კონტრაქტი
https://drive.google.com/file/d/15wQRk_mlGr...5xnrn7xIaZ/viewპრობლემური საკითხები
კომპანიის მიწასთან დაკავშირებული უფლებები
ხელშეკრულების 3.2.6 მუხლის შესაბამისად, მთავრობა, მათ შორის, ვალდებულია:
o საკუთრებაში გადასცეს კომპანიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული „საჭირო მიწის“ ნაკვეთები;
o თუ საკუთრების უფლებით გადაცემა შეუძლებელია, გადასცეს მიწის ნაკვეთების აღნაგობის უფლებით (ორივე შემთხვევაში თითოეული მიწის ნაკვეთის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1 ლარს);
o თუ მიწას აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი, შეუცვალოს სტატუსი და შემდგომ გადასცეს კომპანიას.
ხელშეკრულების მე-5 დანართის მიხედვით, მთავრობა დამატებით:
o ვალდებულია, დაეხმაროს კომპანიას „საჭირო მიწის“ ნაკვეთების შეძენაში კერძო პირებისგან;
o აღიარებს პროექტის სახელმწიფო მნიშვნელობას და აცხადებს მზადყოფნას, დაეხმაროს კომპანიას „საჭირო მიწის“ მოპოვებაში, მათ შორის, ექსპროპრიაციის გზით.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში ტერმინი „საჭირო მიწა“, რომელთან მიმართებაშიც განისაზღვრება მიწის გადაცემასთან დაკავშირებული მთავრობის ვალდებულებები, განმარტებულია მეტისმეტად ფართოდ და მოიცავს იმ ნაკვეთებს, რომლებიც საჭიროა არა მხოლოდ ჰესების მშენებლობის, დიზაინის, ნიადაგის ამოღების და მისი შენახვისთვის, არამედ ასევე, იმ ტერიტორიას, რომელიც კომპანიას სჭირდება ბუნებრივი რესურსების (მათ შორის, ქვიშა-ხრეში) მოსაპოვებლად. ამავე განმარტების მიხედვით, საჭირო მიწის ტერიტორია შეიძლება ცდებოდეს სადგურის ადგილმდებარეობას. ამასთან, საჭირო მიწის „საჭიროებას“ ადგენს კომპანია და ამ დადგენისას მხოლოდ გონივრულობის უზოგადესი სტანდარტითაა შეზღუდული. ასევე, ფართოდაა განმარტებული ტერმინი „მიწასთან დაკავშირებული უფლებები“, რომელიც დამატებით ადგენს, რომ საჭირო მიწის ტერიტორიისთვის შეზღუდვა არის ის, რომ ის შემოფარგლული უნდა იყოს რიონის ხეობის, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის საზღვრებით. შესაბამისად, „საჭირო მიწასთან“ მიმართებით მთავრობის მრავალრიცხოვანი ვალდებულებების გათვალისწინებით, თუ, მაგალითად, კომპანია ბუნებრივი რესურსების მოპოვებას საჭიროდ ჩათვლის სადგურის ადგილმდებარეობიდან მოშორებით, თუმცა მაინც რიონის ხეობის ფარგლებში (რაჭა-ლეჩხუმის და იმერეთის რეგიონებში) და ეს მიწა იქნება კერძო პირის საკუთრება, რომელიც გასხვისებაზე უარს იტყვის, ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, ამ მიწის ექსპროპრიაციის გზით მოპოვებაშიც დაეხმაროს კომპანიას.
გარდა ამისა, პრობლემურია ხელშეკრულების მე-5 დანართის „i” პუნქტის ჩანაწერი, რომელშიც აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ მიაღწევს შეთანხმებას მიწის ნაკვეთების მფლობელებთან (პირები, რომლებიც მიწას ფლობენ
საკუთრების ფორმალური უფლების გარეშე) ქონების შეძენასთან დაკავშირებით, მთავრობას წარმოეშობა ვალდებულება აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაარეგისტრიროს თავის სახელზე. როგორც ხელშეკრულების დებულებები აჩვენებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული „საჭირო მიწა“ კი კომპანიას უნდა გადაეცეს. ეს ჩანაწერი პრაქტიკაში ნიშნავს, რომ მიწის მფლობელებს, რომლებიც უარს იტყვიან კომპანიისთვის ნაკვეთების გადაცემაზე, შესაძლებელია ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე ჩამოერთვათ მიწა, რომლებსაც ისინი ტრადიციულად იყენებდნენ.
წყლის რესურსებთან დაკავშირებული უფლებები
ხელშეკრულების 3.2.2.b მუხლის მიხედვით, კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს, აითვისოს, მიმართოს რიონის და მისი შენაკადების, ასევე მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი, როგორც ეს საჭირო იქნება პროექტის საორიენტაციო მაქსიმალური გამომუშავების მისაღწევად. გარდა ამისა, ხელშეკრულების 3.13.iv მუხლი შეიცავს საკმაოდ ბუნდოვან დაპრობლემურ ჩანაწერს, რომლიდანაც იკითხება, რომ მდინარე ცხენისწყლიდან წყლის რესურსის გადმოსროლა უნდა უზრუნველყოს მთავრობამ, კერძოდ, ამ მუხლის თანახმად, „წყლის ბუნებრივი ხელმისაწვდომობის და არსებული გვირაბის სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ წყალი მიწოდებული იქნება ცხენისწყლის მდინარიდან ნამახვანის კასკადისთვის ბუნებრივი დინებით ზემოაღნიშნული გვირაბის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს ლაჯანურის ჰესის ნაწილს“.
