათ დაკითხვის დროს ვეღარ გაუძლო რეპრესიებსა და ტანჯვა-წამებას“, - წერს რეპრესირებული მწერალი, ალექსანდრე სიგუა პოლიტკატორღელის ჩანაწერებში („წამების სამყაროში“).
შს სამინისტროს ოფიციალური საბუთების მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, 36 წლის ბიძინა რამიშვილი 1937 წლის 10 აგვისტოს დახვრიტეს. სინამდვილეში ბიძინა რამიშვილმა თავი მოიკლა ჩეკას იმ ცნობილ სულთამხუთავ შენობაში, რომელიც რუსთაველის გამზირის მარჯვენა მხარეს, გზიდან ათიოდე მეტრით დაშორებული და კარგად შენიღბულ-შეფარებული იდგა რამდენიმე სხვა ნაგებობას შორის.
რამიშვილი მორიგ დაკითხვაზე მიჰყავდათ, როცა მეოთხე სართულიდან ჩახტა ლიფტის შახტაში, რომელსაც დამცავი ბადე არ ჰქონდა. როგორც ამბობენ, სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყვიტა საბჭოთა ხელისუფლებამ ლიფტის ღია შახტებისთვის ლითონის ბადეების შემოვლება მთელი კავშირის მასშტაბით.
მას ბრალად დასდეს ინგლისის აგენტობა და კონტრრევოლუციური ჯგუფის წევრობა. ერთი კვირა აწამებდნენ, თუმცა აღიარებითი ჩვენება ვერ მიაცემინეს. გარკვეული დროის შემდეგ ოჯახს დაუბრუნეს პატიმრის ტანსაცმელი, რომელმაც გარეცხვის დროს მთელი აბაზანა გააწითლა.
ბიძინა რამიშვილს ლავრენტი ბერია ერჩოდა როგორც გერმანე მგალობლიშვილის (საქ. სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე) ნათესავს და როგორც ყოფილ მენშევიკსა და კონტრრევოლუციური სქმიანობის ერთ-ერთ ორგანიზატორს.
ბიძინა რამიშვილი იყო ერთ-ერთი იმ 50 ახალგაზრდიდან, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რე
This post has been edited by
Krusty_the_Clown
on 25 Feb 2021, 15:35
--------------------
הערשעל שמױקל פּינחס ירוחם קרוסטאַפֿסקי
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Krusty_the_Clown
Wise member
ჯგუფი: Members
Krusty_the_Clown
Wise member
ჯგუფი: Members
წერილები: 6726
წევრი No.: 200823
რეგისტრ.: 9-April 15
#57573875
· 27 Feb 2021, 11:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Vaspula
Super Member
ჯგუფი: Registered
Vaspula
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 941
წევრი No.: 259365
რეგისტრ.: 21-October 20
#57574687
· 27 Feb 2021, 16:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Krusty_the_Clown @ 27 Feb 2021, 11:41 )
ვიდეოში ერთ მაგარ სისულელეს მოვკარი ყური.
'25 თებერვალს კი საბჩოთა არმიამ ქვეყანა დაიპყრო'
ამ საბჭოთა მითის ბოდვას კიდე რო აგრძელებენ, 25 თებერვალს ქვეყანა კი არ დაიპყრო მარტის შუა რიცხვებამდე მიმდინარეობდა ბრძოლები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
merciamercia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
merciamercia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19195
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08
#57576872
· 28 Feb 2021, 02:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მარო მაყაშვილის დღიურიდან:
,,ოჰ, მონობა რა ცუდი ყოფილა. შენ გინდა და სხვა გიშლის. რუსეთმა რაც კი კარგი გვქონდა, ჩვენი კულტურა სულ დასცა და ახალიც არაფერი შემოიტანა ენის გარდა. ამისთანა მფარველი რომ ღმერთს არ გაეჩინა, უფრო კარგი იქნებოდა. ეს მეტად ცუდი იყო გლეხებისათვის, რომლებსაც თავს დაადგნენ და ტყავს აძრობდნენ. ამ რუსობამ გლეხებიც კი ძლიერ გააფუჭა და სინდისი დაუკარგა, ნამუსიც. ეხლა თავისუფლება გამოვაცხადეთ, კვლავ დამოუკიდებლები ვართ. ამისდა მიუხედავათ გლეხი სულით და ხორცით დაეცა, დაივიწყა რწმენაც და პატიოსნებაც. იმის მაგივრათ, რომ ყველანი ერთად იცავდნენ ამ მონობისგან განთავისფლებისგან, აქ გლეხი გამხეცდა და თავის მოძმე ქართველს ჰკლავს. საზღვარი არ არის. ადამიანი დაიღუპა, გაფუჭდა. აი, რუსობამ რა შედეგ მოუტანა ჩვენს ერს. ნუთუ დადგება ის დრო, როდესაც ძველებურად აუძგერებს ყველას გულს. ღმერთო, მალე, მალე მოვიდეს ის დღე და ქედმოხრილნი მარტო შენი მონები ვიყვნეთ.
რა იქნა ძველი ჩვენი განათლება, სწავლა და კულტურა? მანდილი გადააფარა ალბათ ყველაფერს ოხრათდარჩენილმა რუსმა. ოჰ, როგორ მძულან, მეტადრე ეხლა ამ ომის დროს და მერე… ვკითხულობ ყაზბეგის წიგნს, სადაც რუსეთის მთავრობის მოქმედებაა! ეგ ერთი ერია მგონი, ესეთი უღმერთო, უბედური, გაუნათლებელი და ღმერთისაგან დაწყევლილი.
ღმერთო, მოგვიმართე ხელი.”
This post has been edited by
merciamercia
on 28 Feb 2021, 02:01
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
darlan
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
darlan
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7096
წევრი No.: 181423
რეგისტრ.: 9-February 14
#57576901
· 28 Feb 2021, 02:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ლევან რაზიკაშვილს, ფშავის მილიციის უფროსს, ბრალი ედებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმთან თანამშრომლობასა და აჯანყების მომზადებაში. ნ
კომუნისტების მილიციაში მსახურობდა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
narcoTOURIST
ჩვენისთანა бедныйერი განა არის სადმე ერი?
ჯგუფი: Members
narcoTOURIST
ჩვენისთანა бедныйერი განა არის სადმე ერი?
ჯგუფი: Members
წერილები: 28361
წევრი No.: 18678
რეგისტრ.: 26-March 06
#57577113
· 28 Feb 2021, 08:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Krusty_the_Clown @ 25 Feb 2021, 15:33 )
მარო მაყაშვილი
ეს არ არის მარო მაყაშვილი!
ქრისტინე შარაშიძეა
--------------------
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gige
გადარეული GRUZINI
ჯგუფი: Members
gige
გადარეული GRUZINI
ჯგუფი: Members
წერილები: 13905
წევრი No.: 23407
რეგისტრ.: 19-September 06
#57577203
· 28 Feb 2021, 10:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ისტორიის არცეთი გაკვეთილიდან დასკვნა არ გამოგვიტანია
როგორც ეხლა უნდა მოსახლეობის 50% რუსეთის ტრაკში შეძრომა, ისე მაშინაც ენდომებოდათ.
დავიჯერო გასაბჭოების პირველივე წლებში სახელმწიფო უწყებებში სულ რუსები იჯდნენ?
უმთავრესი კი ის არის რომ უნდა იომოს ქვეყანამ და არა მარტო ჯარმა.
