ცუდად გაზრდილი შვილების პრობლემა, გაცილებით უფრო ფართოა და დიდია ვიდრე შენ შეგიძლია გაიაზრო. . . .
პირდაპირ კავშირშია ნეპოტიზმთან და მოიცავს:
ე.წ. თვითმფრინავის ბიჭებსაც, რომელთა ჩანადინარის "გაპრავებაზე" 40 წელია ჩალიჩობენ და ბოლომდე მაინც ვერ გააპრავეს.
მიშას შვილსაც, რომელსაც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაუფინანსეს სწავლება, მიუხედავად იმისა რომ ბებია მილიონერი ჰყავს.
შალიკოს შვილსაც, რომელსაც ცოტა ხანში მამამისი ლეიბორისტულ პარტიას შ.პ.ს.-სავით გადაუფორმებს და მერე ეგ პარაზიტი გეყოლება სარჩენი.
ნინიას ზუკასაც, ერთხელ რომ ჩაუწყო დანაშაულის პატიება და მეორედ ახანჯლა ვიღაცა. . .
ჟვანიას ბუსასაც, დღეს თუ ხვალ რომ გამოუშვებენ.
მარგველაშვილის სიძესაც, სიმამრი რომ გამოადგა. . . .
და.ა.შ.
ძალიან, ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია.
ვაღიარებ, მეგონა რომ ივანიშვილი შვილს უკეთესად გაზრდიდა. თუ არა, რა ხეების გაზრდა აუტყდა, შვილი ვერ გაუზრდია.
აქ ჩამოთვლილი შვილების მშობლები (განსაკუთრებით პარტნომენკლატურის და ელიტარული ზედაფენის ნაბიჭვრები) ისეთივე ნაბიჭვრები იყვნენ ჩემი თაობისთვის (და შეიწირეს კიდეც ჩემი თაობა და ჩემი ახალგაზრდობა მაგათ და მაგათმა მშობლებმა), როგორც იმ ვიღაცა დაბულინგებული და დახანჯლული დღევანდელი ახალგაზრდებისათვის ბერა, ბუსა, ზუკა, გოკა თუ ბუკა (ზუსტად არ მახსოვს რჩეულიშვილის ნაბიჭვარს რა ჰქვია), კუსა და რა ვიცი კიდევ. . . .
შენ მარტო ივანიშვილს ხედავ, მე მთლიან სურათს ვხედავ.
შენ მარტო ექსცესებს ხედავ, როდესაც ეგეთი ნაბიჭვრები მთლად თავზე გადაიჯვამენ და ყველანაირ ზღვარს გადადიან. მაგასაც ვერ ხედავ, მარტო ივანიშვილზე გაქვს გართულება.
მე მთლიან პროცესს ვხედავ, მაგათ ხელში როგორ გადადის თაობიდან თაობაზე ეს ქვეყანა.
ამასწინათ ერთმა ნაცთანაჰუზერმა წამაყვედრა, პირველად ნაცებმა ჩართეს "სოციალური ლიფტებიო" (იმასაც ვერ მიხვდა, რომ თვითონვე აღიარა, რომ მანამდე ეგაც არ იყო).
ეხლა ქოცებმა გამორთესო (ეს ტყუილია, არაფერიც არ გამოურთიათ) . . . .
იქ აღარ ვუთხარი (ქალბატონი იყო) და აქ ვიტყვი. . . .
ტრაკში გაიკეთონ ნაცებმაც და ქოცებმაც ის "ლიფტები" და ზედ ექსკალატორი მიაყოლონ კიდევ.
მე აღარც ლიფტები მინდა და აღარც პარაშუტები. . . .
მე თანაბარკონკურენტური და ნეპოტიზმისგან თავისუფალი გარემო მინდა. . . .
ჩემთვის არა, მე უკვე გაღმა ვარ გასული.
მომავალი თაობისთვის მინდა.
ჩემი მოწაფეებისთვის მინდა.
შენ ამ მოთხოვნაში ჩემი მოკავშირე არ ხარ.
შენ "ლიფტი" გინდა და ნეპოტიზმი გინდა, ოღონდ შენთვის, შენი მხარდაჭერილი პარტიისთვის და მერე შენი შვილებისთვის (თუ გყავს, არ ვიცი რამდენი წლის ხარ). . . .
შესაბამისად, მე და შენ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვდგავართ.
ივანიშვილი წასულია, თუ ამას ვერ ხვდები შენი პრობლემაა.
ქოცები დამარცხებულები და გადააბარებენ ხელისუფლებას.
მაგრამ ვის გადააბარებენ მე კარგად ვხედავ.
საიდან ვხედავ?
უმარტივესია. . . .
ტყუილად არ ვწერდი, არჩევნების წინ, არცერთი პარტია არაფერს ამბობს ნეპოტიზმზე მეთქი. . . .
ამ "რასკლადში", მე რა თქმა უნდა ქოცები მირჩევნია ნაცებს.
რატომ მირჩევნია, თუ კარგად გაიაზრებ ჩემს პოსტს, მიხვდები.
This post has been edited by karlsoni on 7 Mar 2021, 18:55
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/