დამატებით, მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ მომავალში არ გასცემს არანაირ უფლებას მდინარე რიონის ზედა წელის ნებისმიერი სახით გამოყენებაზე, რასაც შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი გავლენა ნამახვანის გამომუშავებაზე, ასევე მთავრობა ადასტურებს, რომ ამგვარი უფლებები არც აქამდე გაუცია (მუხლი 3.13.ii). ამასთან, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ კომპანიას აუნაზღაურებს ყველა იმ „დანაკარგს“, რომელსაც ეს უკანასკნელი მიიღებს მესამე პირების წყლის რესურსთან დაკავშირებული პრეტენზიების გამო და ეს პრეტენზია არ იქნება გამოწვეული კომპანიის დაუდევრობით ან მის მიერ ხელშეკრულების დარღვევით.
სხვა ბუნებრივი რესურსები
მთავრობა კომპანიას ათავისუფლებს კარიერებიდან ბუნებრივი რესურსების ან სხვა ნებისმიერი ბუნებრივი რესურსებისთვის18 საჭირო ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისგან (მუხლი 3.2.4), რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანია სალიცენზიო მოსაკრებელსაც არ გადაიხდის და ბუნებრივ რესურსებს უფასოდ მოიპოვებს. ამასთან, იმავე მუხლში ნათქვამია, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ შესაბამისი საჯარო უწყება ლიცენზიისგან გათავისუფლების ბრძანებას გამოსცემს მიმართვიდან მაქსიმუმ 30 დღეში. ასევე, ეს გათავისუფლება ძალაში უნდა დარჩეს კანონმდებლობით დაშვებული მაქსიმალური ვადით. ხელშეკრულების 3.2.5 მუხლის მიხედვით, მთავრობა კომპანიას დაეხმარება, რომ შედგეს შეხვედრები, რომლის
(18 აუცილებელი პირობაა, რომ ეს რესურსები საჭირო იყოს მშენებლობისთვის.)
მიზანი იქნება გამოიყოს ელექტროსადგურთან მაქსიმალურად ახლოს მდებარე ტერიტორია მოჭრილი ხის მასალის დასაწყობად. უშუალოდ ხე-ტყის მოჭრის უფლება ამ მუხლით განსაზღვრული არ არის, თუმცა მუხლის სათაურიდან („ხის მოჭრის და დასაწყობების უფლება“) გამომდინარე, უნდა ვივარაუდო ვივარაუდოთ, რომ კომპანიას შეუძლია, თავის სარგებლობა/საკუთრებაში მყოფ ნაკვეთებზე მოჭრას ხე- ტყე, ხოლო ეს მუხლი დამატებით აძლევს სასაწყობო ტერიტორიის მოთხოვნის უფლებას - სხვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
მთავრობის პასუხისმგებლობის საფუძვლები და ფინანსური გარანტიები
სამართლის და გადასახადების ცვლილება
ხელშეკრულების 8.2.5 თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდება ცვლილება, რომელიც კომპანიის ეკონომიკურ ან ფინანსურ მდგომარეობაზე მოახდენს არსებითად უარყოფით გავლენას, მთავრობა ვალდებულია, გამართოს მოლაპარაკებები კომპანიასთან, რათა ხელშეკრულების პირობები შეიცვალოს ისე, რომ მასში აისახოს სამართლის ცვლილებით გამოწვეული შეცვლილი გარემოებები. ამასთან, ხელშეკრულების მიხედვით, გავლენა არსებითად უარყოფითად ჩაითვლება, თუ იგი იწვევს კომპანიის შემოსავლების წლიურად 1%-ით მაინც შემცირებას (ან ხარჯების ამდენივეთი ზრდას) ან ხელშეკრულების ვადის განმავლობაში - ჯამურად 5 მილიონით. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, კომპანია უფლებამოსილია, მოითხოვოს შედეგად მიყენებული „დანაკარგის“ ანაზღაურება, რადგან მოუგვარებელი სამართლის ცვლილება წარმოადგენს კომპენსირებად შემთხვევას, ან შეუძლია, შეწყვიტოს ხელშეკრულება და ასეთ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ხელშეკრულება შეწყდა მთავრობის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო (დეფოლტის შემთხვევა) და ამოქმედდება კომპენსაციის ყველაზე მკაცრი რეჟიმი.
სამართლის ცვლილების სახელშეკრულებო რეგულირებაში იკვეთება შემდეგი პრობლემური საკითხები
კიდევ უამრავი პრობლემაა ფინანსური კუთხით,დასაქმების კუთხით
ეკოლოგიური პრობლემა ერთ-ერთი საკითხია და არა ერთადერთი