მელია შეიძლება მართლა დამნაშავეა, რა მტკიცებულებებია მაგის წინააღმდეგ და საკმარისია თუ არა კანონით დამნაშავედ გამოსაცხადებლად არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკური ნიშნით რომ ზის, ფაქტია.
სხვებსაც ედავებოდნენ იგივეს და სხვები დაჭერილი ყავდათ კაი ხანია.
და ნაცები პარლამენტში შესვლაზე რო დაეკეფრათ, კაციშვილი არ გაიხსენებდა მელიას საქმეს, დაედებოდა მტვერი.
ვერ დაკერეს და მერე გაახსენდათ კანონი.
დამნაშავე თუა მელია, დაპატიმრება სწორიცაა, მაგრამ პოლიტიკური ნიშნით რო ხდება სამართლის აღსრულება ეგ ცუდია.
ერთის მხრივ თვითონ კონკრეტულად მელიას დდშ (მეტად არ განვავრცობ, ახლახანს გამივიდა ბანი) და მეორეს მხრივ ქოცი ვითომ კანონის აღმსრულებლების, მაგრამ ქვეყნის იმიჯს ურტყამს ეგ.
ისედაც დედა გვაქვს ნატირები და მართლა თუ დაიჯერა ზოგმა დასავლეთში, რომ პუტინის რუსეთის მსგავსი საქართველო გვაქვს და მელია ქართველი ნავალნია, დაგვაზიანებს უფრო.
არადა სასაცილოა, ნავალნის რო ეუბნებოდნენ 10000$ გადაიხადე და გაგიშვებთო

ხო და გაიკრას ვინმემ ხელი ჯიბეზე და გადაუხადოს მელიას გირაო.
ნაცები არ გაიკრავენ, აწყობთ წივილ-კივილისთვის და დემაგოგიისთვის.
ქოცებიც არ დაიხევენ უკან, პრინციპულად მაგარი ტიპების როლში არიან.
მაგრამ ვიღაცა მაინც არ არსებობს ქვეყანაში, ნაცებიც რო ეკიდოს, ქოცებიც და ის გირაოს თანხაც სემიჩკის ფული იყო და გადაიხადოს ქვეყნის იმიჯის შელახვის შესაჩერებლად...
რომელიმე მიშას დროს წამებულმა ბიზნესმენმა მაინც გადაიხადოს, გააბანძებდა ნაცებს

სანქციებიო და რომელ ქოცხელისუფალს დაედება სანქციები ან გინდაც დაედოს, ჩვენ რა ხეირი.
ბერა თუ საგულაოდ ვეღარ ჩავა ვაიკლიფთან ელეიში, ჩვენ რა მაგით.