ეხლა მოვუსმინე მთლიან ინტერვიუს, რადგან მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ რამე მსგავსი თქვა სტალინზე და მოდი მოდერთან დაგარეპორტებ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის და თუ ქართულის არასაკმარისი ცოდნაა ამ ბოდვის მიზეზი, დაე შენი პრობლემა იყოს
სტალინზე ამბობს შემდეგს
1. "ქართველები იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რადგან სსრკ-ს მართავდნენ ქართველი ლიდერები. სტალინი, ბერია, ორჯონიკიძე და ა.შ.
პრივილეგირებულები არა იმ გაგებით, რომ რამეს მეტს აძლევდნენ, არამედ იმ გაგებით, რომ ქართველები მართავდნენ."
ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ქართველებს უსწორდებოდათ ზემოდან ყურება სხვა ბანძი რესპუბლიკების ერებზე და ესეც არის.
თქვენ რომ წარმოიდგინოთ, რომ 21 წელს წითელმა არმიამ დაგვიპყრო და ისევ რუსეთის ფარგლებში მოგვაქცია და ამ დროს ქართველები მოდიან ხელმძღვანელ თანამდებობებზე და აქეთ-იქით ვიღაცეებს ხვრეტენ
ეს გაუჩენდათ ქართველებს იმის იმედს, რომ როდისღაც ეს ქართველი სტალინი გაათავისუფლებდა საქართველოს რუსეთისგან
2. სტალინმა დაიწყო საქართველოშიც ვიღაცეების დაპატიმრება და დახვრეტა. მაგრამ არსებობდა ხალხი, ვისაც არ ეხებოდნენ, როგორებიც იყვნენ გალაკტიონ ტაბიძე(დროშები ჩქარა) და ა.შ. რაც ხალხს აფიქრებინებდა იმას, რომ სავარაუდოდ, ვისაც სტალინი ხვრეტდა, მართლაც დამნაშავეები ყოფილან, რადგან აი ამათ მაგალითად არ ეხება. ესე იგი, ამათ არაფერი დაუშავებიათ.
ყვება როგორ დააბრუნეს ციხიდან თავისი ნათესავი და მაგისი მაგალითითაც ადასტურებს, რომ ხალხმა ამ ნათესავის დაბრუნება მოთარგმნა, როგორც გამოძიების შედეგი. გამოიძიეს ამისი საქმე, აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა დამნაშავე და გამოუშვეს
ესე იგი, ხალხს ეგონაო, რომ სტალინს ცუდი განზრახვა არ ჰქონია, არ ყოფილა საქართველოს მტერი და თუ ვინმეს კლავდა და გადაასახლებდა, ჰქონდა ამის მიზეზი
1924 წელს მოვიდა სტალინი და 37 წელს იყო ცნობილი რეპრესიები
ჩვენ თვითონ შევარდნაძეს მთელი 70-8-იანი წლები ველდებოდით და მერე 90იანებში კიდევ 10 წელი ველოდეთ სტაბილიზაცია-მაბილიზაციას ვუსმენდით, სააკაშვილს 9 წელი ველოდებოდით და ბიძინას 12 წელია ველოდებით და სტალინს რომ დალოდებოდნენ, რა გასაკვირია
ანუ ამ განწყობას ხსნის ხალხის არაინფორმირებულობით
რაც ეწინააღმდეგება დათიკო თოლორდავას გამოტანილ დასკვნებს
3. 30იანი წლების რეპრესიების შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, რამაც კარგად მოუსწრო სტალინს და მის მიმართ ნდობა გაამყარა
მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ მოვიდა ხრუშჩოვი და 1956 წელს გამოუცხადა ხალხს, რომ სტალინი ყოფილა დამნაშავე
ამის გასაპროტესტებლად გამოსლან ომის ვეტერანები და აპროტესტებდნენ სტალინის სახელის შელახვას, მაგრამ ამის შემდეგ ეს ვეტერანები ჩაუნაცვლებიათ ახალგაზრდებს, რომლებიც მოითხოვდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას
ეს ხალხი დახოცეს
და მაღაზიებში შემოიტანეს ასიტრინები და სხვა ძვირფასი საკვები პროდუქტებიო
ვა, ხედავთ თქვენ, თურმე ხალხი ისე მაგრად ცხოვრბდა, რომ მაღაზიაში პროდუქტები შემოიტანეს და ეგრევე მოიქრთამნენ

ეგეც თქვენი კარგი ცხოვრება სსრკ-ში
ეგ მაშინ კი არა 80იან წლებშიც ესე იყო. კანფეტი არ იყიდებოდა მაღაზიებში. დათუნია შოკოლადი ლევად უნდა გეშოვა და მაღაზიაში იყო დაჭყლეტილი და გაქვავებული პავიდლოიანი კარამელი
ტანსაცმელი არ იყიდებოდა, ტუალეტის ქაღალდი არ იყიდებოდა, ლიფები არ იყიდებოდა, მე პირადად მკერდი რომ გამეზარდა, ლიფი არ იყიდებოდა და დაგლეჯილი მეცვა
არც მენსტრუაციის საფენები იყიდებოდა, სპეკულიანტებთან უნდა გეყიდა კბილის პასტაც. მაღაზიაში კბილის ფხვნილს იყიდიდი.
მაგარი ქვეყანა იყო ძალიან
ვიდეოს დასაწყისში ამბობს ამ ყველაფერს და მოუსმინეთ, ვისაც არ გჯერათ
ბოლოშიც საინტერესო ამბებს ყველა აშშ-ს და სსრკ-ს შეთანხმებაზე, რომ აშშ-ს ჰქონდა მოლაპარაკება გორბაჩოვთან, რომ სსრკ-დან უნდა გაეშვათ ბალტიისპირეთის ქვეყნები და დანარჩენები უნდა შემოეერთებინა ისევ რუსეთს და ამის გამო გაუტრაკეს გამსახურდიას.
სხვათაშორის ჩემი მოსაზრება იმაზე, რომ აშშ რუსეთივით ქვეყანაა და ნაციონალური შეგნებების არაფერი გაეგება და ამიტომ ევროპაზე უნდა ავიღოთ ორიენტაცია და არა აშშ-ზე ამითაც გამყარდა.
სწორედ ამიტომ შეძლეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უსისხლოდ სსრკ-ს შემდეგ ცხოვრების გაგრძელება და არა იმიტომ რომ ჩვენ ვართ დებილი ერი
Saturnდეზინფორმაცია
არც ეს უთქვამს, რომ მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობა არ ყოფილა, ანუ სსრკ-ს მომხრე ყოფილა ყველა, რაც რუსული პროპაგანდაა
ასე რომ, დაბანე
This post has been edited by gramatikikina on 26 Jan 2024, 00:12