#57566938 · 25 Feb 2021, 16:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ, გარკვეული პერიოდულობით, ადგილზე ხორციელდება უკანონო სამხედრო წვრთნები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, აღნიშნულის შესახებ აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და ხორციელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.
„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩატარებული უკანონო სამხედრო წვრთნები წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების განხილვის ძირითად საკითხს.
უკანონო სამხედრო წვრთები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ადგილობრივ მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის დანერგვას.
ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“,-აღნიშნავენ უწყებაში.
--------------------
цыганка дерзкая сгубила мою жизнь
ZAZAi აბა, მდიდარ და დალაგებულ ქვეყანაში თუ ვიცხოვრებთ, როგორც მიშას დროს იყო, ვის მოუნდება კორუმპირებულ, კრიმინალურ და გატყაულ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა
ყლიბერალებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!!!
|