არ მესმის, ტექნიკური ხარვეზი აქვს ჩემს PC-ს. არ მესმის და არც მაინტერესებს, არც ვიკითხავ იმიტომ, რომ არ მაინტერესებს.
რამდენი გადაცემაც არ უნდა ჩაიწეროს, ყველაზე მთავარი რჩება ყურადღების მიღმა. რისიც მეშინოდა, კვლავ იგივე და უარესი ხდება.
ვერავინ ვერ ხედავს იმ მძიმრე რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით. ყველა ყველაფერს აფასებს ზედაპირულად, ფიქრობენ რომ უფლება აქვთ.
უფლისმიერი მისია თანამდებობზე დანიშვნა-გადანიშვნა კი არ არის, რომ დღეს ერთი დანიშნო, შენს ნაცვლად სხვას გადააბარო, თავიდან აიცილო...
როგორც თითოეული სახელმწიფოსთვის, ისე თითოეული პირისთვის, როცა არსებობს მისთვის განსაზღვრული გზა, თავისუფალი არჩევანი არ არსებობს.
მერე... რამდენი ხანი ვიბრძოლე, რამდენი ვილაპარაკე და ვწერე... მაინც იგივე ხდება უფლის ნების საწინააღმდეგოდ.
პოლიტიკაში რომ მქონოდა მოსვლის სურვილი, ვინ დამასწრებდა? არასოდეს ვუსურვებდი საკუთარ თავს, ამ ბინძურ სივრცეში გარევას და
რამდენჯერაც უარი ვთქვი არც მაშინ და არც მერე, არასოდეს მინანია. ჯერ კიდევ 22 ასაკში შემეძლო პარლამენტში შესვლა, როცა მქონდა
შემოთავაზებები, მერეც. სულ ვამბობდი უარს იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო, ვიდრე არ მოხდა განსაკუთრებული დაშვება უფლის ნებით -
ისიც ხანმოკლე დროით და ერთადერთი მიზნით: მათ დასახმარებლად, ვინც ჩემს გარეშე იმ ნაბიჯებს ვერ გადადგამდა, რასაც ვერ გადადგამს.
ვინ დამაცადა. არც სკამი მითხოვია, არც ძალაუფლება მითხოვია, არც ფული მომითხოვია და არც ამიღია (ჩემსას ნუ მართმევენ ოღონდ

).
რაც არის სწორი და გამართლებული უფლისმიერად, იმას ვითხოვ. მესმის, რომ ჩემი გზით სიარული ურთულესია, მაგრამ ეს გზა მხოლოდ ჩემია.
ვიმეორებ ამდენი ხანია, გამოფხიზლდით. არ გაეკაროთ ამ ბინძურ ძალაუფლებას, რომელსაც ჰქვია პოლიტიკური მმართველობა ზოგადად, ყველგან.
არ შეეხოთ, არ გაისვაროთ, ვიდრე ძირფესვიანად არ შეიცვლება საწყისი მოტივებიდან ქართული პოლიტიკური მმართველობა, როგორცაა უფლის ნება.
რისთვის დარჩა ოპოზიცია გარეთ? მიტინგების მოსაწყობად თუ საიმისოდ, რათა შემდგარიყო ერთობა, რომელიც იფიქრებდა: რა სჭირდება ჩემს საქართველოს?
ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან და ბერა ივანიშვილი მოდის? რატომ წავიდა მამა და რატომ მოდის შვილი ამ ურთულეს მოცემულობაში?
თუ რაღაც ვერ გავიგე სწორად?

ვის ინტერესებში შედიოდა ბერას სახელთან შეხება? საერთოდ თუ აქვთ წარმოდგენა, რას აკეთებენ?
ჯოხს ვისზე ტეხავენ? სად არის მამა ივანიშვილი და რას აკეთებს ამ დროს? არავინ არ იფიქროს, რათა ხელში ჩაიგდოს პოლიტიკური ძალაუფლება,
ვიდრე ყველა თავის მისიას არ შეასრულებს უფლის, ქვეყნის და ხალხის წინაშე. დღევანდელი რეალობა ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკურ სივრცეში,
სათამაშო მდგომარეობა არ არის. ჩვენ ყოველთვის ვიყავით საფრთხეებში, დღეს მითუმეტეს. მთელი მსოფლიო საფრთხეშია და ჩვენ არ ვართ გამონაკლისი.
ამიტომ ექსპერიმენტები და თვითშემოქმედება პირადი ინტერესებით უკვე დაუშვებელია. იფიქრეთ და იმოქმედეთ უფლის ნებით და სახელწმიფოებრივად.
This post has been edited by Катеньки on 6 Mar 2021, 16:51
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.