ვადასტურებ, რომ არ მომისმენია ჩანაწერები. არც ვაპირებ. კომენტარს ვერ გავაკეთებ.
მაგრამ მოდით, დავალაგოთ ყველაფერი თანმიმდევრულად და მოვიყვანოთ წესრიგში.
რა გამოგვრჩა?
***
ირაკლი ღარიბაშვილიპოლიტიკურ კარიერამდე
2004–2005 წლებში მუშაობდა „ქართუ ჯგუფის“ კომპანია ბურჯში. 2005-2008 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტის თანაშემწე.
2006 წლიდან 2012 წლის 14 თებერვლამდე იყო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წელს ირაკლი ღარიბაშვილი
იყო საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი. 2007-2012 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. სწორედ ამ პერიოდში „ქართუ ჯგუფში“ მრავალი მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პროექტი და პროგრამა განხორციელდა
კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, სპორტის, ჯანდაცვის, სოციალურ და სხვა სფეროებში.
***
ანზორ ჩუბინიძეhttp://ssps.gov.ge/geo/static/67სახელი, გვარი: ანზორ ჩუბინიძე
დაბადების თარიღი, ადგილი: 03.08.1971წ. ქ. თბილისი.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი
წოდება: სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი
განათლება:
1988-93 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სპეციალობით ავტომატიზირებული
პროექტირების სისტემები მშენებლობასა და არქიტექტურაში;
სამუშაო გამოცდილება:
11.12.2014 წლიდან დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად;06.02.2014 წწ. საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია; საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია;
2013-2014 წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
2006-2013 წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ს.ს.ი.პ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;2004-2006 წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ნავთობსადენებისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველო;
1998-2004 წწ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია;
1996-1998 წწ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფი „ომეგა“;
1994-1996 წწ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია.
***
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტიიგივე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ს.ს.ი.პ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
https://125.ge/geსაჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
https://matsne.gov.ge/ka/document/view/59884?publication=0თავი II
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2.
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა
მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების სისტემის განვითარებისა და განმტკიცებისათვის ხელის შეწყობა.
2. ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულების საფუძველზე:
ა) ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას;
***
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიhttp://ssps.gov.geსაქართველოს კანონი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
https://matsne.gov.ge/ka/document/view/32950?publication=22თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი
ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
ამ კანონით მინიჭებული უფლებებით და ამავე კანონით დაკისრებული მოვალეობებით.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების შტოების, აგრეთვე მათი თანამდებობის
პირთა ფიზიკურ დაცვას
მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანა
დ) საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო
ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მნიშვნელოვანი პირები;
ბიძინა ივანიშვილი იმ დროისთვის უკვე ითვლებოდა საქართველოში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მნიშვნელოვან პირად.
სტატუსიდან გამომდინარე მას შეეძლო ესარგებლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მომსახურებით, მიუხედავად იმისა:
1) იყო თუ არა პოლიტიკური თანამდებობის პირი (2012 წლის 21 აპრილს ივანიშვილმა დააფუძნა პარტია ქართული ოცნება);
2) ჰქონდათ თუ არა საქართველოს მოქალაქეობა მას და მისი ოჯახის წევრებს.
This post has been edited by Катеньки on 9 Mar 2021, 18:48
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.