#57577395 · 28 Feb 2021, 12:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ სიტუაციაში რა მოხდა არ ვიცი მაგრამ ჩემი და სკუტერის შეხვედრის ისტორიას მოვყვები
მე დამეჯახა გამოფენასთან 18 წლის ღლაპი დიდუბიდან მოდიოდა და მე სამტრედიის ქუჩაზე ჩავდიოდი პოლიციის შენობიდან, შუქნიშანი რომ არის მანდ,სამტრედიიდან ამომავალმა,დიდუბისკენ მიმავალმა ნაკადმა გამაჩერა და გაჩერებულზე დამეჯახა. კიდევ კარგი პიკის საათი იყო პატრული იდგა მაგ გზაჯვარედინზე მოძრაობას არეგულირებდა და გაამტყუნა თორემ ტიპს ვერ ვაჯერებდი რომ მაგის ბრალი იყო. მეო ჩემს მწვანეზე გავიარეო, სანამ არ უთხრა 2-მა ეკიპაჟმა რომ მე მოძრაობა დაწყებული მქონდა (მეც ჩემ მწვანეზე დავიძარი თან პირველი მანქანა ვიდექი,ისე არა მწვანეს ბოლო წამებზე რომ გინდა გასწრება) და უნდა გეცლია დამთავრებაო მანამდე არ დაიჯერა,დაჟე მერე გამისაჩივრა იქაც გაამტყუნეს. 3 თვე გამიწელა დაახლოებით. მაგის ლოგიკით ზებრაზე რომ კაცი გადადიოდეს რახან მწვანე აენთო გადავლის უფლება ჰქონდა.
რამე კანონი უნდა იყოს რაც დაარეგულირებს სკუტერებს. ველოსიპეტიდან ეგრევე სკუტერებზე რომ გადაჯდებიან არ შეიძლება და უკვე იმდენი დადიან რომ დროა მაგათთვისაც გამოუშვან ნომრები.
This post has been edited by Zeref on 28 Feb 2021, 12:15
--------------------
Don't be afraid of death; be afraid of an unlived life. You don't have to live forever, you just have to live
Life is cruel, why should the afterlife be any different?
|