--------------------
სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ - ნოდარ დუმბაძე
მდაბიო გადიდკაცებულ ქართველებს, სასწაულად დაუოკებელი ლტოლვა აქვთ პეროს გარჭობისკენ:yes:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
levani169
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
levani169
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 23765
წევრი No.: 189060
რეგისტრ.: 20-July 14
#57577230
· 28 Feb 2021, 10:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
“ჯერ არც გვრიტი მოფრენილა,
არც შოშია ჩანს,
არც მერცხლებით მოფენილა,
საქართველოს ცა.
ჯერ ვერ ვხედავთ თეთრი ნუშის,
თეთრი ტყემლის ჯარს,
მაგრამ უკვე გაზაფხულდა,
ხეში წყალი დგას.
25 თებერვალი
გათენდება ხვალ,
თებერვალო, საქართველოს
გაზაფხული ხარ.
თებერვალო, თებერვალო,
გვთლიდნენ ზამთრის თვედ –
და დროშები გაზაფხულის
შენ აღმართე ტყედ.
შენ მოუღე ბოლო ზამთარს
და ქართველის ცრემლს,
აზიარე საქართველო
ოქტომბერს და კრემლს.
არც მერცხალი მოფრენილა,
არც შოშია ჩანს,
მაგრამ ლხვება უკვე თოვლი
ხეში წყალი დგას.
25 თებერვალი
გათენდება ხვალ,
თებერვალო, საქართველოს
გაზაფხული ხარ.”
--------------------
გლეხის შვილი ვარ,შვილიშვილიც,წინაპრით ვგლეხობ....... მეფის გვირგვინი ჩემს გვარს წილად არასდროს ერგო,მაგრამ მეფობა რაღად მინდა თუკი ვიტირებ მეფე ლირივით და ასე ვარ მეც ახლა,ღმერთო!
"გლეხის შვილი ვარ,ვამაყობ და წინაპრით ვგლეხობ!"
"10 მილიონ დოლარად ნებისმიერი ფორუმელი გოგო დათანხმდება ჩემთან სექსს"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
godblessamerica
Crazy Member
ჯგუფი: Members
godblessamerica
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2345
წევრი No.: 229361
რეგისტრ.: 20-February 17
#57577282
· 28 Feb 2021, 11:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაშინაც განხეთქილება და ერთმნეთის დაჭმა იყო,მენშევიკების მთავრობასაც ისე ებრძოდნენ როგორც ახლანდელს და იგივე პროპაგანდით:
- საქართველომ გამოზარდა
სამი მოღალატე შვილი,
ჟორდანია,გეგეჭკორი,
ისიდორე რამიშვილი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
merciamercia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
merciamercia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19195
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08
#57579575
· 28 Feb 2021, 20:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(narcoTOURIST @ 28 Feb 2021, 08:35 )
QUOTE
(Krusty_the_Clown @ 25 Feb 2021, 15:33 )
მარო მაყაშვილი
ეს არ არის მარო მაყაშვილი!
ქრისტინე შარაშიძეა
პირველი ქართველი პარლამენტარი ქალი იყო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Krusty_the_Clown
Wise member
ჯგუფი: Members
Krusty_the_Clown
Wise member
ჯგუფი: Members
წერილები: 6726
წევრი No.: 200823
რეგისტრ.: 9-April 15
#57579695
· 28 Feb 2021, 21:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
narcoTOURIST
როგორც ჩანს ფოტოშია შეცდომა? თავად მოკლე ისტორია ხომ სწორია? მადლობა.
* * *
ვასილ ჩიტაძე
1937 წლის 10 ნოემბერს ბოლშევიკებმა დახვრიტეს საქართველოს თანამედროვე მეტალურგიული წარმოების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ცნობილი პედაგოგის, შიო ჩიტაძის, შვილი, ვასილ ჩიტაძე. მას ბრალი დასდეს სამშობლოს ღალატში, ძირგამომთხრელ საქმიანობაში, ტერორიზმსა და ხელისუფლების დასამხობად ორგანიზებულ მოქმედებაში.
ვასილ ჩიტაძე, ექვთიმე თაყაიშვილის რეკომენდაციით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ სასწავლებლად გაგზავნა ევროპაში 1919 წელს სხვა 50 ახალგაზრდასთან ერთად.
გრენობლის უნივერსიტეტის ელექტროქიმიური და ელექტრომეტალურგიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო რეიპერის მეტალურგიულ ქარხანაში. საქართველოში დაბრუნდა 1931 წელს, იმ დროს, როცა ფეროშენადნობთა ქარხნის ასაგებად შეიქმნა „საპროექტო ბიურო“.
1933 წელს ვასილ ჩიტაძე დაინიშნა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის №1 სადნობი საამქროს უფროსად. იგი ითვლება ჭიათურის მანგანუმის გამოყენებით შექმნილი ფეროშენადნობის უნიკალური რეცეპტის ავტორად.საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ვასილ ჩიტაძე გადაიბირა საფრანგეთში ქართული ნაციონალ-სოციალისტური ემიგრაციის ხელმძღვანელმა სპირიდონ კედიამ, რომლის დავალებითაც შემოვიდა საბჭოთა კავშირში დივერსიულ-ჯაშუშური საქმიანობის განსახორციელებლად. პარალელურად ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ.
ვასილ ჩიტაძის მამა, პედაგოგი შიო ჩიტაძე, სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის აქტიური წევრი და გაზეთების „ცნობის ფურცლისა“ და „შრომის“ თანამშრომელი, ცარიზმის აგენტებმა მოკლეს 1906 წელს თბილისში, მე-2 სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში. ამავე წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე შიოს მეუღლემ, ვასილ ჩიტაძის დედამ, უსტინა შჩერბანმა. ობლები – ვასილი და მისი ძმა - მამიდამ გაზარდა.
This post has been edited by
Krusty_the_Clown
on 28 Feb 2021, 21:16
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
OldUncle
God Bless Georgia&USA
ჯგუფი: Members
OldUncle
God Bless Georgia&USA
ჯგუფი: Members
წერილები: 3454
წევრი No.: 56302
რეგისტრ.: 21-March 08
#57580044
· 28 Feb 2021, 22:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(merciamercia @ 28 Feb 2021, 02:00 )
მარო მაყაშვილის დღიურიდან:
,,ოჰ, მონობა რა ცუდი ყოფილა. შენ გინდა და სხვა გიშლის. რუსეთმა რაც კი კარგი გვქონდა, ჩვენი კულტურა სულ დასცა და ახალიც არაფერი შემოიტანა ენის გარდა. ამისთანა მფარველი რომ ღმერთს არ გაეჩინა, უფრო კარგი იქნებოდა. ეს მეტად ცუდი იყო გლეხებისათვის, რომლებსაც თავს დაადგნენ და ტყავს აძრობდნენ. ამ რუსობამ გლეხებიც კი ძლიერ გააფუჭა და სინდისი დაუკარგა, ნამუსიც. ეხლა თავისუფლება გამოვაცხადეთ, კვლავ დამოუკიდებლები ვართ. ამისდა მიუხედავათ გლეხი სულით და ხორცით დაეცა, დაივიწყა რწმენაც და პატიოსნებაც. იმის მაგივრათ, რომ ყველანი ერთად იცავდნენ ამ მონობისგან განთავისფლებისგან, აქ გლეხი გამხეცდა და თავის მოძმე ქართველს ჰკლავს. საზღვარი არ არის. ადამიანი დაიღუპა, გაფუჭდა. აი, რუსობამ რა შედეგ მოუტანა ჩვენს ერს. ნუთუ დადგება ის დრო, როდესაც ძველებურად აუძგერებს ყველას გულს. ღმერთო, მალე, მალე მოვიდეს ის დღე და ქედმოხრილნი მარტო შენი მონები ვიყვნეთ.
