NorthWestარ მინდოდა შენობით ლაპარაკი მაგრამ მაიძულებ, ვერ გავიგე რას მკბენ, რამე დაგიშავე? პიროვნულზე რატო გადმოდიხარ, არ გიცნობ, არ მიცნობ, საერთოდ რა გინდა?
რატო მაბრალებ ხალხის ლანძღვას, ხალხისთვის არანაირად არ მიმიყენებია არასდროს შეურაცხყოფა - იმ ხალხმა (ანუ დასავლელი პოლიტიკოსები ვიგულისხმე) ვერ შეიგნო, რომ ამ ველურებთან (ანუ ჩვენს ხელისუფლებასთან) აზრი არა აქვს კეთილგონივრულ მოწოდებებსთქო.
ასევე, კონსტიტუციის თავზე გადახევად არ მიმაჩნია თუ მიშელმა ღარიბაშვილი ოპოზიციასთან ერთად მაგიდასთან მიიწვია მოლაპარაკების მიზნით, არაფერი არაა ამ ფაქტში კონსტიტუციასთან შეუთავსებელი. ვერც ღარიბაშვილს შევატყე გაეპროტესტებინოს ხიხია ევროპა ჭკუას გვასწავლისო, პირიქით მადლობები იხადეს ყველამ ერთად.
ეს ერთი და მეორე, რა შუაშია ამ თემასთან თიბისი?
რა შუაშია თიბისის გაპრავება, ბანკების თემაში იუზერების კითხვებს რო ვპასუხობ ეგ რამის გაპრავებაა? ან თიბისი რა ტერორისტული ორგანიზაციაა? რაღაც ისეთი ირონიით და ზიზღით რო მოიხსენიებ.
ბრიტანულ საზოგადოებაში გასწავლეს საბანკო სისტემის დევნა ცეცხლით და მახვილით? ბოლშევიკური სულისკვეთება არა მგონია იქ მოგიწონოს ვინმემ.
თუმცა ეგ შენი საქმეა და შენი პრობლემაა, რაც გინდა ის იფიქრე და ილაპარაკე.
გთხოვ ნუ მომმართავ ნურასდროს და არც მე შეგაწუხებ.
თუ რამე პრეტენზია გაქვს პიროვნულად, აქ ფორუმზე არაა აგრესიის რეალიზაციის და ურთიერთობის გარკვევის ადგილი. როცა ჩამოხვალ საქართველოში მობრძანდი და პირადად შეგხვდები და მოგისმენ რა პრეტენზია გაგაჩნია, არ მაქვს პრობლემა. კი იცი სადაც უნდა მეძებო.
This post has been edited by spider77 on 3 Mar 2021, 14:11