ამ თემაში კი აქტიურობ, მაგრამ ბუნებრივია, რომ ყველა პოსტს ვერ მიადევნებ თვალს. მე ზოგადად "არაჰესებს!" ლოზუნგს ვუპირისპირდები - რესურსი არსებობს და უნდა ავითვისოთ. უნდა ავითვისოთ ქარი (მაგრამ ფანკუნჯებს ხოცავს თურმე) და უნდა ავითვისოთ მზეც (მაგრამ მხოლოდ სახურავებზე - ამას ამბობს მწვანე ალტერნატივა).
მარტივად - არის რაღაცა რესურსი? მოდი, ავითვისოთ. აზერბაიჯანი ნავთობს და გაზს ითვისებს, ნორვეგია წყალს, ავსტრალია - მზეს. ვისაც რა აქვს, იმას.
მგონი აქამდე რაც დავწერე, ზოგადად, არავისთვის არ უნდა იყოს მიუღებელი.
მაგრამ, რაშია ახლა საქმე. როცა თეა გოდოლაძე გამოდის და ამბობს, რომ 5 მაგნიტუდაზეა გათვლილი კაშხალი და მინიმუმ 7-ზე უნდა იყოს. მერე ვნახულობ ნეტში და 5 მაგნიტუდაზე ინგრევა სოფლის ჩეჩმები მხოლოდ, ეჭვი მიჩნდება. მაქვს ამ ეჭვის საფუძველი?
რომ გამოდის მწვანე ალტერნატივა და იმპორტი უფრო იაფი გვიჯდებაო, საშუალო ფასებს რომ პოსტავს - ამ დროს კი ამ სფეროში ვმუშაობ და ვიცი, რომ ნამახვანი დღის სადგურია და დღის დენი 7.8/4.4/ან 9-11 ცენტი დაგვიჯდა თებერვალში, ეჭვი მიჩნდება. ეჭვი მიჩნდება, რომ კალკულაციაში კი არ იტყუებიან, მართლა ეგრეა, მაგრამ არაშესაბამისი რიცხვები მოჰყავთ და დეზინფორმაციის მიმართულება აქვს ამას. მაქვს ამ ეჭვის საფუძველი?
როცა ვეკითხები აქციის მონაწილეებს, კონკრეტულად იმ სოფლიდან რამდენმა გაყიდამეთქი მიწა და არ ამბობენ ცოცხალი თავით. და ენკას ინფორმაციით 99%-ს რომ აქვს გაყიდული. ამ დროს კი აქციებზე ამბობენ, რომ ნამახვანიდან და ჟონეთიდან არის ამდენი ხალხიო. რანაირად? აქაც ეჭვი მიჩნდება, რომ რაღაცა ნიტოა.
როცა აქ მკითხეს, გადამცემი ხაზის მშენებლობა თურქებთან რა შუაშია ჰესთანო, მართალი იკითხეს. მართალია, სად ერეკლე და სად ჩემი ###. აშკარად რაღაცა ნიტოა.
როცა კონტრაქტებს არ ასაჯაროებენ და ჩუმად აფორმებენ - კი ბატონო, მაგრად აშავებს სამინისტრო ამ დროს.
შენს ზედა პოსტში ნაცვლიშვილს მოვკარი თვალი. ეგ კაცი არის მემარცხენე და ბუნებრივია, რომ მსგავსი იდეები ექნება - სახელმწიფოს მეტი კონტროლი (სოციალისტი კია, მაგრამ მილიონერია თან

). ზოგადად, გასაგებია მემარცხენეების და მწვანეების პროტესტი, უბრალოდ ეგ პროტესტი პროტესტად რჩებათ - ალტერნატივას არ გთავაზობენ. ან გთავაზობენ (ქარის ენერგიას) და როცა დაიწყებ ათვისებას, გიჩივიან სასამართლოში.
მოკლედ, თუ არ დაგეზარება ამდენის წაკითხვა, გადახედე და ვისაუბროთ.