რა იქნა ძველი ჩვენი განათლება, სწავლა და კულტურა? მანდილი გადააფარა ალბათ ყველაფერს ოხრათდარჩენილმა რუსმა. ოჰ, როგორ მძულან, მეტადრე ეხლა ამ ომის დროს და მერე… ვკითხულობ ყაზბეგის წიგნს, სადაც რუსეთის მთავრობის მოქმედებაა! ეგ ერთი ერია მგონი, ესეთი უღმერთო, უბედური, გაუნათლებელი და ღმერთისაგან დაწყევლილი.
ღმერთო, მოგვიმართე ხელი.”
პარადოქსია მაგრამ ფაქტია, რომ ის რაც 100 წლის წინ ესმოდა ამ 19 წლის გოგოს და სწორ შეფასებას აძლევდა იმდროინდელ მოვლენებს, გარემოებებს და "რუსობას", დღეს არ ესმის ამის მეასედიც კი, ერის გარკვეულ ნაწილს.
* * *
QUOTE
(darlan @ 28 Feb 2021, 02:14 )
QUOTE
ლევან რაზიკაშვილს, ფშავის მილიციის უფროსს, ბრალი ედებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმთან თანამშრომლობასა და აჯანყების მომზადებაში. ნ
კომუნისტების მილიციაში მსახურობდა?
ჰო
--------------------
Fuck EU! Long Live Georga&USA!
ღორთიმპერია რუსული
ბოროტია და დიდია,
მედვედევი და პუტინი
სააკას გვერდით გვკიდია °I°
ხალხური
"ძიშოვი" პროვოკატორების "სბროდად" იქცა, ერთ დროს უძლეველი ნაც-მოქკავშირი, აწ ცოცხი-ანალური მოძრაობა...
ნაცი-ქოცის განმარტება https://forum.ge/?showtopic=34753431&hl=
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tengo9786
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
tengo9786
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16657
წევრი No.: 256115
რეგისტრ.: 5-April 20
#57580073
· 28 Feb 2021, 22:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბიჭო, მართლა რა საინტერესოა, როგოგრი იქნებოდა საქართველო წითლები რომ არ შემოსულიყვნენ
--------------------
ფიზიკური ვარჯიში ჩაანაცვლეს ფეხბურთის ყურებით ,
სიმამაცე -ისტერიით,
სექსი- პორნოგრაფიით,
პატრიოტიზმი-რუსოფობიით,
რისხვა-წარმოსახვითი სადიზმით,
განათლება-ზედაპირული ინფორმაციით,
თავისუფლება-უდისციპლინობით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Krusty_the_Clown
Wise member
ჯგუფი: Members
Krusty_the_Clown
Wise member
ჯგუფი: Members
წერილები: 6726
წევრი No.: 200823
რეგისტრ.: 9-April 15
#57580167
· 28 Feb 2021, 22:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჰენრიკ ჰრინევსკი
1937 წლის ერთ საღამოს ცნობილმა მხატვარმა და თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ- ერთმა დამაარსებელმა, 68 წლის პროფესორმა ჰენრიკ ჰრინევსკიმ მეგობრების სახლში წვეულებისას შესვა თავისი ისტორიული სამშობლოს, პოლონეთის, სადღეგრძელო. 1937 წლის 15 დეკემბერს ჰენრიკ ჰრინევსკი დააპატიმრეს. სამეულის მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით, მხატვარი 20 წლის განმავლობაში იყო სამი ქვეყნის ჯაშუში; მონაწილეობას იღებდა დაზვერვით საქმიანობაში, ჯაშუშური მასალების შეგროვებასა და აგენტურული ქსელის შექმნაში. ჰენრიკ ჰრინევსკის მიესაჯა დახვრეტა.
XX საუკუნის 30-იან წლებში საქართველოში მცხოვრები 145 პოლონელი იქნა დაპატიმრებული, მათგან 88 დახვრიტეს. დახვრეტილებს შორის იყო 1869 წელს ქუთაისში დაბადებული ჰენრიკ ჰრინევსკი, რომელსაც არქიტექტურა და მხატვრობა ფლორენციის სამხატვრო აკადემიასა და კარსრუეს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეისწავლა და რომლის გარეშეც წარმოუდგენელია საქართველოში დაზგური და მონუმენტური მხატვრობა, წიგნის ილუსტრაცია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების აღწერა, ეთნოგრაფიული ნივთების ასახვა და თბილისის ცენტრში ისტორიული შენობების გაფორმება.
„ჰრინევსკის გულწრფელად უყვარდა საქართველო, ქართული კულტურა, რომელსაც უანგაროდ ემსახურა სიცოცხლის ბოლომდე“, - ასე იხსენებდა ცნობილი ხელოვნებათმცოდნე, აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე თავის პედაგოგს.
ჰენრიკ ჰრინევსკის ეკუთვნის ქაშვეთის ტაძრის კანკელის მოხატულობა. იყო ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის კომისიის წევრი ანატოლი კალგინთან, სიმონ კლდიაშვილთან, ივანე ჯავახიშვილთან ერთად. მონაწილეობდასაქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებაში.
ჰრინევსკის გაფორმებულია ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ტომი (ვეფხისტყაოსნის შემდეგ ეს პირველი მთლიანად მხატვრულად გაფორმებული წიგნია ფერადი ილუსტრაციებით), რომელსაც მიხეილ გედევანიშვილმა „ოცნება, საქმედ ქცეული“ უწოდა.
ჰენრიკ ჰრინევსკის მკვლელებმა არ დაინდეს მხატვრის მეუღლე, ტფილისში პირველი საბალეტო სტუდიის დამაარსებელი, ვახტანგ ჭაბუკიანის პედაგოგი, იტალიელი მარია პერინი, რომელიც ჯერ ბინიდან გამოასახლეს, შემდეგ კი გააძევეს საფრანგეთში, სადაც გარდაიცვალა 1939 წელს.
ჰენრიკ ჰრინევსკის მსგავსად, საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა მხატვრები პეტრე ოცხელი, დიმიტრი შევარდნაძე, რიჰარდ ზომერი, ვახტანგ კოტეტიშვილი... 1936 წელს საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა ქართული რეალისტური ფერწერის ფუძემდებელი გიგო გაბაშვილი.
„1937-1938 წლებმა შეიწირა ადამიანები, რომლებიც ეროვნული კულტურის მოამაგეობით, ევროპული განათლებით, აზროვნების რაციონალური წყობითა თუ საკუთარი საქმეების კეთილშობილებით ქვეყნის სულიერი ცხოვრების საყრდენი იყვნენ“, იყვნენ“, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე წიგნში „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“. - „მათი განადგურების ფასად საზოგადოებაში დათესილმა შიშმა და მორჩილებამ ქართული სახვითი ხელოვნება დიდი ხნით ჩაკეტა“.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GURIEL
Crazy Member
ჯგუფი: Members
GURIEL
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2075
წევრი No.: 155847
რეგისტრ.: 7-November 12
#57580174
· 28 Feb 2021, 22:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Krusty_the_Clown @ 25 Feb 2021, 15:33 )
25 თებერვალი
100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, ორკვირიანი ბრძოლების შემდეგ წითელი არმიის მიერ თბილისის დაკავებით დაიწყო საქართველოს ოკუპაციის სისხლიანი ისტორია, რომელიც ბოლომდე დღესაც არ დასრულებულა. ოკუპაცია ახლაც ისევე კლავს ადამიანებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორც კლავდა 100 წლის წინ. ოკუპაციის ისტორია სხვა არც არაფერია, თუ არა ამ სისხლიანი ეპიზოდების (1921, 1924, 1937, 1956, 1989, 2008...) ჯერ-ჯერობით უწყვეტი ჯაჭვი.
