გაჰკივის დეგა და მეორე (მეგრული გვარით რომაა) - ენერგოდამოუკიდებლობაააააააა!
რა ენერგოდამოუკიდებლობა.
ოფშორელებისაა ეს ყველაფერი და სამმაგ ფასში მოგვაყიდიან (ვიდრე ახლა ვყიდულობთ) ჩვენს დატბორილ, გაჩეხილ ათასობის ჰექტარზე მიღებულ ენერგიას (არაფერი რომ ვთქვათ უზარმაზარ ეკოლოგიურ ზიანზე).
და ისიც აი ასეთი პირობით:
"შუახევი ჰესის " მშენებლობა დასრულდა. კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერთან და ენერგეტიკის მინისტრთან ერთად, სტრატეგიულ ობიექტს დღეს ოფიციალურად გახსნიან.
ოფიციალური ინფორმაციით, ელექტროენერგია ზამთრის თვეებში, ენერგოდეფიციტის დროს, მთლიანად საქართველოში დარჩება. ,,შუახევიჰესის“ მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი კაშხალი შესაბამისი წყალსაცავებითა და დამბებით. ,,შუახევიჰესის“ გვირაბის ჯამური სიგრძე 38 კილომეტრია და მსოფლიოში მეორე ყველაზე გრძელი ჰიდროელექტროსადგურის გვირაბია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.
ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. პროექტის განხორციელებაზე საქართველოს 730 მოქალაქე მუშაობდა. ,,შუახევიჰესი“ 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ“ 70-ზე მეტი სოციალური პროექტი განახორციელა. ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო, ადგილობრივი თემების განვითარების პროექტებში ჯამურად ჩართული იყო 10 000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები.
"შუახევი ჰესის " გახსნის საზეიმო ღონისძიება 17 საათზე დაიწყება, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
https://ajaratv.ge/article/16882ნახეთ რა გაიძვერობაა ჩადებული: ოფიციალური ინფორმაციით, ელექტროენერგია ზამთრის თვეებში, ენერგოდეფიციტის დროს, მთლიანად საქართველოში დარჩება.
ზამთრის თვეებშიო. დეკემბრის შუარიცხვებში ამ მოცულობის კაშხალში საერთოდ არ იქნება წყლის რესურსი.
ალბათ 2 მეგავატს თუ მივიღებთ იანვრის ბოლომდე.
სულ ეს არის.
და გახსნისთანავე ჩაენგრათ გვირაბები.
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!...
...
ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
...
ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.