იაგო კაჭკაჭიშვილი: ბერას „გამპრავებლები“ ვერ იჯერებენ, რომ ძალადობა შედგა, „ორი გვამის“ ნახვა უნდათ
მისი თქმით, დღესაც ჩვეულებრივ ნორმად ითვლება ფსიქოლოგიური ძალადობა და ტერორი.
“მსხვერპლი სად არის, გვაჩვენეთ აბა?” – ნიშნის მოგებით კითხულობენ ბერას და მისი “დამკაჩავებელი” კომპანიის გამპრავებლები. “ორი გვამის” ნახვა უნდათ, ისე ვერ იჯერებენ, რომ ძალადობა შედგა.
ხედავთ, სად ვართ დღესაც? ფსიქოლოგიური ძალადობა და ტერორი რომ ჩვეულებრივ ნორმად ითვლება. მთავარია, რომ სისხლი არ ჩანს!” – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.
შეგახსენებთ, შაბათს “ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.