100 წლის წინ, საქართველოს ოკუპაციასა და გაწითლებას, სამხედროების გარდა,მრავლად შეეწირა მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები და ბავშვები.
ჩვენ ოკუპაციის 25 ამბავს გავიხსენებთ.
მარო მაყაშვილი
როცა თბილისის გარშემო „ზარბაზნები ახმაურდნენ“, მარო მაყაშვილი 19 წლის იყო.
„1921 წლის 17 თებერვალს იგი ჩაეწერა „წითელ ჯვარში“ მოწყალების დად. იმავე დღეს სანიტარულ რაზმთან ერთად წავიდა კოჯრისკენ. 19 თებერვალს, საღამოს, მის გვერდით გამსკდარმა ყუმბარამ არც კი დააცალა უკანასკნელი სალამი ეთქვა სამშობლოსა და მშობელთათვის“, - იხსენებდა წლების შემდეგ მაროს მამა, პოეტი კოტე მაყაშვილი, - „იქ უნდა ვიყვე, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთაო“.
მარო მაყაშვილის გადაწყვეტილება მოხალისედ წასულიყო ფრონტზე, არ ყოფილა სპონტანური. სამშობლოსა და მის თავისუფლებაზე ზრუნვით არის გაჟღენთილი დღიური, რომელსაც მარო ბოლო წლების განმავლობაში აწარმოებდა:
„დღეს შესრულდა ნახევარი წელიწადი, რაც საქართველოს თავისუფლება აღიარეს. მთელმა ქართველობამ თბილისისა თავი შეიყარა სასახლის წინ. აქ მოხდა „პარადი“. ყოველი ქართველი გრძნობდა თავს თავისუფლად. აღტაცების ღიმილი უკრთოდა ყოველს და თითქოს ეს ეწერათ - „ოჰ, ძლივს გვეღირსა, გვეღირსა! გვეღირსა!“. არა, ნუ ვჩქარობთ, მტერი გარშემო გვყავს და გვითვალთვალებს“.
19 წლის მოხალისე - მოწყალების და მარო მაყაშვილი ფრონტის ხაზზე 19 თებერვალს მოკლეს.
შალვა ერისთავი
„ამ ბრძოლაში იუნკრების რაინდობისა და მისი დიადი სილამაზის სამარადისო სიმბოლურ სურათად დარჩება ტყვიამფრქვევზე მწოლიარე, განგმირული შალვა ერისთავი“,- წერდა სამხედრო სკოლის მეთაური პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე.
იუნკრები შალვა ერისთავი და იოსებ ჯანდიერი 24 თებერვალს დაიღუპნენ, როცა იერშზე გადასულ თბილისის დამცველებს ოკუპანტებმა გორაკზე დადგმული „მაქსიმის“ ტყვიამფრქვევიდან გაუხსნეს ცეცხლი . საჭირო გახდა ტყვიამფრქვევის გაუვნებელყოფა. შალვა ერისთავმა, რომელიც ფეხბურთელი იყო, სწრაფად გადაირბინა მანძილი ტყვამფრქვევამდე, ხიშტით მოკლა მემიზნე ოფიცერი და სხეულით კი გადაეფარა ტყვიამფრქვევს, რამაც თანამებრძოლებს შეტევაზე გადასვლის საშუალება მისცა.
1921 წლისათვის იუნკერთა სამხედრო სკოლაში 183 მოსწავლე ირიცხებოდა, მათგან 166 თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორში, კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში, იბრძოდა. ოკუპანტების წინააღმდეგ ომში დაიჭრა 43 იუნკერი, დაიღუპა 9: ალექსანდრე ახვლედიანი პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, იოსებ და ილია ჯანდიერები.
ალექსანდრე ჩხეიძე
„დიდი ენერგია გამოუჩენია პოლკოვნიკ ჩხეიძეს, რომლის თავგანწირულ და გმირულ მოქმედებას მეტად წაუხალისებია იუნკერები და ისეთი ენთუზიაზმი გამოუწვევია მათში, რომ ერთბაში „ვაშას“ და „გაუმარჯოს საქართველოს“ ძახილით განდევნეს შემოჭრილი ბალშევიკების ბანდები“, - წერდა 1920 წლის 4 მაისს გამოსული „საქართველოს რესპუბლიკა“.
პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ გადამწყვეტი როლი ითამაშა კადეტთა სასწავლებელზე ბოლშევიკების თავდასხმის მოგერიებაში ჯერ კიდევ 1920 წლის 2 მაისის ღამით.
ეს თავდასხმა დიდი გეგმის ნაწილი იყო და ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობის დამხობას.
1921 წლის თებერვალში კოჯორთან გამაგრებულმა კადეტთა სკოლის დანაყოფებმა ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით მოიგერიეს წითელი არმიის ყველა შეტევა. სწორედ ალექსანდრე ჩხეიძემ გადააფიქრებინა კრიტიკულ სიტუაციაში მყოფ გენერალ ანდრონიკაშვილს უკან დახევა და შეანარჩუნებინა ყველა პოზიცია.
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ალექსანდრე ჩხეიძე პოლონეთის ჯარში მსახურობდა - ჯერ პოლკის მეთაურთა სამხედრო სასწავლებელში, შემდეგ კი პოზნანის მე-14 ქვეითი დივიზიის მეთაურად.
პოლონეთში სამხედრო სამსახურს გადიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 81 მოქალაქე, რომელთა შორის იყო 6 გენერალი, 35 უფროსი ოფიცერი და 46 იუნკერი.
სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ჩხეიძე ცხოვრობდა ლვოვში, სადაც 1939 წელს, წითელი არმიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის დროს, დააპატიმრა НКВД-მ როგორც „ხალხის მტერი“.
ალექსანდრე ჩხეიძეს წაუყენეს ბრალდება: „საქართველოს არმიაში სამსახური, წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლა, ვარშავის ქართული კომიტეტის წევრობა და პოლონეთის არმიაში სამსახური“.
დახვრიტეს 1941 წლის ზამთარში.
კოტე აფხაზი
„ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“- ეს სიტყვები სიკვდილის წინ, 1923 წლის 21 მაისს, დილის 4 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ჩეკისტების მიერ დახვრიტილმა გენერალმა. კოტე აფხაზმა,თქვა.
ილია ჭავჭავაძის დისშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტის თავმჯდომარე და ქართული ეროვნული არმიის ერთ-ერთი შემქმნელი, კოტე აფხაზი ხელმძღვანელობდა „სამხედრო ცენტრს“, რომელიც აქტიურად მუშაობდა საქართველოს გათავისუფლებისა და საერთო სახალხო აჯანყების გეგმაზე. ცენტრმა ასევე შეიმუშავა მთიულეთის აჯანყების გეგმა: მთიულეთში შეტყუებული წითელი არმიის ნაწილები იქ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის მებრძოლებს უნდა გაენადგურებინა.
