#57833754 · 26 Apr 2021, 07:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
temotab
| QUOTE | ის რომ პორტი წამგებიანი იყოს - გაცილებით დიდად ალბათურია ვიდრე ის რომ ჰესი იყოს წამგებიანი ანუ ეგ პორტი გაურკვეველია იქნება თუ არა მომგებიანი, როცა ჰესი ვიცით რომ მომგებიანია პრაქტიკულად ყოველთვის |
სწორი ლოგიკაა. გამართული, ვიტყოდი, წელში გამართული. ასი პროცენტით გეთანხმები, ჰესი ყოველთვის მომგებიანია. ამიტომაც კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ააშენებს, გადასცემს 20 წლიანი მართვით კერძო კომპანიას. ოღონდ აბსოლუტურად გამჭვირვალე რევიზიით ყოველ 3 თვეში. აშენების და ექსპლუატაციაში გაშვებიდან სამ თვეში დაიცალოს ენგურჰესის დატბორილი ნაწილი და მთელი მოსამსახურე პერსონალი გამოეშუროს ნამახვანჰესზე. სპეციალისტები გვყავს, მადლობა ღმერთს. ჩახსნან აფხაზებმა მაინერები, სულ არაა სჭირო უფაასოდ ვკვებავდეთ დედანაქაჩ სეპარატისტებს. ენგურჰესის ჩასანაცვლებლად ღირს 400 მილიონის დახარჯვა. უნდათ ელექტროენერგია, ჩაებან საერთო ქსელში. ერთ თვესაც არ გადაიხდიან, ჩავუხსნით და მორჩა...
This post has been edited by omerta on 26 Apr 2021, 07:18
|