1923 წლის 19 მაისს საქართველოს საგანგებო კომისიისა და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის კოლეგიების ერთობლივმა სხდომამ, რომელსაც ესწრებოდნენ ეპიფანე კვანტალიანი, ლავრენტი ბერია, მამია ორახელაშვილი და შალვა ელიავა, „სამხედრო ცენტრის“ წევრებს „დაუმტკიცა“ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა, ბანდიტური მოძრაობის შექმნა და ანტანტის სასარგებლოდ შპიონაჟი და სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა, შეუფარდა.
1923 წლის 21 მაისს გენერალ კოტე აფხაზთან ერთად დახვრიტეს ცენტრის კიდევ 14 წევრი:
გენერალური შტაბის წევრი გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
გენერალი ვარდენ წულუკიძე
პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი
პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი
პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი
პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი
პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი
როტმისტრი სიმონიკა ბაგრატიონ-მუხრანელი
როტმისტრი ფარნაოზ ყარალაშვილი
ლეიტენანტი ლევან (ლელო) კლიმიაშვილი
სამხედრო მოხელე ნიკოლოზ ზანდუკელი
იასონ კერესელიძე
სიმონ ჭიაბრიშვილი
ივანე ქუთათელაძე
ლევან რაზიკაშვილი
"ვაჟას შვილი კი არა, თვით ვაჟა რომ იყოს ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდიო"-ასე უპასუხა სერგო ორჯონიკიძემ ქართველი მწერლების თხოვნას შეეწყალებინა დიდი მწერლის შვილი.
„1923 წლის 16 თებერვალს, 02.00 საათზე, სისრულეში იქნა მოყვანილი სასიკვდილო განაჩენი „დახვრეტა“ ქვემოთ დასახელებულ განსასჯელებზე...“ ვკითხულობთ შს სამინისტროს არქივის ერთ-ერთ საქმეში ჩართულ დოკუმენტში, სადაც დასახვრეტთა ჩამონათვალში პირველ ნომრად დასახელებულია „რაზიკაშვილი ლევან ლუკას ძე, 35 წლისა“.
ლევან რაზიკაშვილის გათავისუფლებას მთელი ფშავი ითხოვდა, თუმცა მას ვერც ამ გარემოებამ უშველა და ვერც ვაჟა-ფშაველას შვილობამ. განაჩენის სისრულეში მოყვანის შემდეგ საქართველოს საგანგებო კომისიის კომენდანტმა „ყურადღებიანი დათვალიერების შემდეგ ცხედრები დაფლა მიწაში დახვრეტის ადგილას".
ლევან რაზიკაშვილს, ფშავის მილიციის უფროსს, ბრალი ედებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმთან თანამშრომლობასა და აჯანყების მომზადებაში. გამოძიების მიხედვით, „ერთ-ერთი შეტაკების დროს ლევან რაზიკაშვილი "დანებდა" ჩოლოყაშვილის რაზმს, რომლის წევრებთანაც რამდენიმე დღე დაყო. ირკვევა, რომ ჩოლოყაშვილმა ძველ მეგობარს (თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ქაქუცა და ლევანი ერთ მერხს უსხდნენ) რაზმის წევრები გააცნო და დავალებაც მისცა: მოემზადებინა ფშავლები და როცა წითელი ჯარები ხევსურეთისკენ წავიდოდნენ, მათთვის ზურგში დაერტყათ. მართალია, რაზიკაშვილმა ეს დავალება არ შეასრულა, მაგრამ მოგვიანებით ჩოლოყაშვილმა რაზიკაშვილის ხელშეწყობით შეძლო ალყიდან თავის დაღწევა და მიმალვა“.
ვალიკო ჯუღელი
“ქვეყნის დაცვა და განმტკიცება დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ყველამ უნდა გაიღოს ეს მსხვერპლი, ვისაც რით შეუძლია, - ქონებით, შრომით, სისხლით, - და გამარჯვება ჩვენი იქნება ისე, როგორც ყოველთვის“, - ამბობდა 1921 წლის 17 თებერვალს ოკუპანტებთან ბრძოლაში ჩაბმული გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი.
1924 წლის 6 აგვისტოს, 10.35 სთ-ზე, საგანგებო კომისიამ (ЧК) ის დააპატიმრა თბილისში, როდესაც ის მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბორნით საბურთალოში გადადიოდა პარტიულ კრებაზე დასასწრებად. დაპატიმრების დროს ჯუღელს ჯიბეში აღმოაჩნდა ორი რევოლვერი სავსე ვაზნებით.
„ვალიკო ჯუღელი ბოლო ხანებში ოფიცრად მსახურობდა საფრანგეთის ჯარში და ამჟამად იგი ჩამოსული იყო თავისი ბნელი და ყაჩაღური განზრახვების გასაგრძელებლად“,- წერდა საოკუპაციო რეჟიმის პრესა და „ბნელ და ყაჩაღურ განზრახვებში“ გულისხმობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებას.
სახალხო გვარდიის ლეგენდარული სარდალი ვალიკო ჯუღელი 1924 წლის მაისში საფრანგეთიდან დაბრუნდა პირველი რესპუბლიკის სხვა გამორჩეულ მოღვაწეებთან - ბენია ჩხიკვიშვილთან, ვასო ნოდიასთან, ვლასა მგელაძესთან, გრიგოლ ცინცაბაძესა და ბიქტორ ცენტერაძესთან ერთად.
ვალიკო ჯუღელი თბილისში დახვრიტეს პირველივე ნაკადში, როგორც კი 1924 წლის 28 აგვისტოს აჯანყება დაიწყო.
ჯუღელის ბედი გაიზიარა ბევრმა პოლიტიკურმა ლიდერმა, მათ შორის დამფუძნებელი კრების წევრებმა: გაბრიელ ცისკარიშვილმა, ვასალ გურჯუამ, ილია კოპალეიშვილმა, სარდიონ თევზაძემ, გოგიტა ფაღავამ, ვასო ცაბაძემ, ვასილ ნოდიამ, ალექსანდრე ჩიქავამ.
ბენია ჩხიკვიშვილი
“ვისაც აქვს თოფ-იარაღი და ხმარება არ შეუძლია, გადაეცით მთავრობას. ერთი ვაზნაც არ დაიტოვოთ სახლში. ყველაფერი ფრონტს, ყველაფერი თავდაცვას უნდა მოხმარდეს! სიმშვიდე, წესიერება, ერთსულოვნება და გაბედულება - აი, რა გვიხსნის ჩვენ საბოლოოთ და რას უნდა ემსახურებოდეს ყველა მოქალაქე. ესაა ჩვენი ყველასი ვალდებულება დემოკრატიული, დამოუკიდებელი და თავისუფალი სამშობლოს წინაშე”, მოუწოდებდა ხალხს აღმოსავლეთ საქართველოს გენ. გუბერნატორი ჩხიკვიშვილი 1921 წლის 19 თებერვალს, როცა მე-11 წითელი არმიათ თბილისს უტევდა.
1924 წლის 28 აგვისტოს აჯანყების დაწყების შემდეგ, 30 აგვისტოს, სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ОГПУ) თავმჯდომარემ, ფელიქს ძერჟინსკიმ, გადასახლებაში მყოფ საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერთა დახვრეტის სანქცია გასცა.
ბენია ჩხიკვიშვილი, ნოე ხომერიკი, გოგიტა ფაღავა, ვასილ ნოდია და გიორგი წინამძღვრიშვილი დახვრიტეს სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას გაურკვეველ სადგურზე.
გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, დამფუძნებელი კრების წევრი, ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი, სოხუმის მერი, თბილისის არჩეული თავკაცი, შს მინისტრის მოადგილე, 1921 წლის თებრვალში აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორი - ბენია ჩხიკვიშვილი და წინააღმდეგობის მოძრაობის სხვა ლიდერები 1924 წელს ოკუპანტებთან ბრძოლის გასაგრძელებლად დაბრუნდნენ საფრანგეთიდან და რამდენიმე ათას თანამემამულესთან ერთად თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას.
უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა 1924 წლის აჯანყების დამარცხების პირველ დღეებში - 1, 2, 3 სექტემბერს: ჩეკას შენობიდან და მეტეხის ციხიდან ასობით ადამიანი გაჰყავდათ და საბურთალოზე ხვრეტდნენ.
საბჭოთა ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა შორაპნის მაზრის შემორიგებულ მეამბოხეებსა და იარაღაყრილ ხალხს, რომლებიც მოტყუებით, ვითომ დასაკითხად ქუთაისში გადაყვანის მიზნით, საქონლის მატარებელში (5 ვაგონში) ჩასხეს. ბოლშევიკებმა შუა გზაში, ზესტაფონის სოფელ არგვეთასთან, სადაც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული ორმო, გააჩერეს მატარებლის შემადგენლობა და ტყვიამფრქვევებით დახოცეს ხალხი, მათ შორის უმეტესი ნაწილი დაკეტილ ვაგონებში.
„1924 წლის აგვისტოს აჯანყებამ აჩვენა, რომ ქართველ ხალხს სურს თვით იყოს თავისი მმართველი, თავისი ბატონი, ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო და ის თავისი საჭიროებისამებრ მოაწყოს“, - წერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უცხოეთში წასული მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანია, აჯანყების ერთი წლის თავზე.
დეკანოზი გიორგი ინაშვილი
„მაშინ, როდესაც მე დავდექი ფაქტის წინაშე, რომ საქართველოში შემოვიდა რუსული ჯარი, ჩემში ითამაშა ეროვნულმა გრძნობამ... მე აგიტაციას ვეწეოდი მრევლის წინაშე, როგორც ნაციონალისტი და კიდევ იმიტომ, რომ ეკლესიის შესახებ არსებული კანონები ჩვენთვის მიუღებელია…ამასთან ერთად, ჩვენ, სასულიერო პირებს, გვდევნიან, განსაკუთრებით კომკავშირლები”-დეკანოზ გიორგი ინაშვილის ეს ჩვენება საქართველოს შს სამინისტროს არქივშია შემონახულია. დეკანოზმა ჩვენება დახვრეტამდე მისცა საგანგებო სამეულს (“ტროიკა”).
1924 წლის 1 სექტემბერს სოფელ სართიჭალაში საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხში მონაწილეობისთვის ბოლშევიკებმა 15 ადამიანი დახვრიტეს. დახვრეტილთა შორის იყო სამი სასულიერო პირი: მარტყოფის ეკლესიის მოძღვარი ივანე თუშმალაშვილი, ნორიოს ეკლესიის მოძღვარი გიორგი მაცუკაძე და ახალსოფლის ეკლესიის მოძღვარი, დეკანოზი გიორგი ინაშვილი. საგანგებო სამეულმა მათ ბრალი წაუყენა 1924 წლის აგვისტოს ამბოხების იდეოლოგიურ მომზადებაში, საბჭოთა ხელისუფლების დამხობის აგიტაციასა და მრევლის წაქეზებაში.
1925 წლის 5 სექტემბერს თელავში, გიგოს გორაზე, დახვრიტეს 20-მდე კაცი, რომლებიც ბოლშევიკებმა 30 აგვიტოს აწყურელი აზნაურის, საშა გამყრელიძისა, და ნინო რცხილაძის ქორწილში დააპატიმრეს.
მკვლელებს წინასწარ გათხრილ ხაროს პირზე მოწყობილი ჰქონდათ ბაქანი. როდესაც სიკვდილმისჯილს ტყვიას დაახლიდნენ, მისი ცხედარი ამ ბაქნიდან პირდაპირ ორმოში ვარდებოდა.
გიგოს გორაზე დახვრეტილთა შორის იყო მღვდელი იოსებ დალაქიშვილიც, ჩოლოყაანთ კარის მღვდელმსახური, შეფიცულთა რაზმის მეთაურისა და 1924 წლის აჯანყების ერთ- ერთი მოთავის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, მოძღვარი. როგორც გადმოცემით ცნობილია, დახვრეტილებს სიკვდილსაც კი არ აცლიდნენ, ცოცხლად აყრიდნენ მიწას და მარხავდნენ.
იოსებ დალაქიშვილის შვილმა, კოლა დალაქიშვილმა, რომელიც თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტთაგანი იყო, მამის ცხედრის ფარულად წამოსვენება და ქრისტიანულად დაკრძალვა გადაწყვიტა, რაც ძალზე სახიფათო იყო. შვილმა მამის ცხედრის დასამალად თიხის მოზრდილი თონე შეიძინა და შუაღამისას სოფელ ფშავლიდან გიგოს გორისკენ ურმით გასწია. როგორც ამბობენ, გვამი, რომელიც ჯვრითა და ანაფორით ამოიცნო, გაშეშებული დახვდა და რომ დაესვენებინა, ცხედრის შუაზე გადაჭრა მოუხდა.
მღვდელი იოსებ დალაქიშვილი დაასაფლავეს ღამით საკუთარი სახლის ეზოში. კუბოს ნაცვლად ფუტკრის სკებისგან შეკოწიწებულ სათავსში ჩაასვენეს და ეჭვი რომ არ მიეტანათ, ზედ ბზის ბუჩქები დარგეს.
იოსებ დალაქიშვილის, ივანე თუშმალაშვილის, გიორგი მაცუკაძისა და გიორგი ინაშვილის ბედი გაიზიარა ათეულობით სასულიერო პირმა, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციას ემსხვერპლნენ. ცოცხლებს დევნიდნენ და ღვთისმსახურებას უკრძალავდნენ. ცნობილია, რომ მარტო 1923 წლის განმავლობაში წითელმა ოკუპანტებმა, ჯამში, 1212 ეკლესია დახურეს.
დიმიტრი თარხან-მოურავი
“საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ქალმა, რომელსაც კიდევ ორი შვილი ჰყავდა (9 და 11 წლის გოგოები), თავი არ დაზოგა და უდიდესი რისკის ფასად გადაარჩინა დასახვრეტად გამზადებული, თხრილში მუხლებზე დაყენებული არასრულწლოვანი შვილი. როგორც იტყვიან, სულზე მიუსწრო. უკვე გამზადებული ჰყავდათ, თვალებიც კი ახვეული ჰქონია“- იხსნებს პირველი ქართველი ლოტბარი ქალის და „ქართული სიმღერის დედის“, მარო თარხნიშვილის შვილიშვილი, მარიკა კვალიაშვილი.
მარო თარხნიშვილმა მაშინ შეძლო შეწყალების დოკუმენტის მოპოვება მისი და დიმიტრი თარხან-მოურავის შვილი, 15 წლის ივანე დახვრეტას გადაარჩინა.
ქმარი ვერ გადაარჩინა. დიმიტრი თარხან-მოურავი 1924 წლის აჯანყების შემდეგ დახვრიტეს, როგორც ყოფილი მემამულე.
მარო თარხნიშვილმა მოგვიანებით მოგონებები დაწერა. 1924 წლის ამბების მოყოლა ვერ გაბედა. სამაგიეროდ, გაიხსენა საქართველოს დამოუკიდებლობის ბედნიერი წლები:
,,დუხავოი“ ორკესტრზედ ლეკური ითამაშა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, დამიკრა თავი, არ გამოვიდა უარი. როგორც ერთი წრე შემოვუარეთ მთლიანად, ჯარის უფროსმა ჩამოართვა ჩემი თავი. გავიარეთ ერთი წრე და მე დავამთავრე. თან მახლდა მეუღლე, დიმიტრი ზაალის ძე თარხან-მოურავი. შეიკრა შუბლი, იეჭვიანა ნამდვილათ და ძალიან უსიამოვნოთ გახდა, რამაც ჩემზედ იმოქმედა. ასე ჩუმად ჩავატარეთ ის წყენა და სახლში მშვიდათ დავბრუნდით“.
ოკუპანტები მხოლოდ აჯანყებულებს არ ერჩოდნენ. მიზანმიმართულად ანადგურებდნენ სამხედროებსა და თავადაზნაურობის წარმომადგენლებს.
1924 წლის 21 მაისს გამოსული „კომუნისტი“ წერდა: „თქვენ იცით, ამხანაგებო, რომ საქართველოში 6 % თავადაზნაურობაა. ეს არაჩვეულებრივი პროცენტია, რომელიც არც ერთ ქვეყანაში არ არის. ჩვენ უნდა შევამციროთ საქართველოში თავადაზნაურობის პროცენტი. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ჩვენი საბჭოთა ბოლშევიკური იარაღი არ ბლაგვდება და არ ტყდება“... „ვინაიდან ჩვენს წინაშეა საბჭოთა საქართველოში ეს მრისხანე ციფრი 120-130 ათასი თავადაზნაურობისა, 7 000 მეფის ოფიცრობისა, არა ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ეს საწვავი მასალა არ აალდება ხელახლა“.
ნოე რამიშვილი
„ამოვედით „პლასე დე იტალი“-ზე და „გობლენის“ ქუჩას დავყევით“, იხსენებს სანდრო მენაღარიშვილი 1930 წლის 7 დეკემბრის, შუადღეს, როდესაც ის და ნოე რამიშვილი პარიზის ქუჩებს მიუყვებოდნენ - „ნოე მარჯვნივ მომყობა. როდესაც გავუსწორდით მე- 13 უბნის თვითმმართველობასთან აგებულ ჯებირებს, ნოე მეკითხება: სანდრო, რას ფიქრობ საქართველოში მუშაობის შესახებ? ... და უცებ ორჯერ გავარდა რევოლვერი. ხალხი დაფრთხა და ჩვენს ირგვლივ ქუჩა დაცარიელდა... ვხედავ, ნახევარი მეტრის მანძილზე რევოლვერით ჭანუყვაძეს“. სანდრო მენაღარიშვილი 1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში მომხდარ მკვლელობაზე.
პარმენ ჭანუყვაძემ სანდრო მენაღარიშვილიც დაჭრა, თუმცა ამ უკანასკნელმა მოასწრო რევოლვერიანი ხელის დაჭერა და ბრძოლაში თავდამსხმელის განიარაღება. გასისხლიანებული, ცხვირპირდამტვრეული პარმენ ჭანუყვაძე პოლიციაში წაიყვანა.
ნოე რამიშვილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამორჩეული ლიდერი, მთავრობის პირველი თავმჯდომარე, შინაგან, თავდაცვისა და განათლების მინისტრი 1930 წლის 14 დეკემბერს პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე, დაკრძალეს.
„თუ ნოე ჟორდანია იყო ტვინი ჩვენი მოძრაობისა, ნოე რამიშვილი იყო ხერხემალი, რკინის ნების სიმბოლო და შეუდარებელი ორგანიზატორი“, დაწერს მოგვიანებით გრიგოლ წერეთელი.
ნოე რამიშვილის დაარსებულია დამოუკიდებელი საქართველოს სპეცსამსახური - საგანგებო რაზმი, რომელიც ებრძოდა „ყოველგვარ სპეკულაციას, ძარცვა-მოპარვას, სასურსათო საწყობების დარბევას, კონტრრევოლუციას და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ და სხვაგვარ ბოროტმოქმედებას“.
ნოე რამიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული ანტისაბჭოთა მოღვაწე იყო. მისი ძალისხმევით 1921-1930 წლებში იგეგმებოდა და ხორციელდებოდა ღონისძიებები, რომლებიც მოსვენებას არ აძლევდა საბჭოთა ხელისუფლებას და მის სპეცსამსახურებს.
ლავრენტი ბერიამ 1930 წლის 11 აგვისტოს მოხსენებაში საბჭოთა კავშირის მთავრობას მოსთხოვა გამოეყო სუბსიდიები საბჭოთა საქართველოს პოლიტიკური სამმართველოსათვის ემიგრანტი ლიდერების გასანადგურებლად.
ვერც წინასწარი და ვერც სასამართლოს გამოძიების პროცესში ვერ მოიპოვეს პირდაპირი მტიცებულებები იმისა, რომ ჭანუყვაძე საბჭოთა სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა, თუმცა ფაქტია, ნოე რამიშვილი ბერიას მოხსენებიდან ოთხ თვეში მოკლეს.
1937 წელს დახვრიტეს დამფუძნებელი კრების გამორჩეული წევრი, ისიდორე რამიშვილი, რომელიც, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობის საწარმოებლად. 1921 წლის 13 ივლისს ნაძალადევის კლუბში გამართულ მიტინგზე გამოვიდა სტალინის საპასუხო სიტყვით, რის გამოც დააპატიმრეს. დახვრეტამდე ისიდორე რამიშვილი თითქმის 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობასა და გადასახლებაში.
პ. ს. მოცულობის ლიმიტის გამო, დანარჩენ გმირებს შემდეგ პოსტში დავდებ...
* * *
ლიზა ბოლქვაძე
„თამარა“, „მისკო“, „ხვარამზე“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, ლიზა (ელისაბედ) ნაკაშიძე-ბოლქვაძის პარტიული მეტსახელებია.
ლიზა ბოლქვაძე , რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობასა და გადასახლებაში 1937 წლის 22 თებერვალს კრასნოიარსკში გადასახლებაში მყოფი დახვრიტეს
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ სამშობლოში დარჩა და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში.
ის პირველად 1923 წელს დააპატიმრეს და „მენშევიკური პარტიის“ 78-კაციან ჯგუფთან ერთად გადაასახლეს ურალის მხარეში. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ტაქტიკის შეცვლისა და რეპრესიების შერბილების კამპანიის ფარგლებში, გადასახლებულთა ნაწილს, მათ შორის ლიზა ბოლქვაძეს, უფლება მისცეს დაბრუნებულიყო სამშობლოში.
ლიზა ბოლქვაძე-ნაკაშიძე 1926 წლის 22 თებერვალს, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა- მახვილაძის დაპატიმრების შემდეგ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ცკ-ისა და თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა. რამდენიმე თვეში მოაწესრიგა პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსთან კონსპირაციული კავშირები და პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარების მექანიზმი. ლიზა ბოლქვაძე საქართველოს „ჩეკამ“ დააპატიმრა 1926 წლის 29 ივნისს. 8 ივლისს დაკითხვაზე უარი თქვა მიეცა ინფორმაცია პარტიული კავშირებისა და პარტიის მდგომარეობის შესახებ, თუმცა აღიარა, რომ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ განაგრძობდა არალეგალურ ანტისაბჭოთა საქმიანობას, მაგრამ თავი დამნაშავედ არ ცნო.
ლიზა ბოლქვაძის გარდა, დამფუძნებელი კრების წევრი იყო კიდევ ოთხი ქალი: 1. მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, რომელიც იდევნებოდა 1924 წლიდან. 1936 წელს ყაზახეთში გადაასახლეს, სადაც 1950 წლადმე იყო ; 2. ელეონორა ტერ-ფარსეგოვა მახვილაძე, რომელიც ორჯერ დააპატიმრეს. გადასახლებიდან დაბრუნდა, თუმცა მალევე გარდაიცვალა 1930-იან წლებში; 3. ქრისტინე შარაშიძე ორჯერ დააპატიმრეს 1921-1922 წლებში; 4. ანა (ოლა) სოლოღაშვილი, რომელიც დახვრიტეს 1937 წელს.
ოლა სოლოღაშვილი შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში, რომელიც არალეგალურად მუშაობდა პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად; 1922 წლიდან კომიტეტი გარდაიქმნა ბოლშევიკურ საოკუპაციო რეჟიმთან მებრძოლი პარტიების ერთიან ორგანიზაციად - „საქართველოს პოლიტიკურ წითელ ჯვარად“.
1937 წლის 27 ნოემბერს განსაკუთრებულმა სამეულმა („ტროიკა“) ანა სოლოღაშვილს ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდისა და შოვინისტური განწყობების, აგრეთვე „მენშევიკთა“ ლიდერ ისიდორე რამიშვილთან კავშირის ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს მეორე დღესვე.
ვახტანგ კოტეტიშვილი
„რატომ არ ეტევიან რუსულ ქერქში? იმპერიალისტურ ზრახვებს რატომ არ სტოვებენ? იქნებ ჰგონიათ, რომ კომუნიზმის ლეღვის ფოთოლი დაჰფარავს მათ სიშიშვლეს და სოციალიზმის ატლასით დარახტულ რაშით ყველგან შეაჭენებენ რუსულ იმპერიალიზმს?“, - წერდა ვახტანგ კოტეტიშვილი, რომლისთვისაც ერთნაირად მიუღებელი იყო როგორც სადენიკინო, ასევე სალენინო რუსეთი.
ფოლკლორისტი, მწერალი და მოქანდაკე - ვახტანგ კოტეტიშვილი დახვრიტეს 1938 წლის 17 იანვარს, სამეულის („ტროიკის“) გადაწყვეტილებით.
ისტორიას შემორჩა დაპატიმრების ოქმი, რომლის მიხედვითაც, ვახტანგ კოტეტიშვილის შესახებ აგენტურულ შეტყობინებებს სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს სამძებროს მე-5 განყოფილებას აწვდიდნენ აგენტები „ნერონი“, „მოსკოვი“ და „მიხაილოვსკი“. დაპატიმრების ოქმში ასევე ვკითხულობთ:
„განწყობილი იყო ანტისაბჭოურად, პესიმისტურად, თითქმის ვერ ხედავდა საბჭოთა სინამდვილის პერსპექტივას. ექსპედიციებში ცოტას მუშაობს. სამაგიეროდ, საჯარო გამოსვლებს აწყობს. თავის ნაწარმოებებში სოციალიზმის გამარჯვება არ სჯერა“.
ვახტანგ კოტეტიშვილი, როგორც პატრიოტი და საქართველოს დამოუკიდებლობის ერთგული, ბოლომდე ვერ შეეგუა ოკუპაციას. საქართველოს დაპყრობის შემდეგაც, სიტყვით და საქმით, ის დარჩა საქართველოს დუმოუკიდებლობის მომხრე. მაშინ, როცა თბილისის ქუჩები, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობთი, წითელ ფერში იხრჩობოდა, ის დემონსტრაციულად ატარებდა სამგლოვიარო ფერის დიდ შავ ბაფთას. უკითხავთ კიდეც, რატომ გიკეთია შავი ბაფთა, რას ნიშნავს, საქართველოს გლოვობო? რაზეც უთქვამს: აბა, წითელი ბაფთა გავიკეთო?! კლოუნი ხომ არ ვარო.
ვახტანგ კოტეტიშვილი პატრიოტად დარჩა მაშინ, როცა დამოუკიდებლობა და თავისუფლება შოვინიზმად ინათლებოდა.
„თვით პროფესორი ჯავახიშვილი
და სხვა მრავალი ჯურის „ისტები“,
კაციჭამია კოტეტიშვილი,
პლეადა წუნკალ შოვინისტების“,
- წერდა 30-იან წლებში პროლეტარი პოეტი, ფრიდონ ნაროუშვილი.
ბიძინა რამიშვილი
„ამ შენობიდან გადმოხტა ცნობილი პროფესორი ბიძინა რამიშვილი და დაენარცხა მიწას. ალბათ დაკითხვის დროს ვეღარ გაუძლო რეპრესიებსა და ტანჯვა-წამებას“, - წერს რეპრესირებული მწერალი, ალექსანდრე სიგუა პოლიტკატორღელის ჩანაწერებში („წამების სამყაროში“).
შს სამინისტროს ოფიციალური საბუთების მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, 36 წლის ბიძინა რამიშვილი 1937 წლის 10 აგვისტოს დახვრიტეს. სინამდვილეში ბიძინა რამიშვილმა თავი მოიკლა ჩეკას იმ ცნობილ სულთამხუთავ შენობაში, რომელიც რუსთაველის გამზირის მარჯვენა მხარეს, გზიდან ათიოდე მეტრით დაშორებული და კარგად შენიღბულ-შეფარებული იდგა რამდენიმე სხვა ნაგებობას შორის.
რამიშვილი მორიგ დაკითხვაზე მიჰყავდათ, როცა მეოთხე სართულიდან ჩახტა ლიფტის შახტაში, რომელსაც დამცავი ბადე არ ჰქონდა. როგორც ამბობენ, სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყვიტა საბჭოთა ხელისუფლებამ ლიფტის ღია შახტებისთვის ლითონის ბადეების შემოვლება მთელი კავშირის მასშტაბით.
მას ბრალად დასდეს ინგლისის აგენტობა და კონტრრევოლუციური ჯგუფის წევრობა. ერთი კვირა აწამებდნენ, თუმცა აღიარებითი ჩვენება ვერ მიაცემინეს. გარკვეული დროის შემდეგ ოჯახს დაუბრუნეს პატიმრის ტანსაცმელი, რომელმაც გარეცხვის დროს მთელი აბაზანა გააწითლა.
ბიძინა რამიშვილს ლავრენტი ბერია ერჩოდა როგორც გერმანე მგალობლიშვილის (საქ. სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე) ნათესავს და როგორც ყოფილ მენშევიკსა და კონტრრევოლუციური სქმიანობის ერთ-ერთ ორგანიზატორ
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს:
CLOUD9
[ Script Execution time: 0.0522 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.