ზაზა ნოზაძეს პატივს ვცემდი როგორც ნიჭიერ ადამიანს რეჩიტატივის ამბავში. მსახიობია და აშკარად სხვებზე უკეთ გამოსდის. განათლებაში მოიკოჭლებდა და ცოტა მდაბიო ტექსტები ჰქონდა უმრავლესობა, მაგრამ მოქნილი პირის აპარატის გამო მაინც ღირდა მოსმენა.
თუმცა ნელ-ნელა აშკარა იყო მისი ფრენების ხარისხის კლება. იმატებდა ვიდეოების ხარისხი, მაგრამ ეცემოდა ტრეკების ხარისხი. ჩემთვის უკვე აშკარა იყო რომ SF-x დამთავრებული იყო და დროის ამბავი იყო მისი გაქრობა.
მერე მოხდა საოცრება, მან ბერა გადისა და ინტერვიუშიც დაადასტურა იგივე. და როცა ყველას ეგონა რომ ამ ამბავმა ჩაიარა, ნოზაძემ გააძრო ახალი ტრეკი ბერასთან ძმობაზე და ჩახუტებაზე

ცხადია გამოშტერდა ყველა მისი მსმენელი. მაშინ არავინ იცოდა ასე უცბად რა შეიცვალა.
ახლა ცხადია რატომ ამოტრიალდა ნოზაძე ასე რადიკალურად. აიძულეს ფაქტიურად, დაჩაგრეს.
რაც არ უნდა ილაპარაკოს დღეს, ვერ გაასწორებს მთელს ამ სიტუაციას - ჯერ დაცინვას და მერე ძმობის შეფიცვას. მიუხედავად იმისა იყო თუ არა ძალადობა ზაზაზე, ფაქტია რომ ზაზა ან შინაგანადაა სუსტი ან გონზე არ არის თავად რას აკეთებს და არ აქვს ჩამოყალიბებული პრინციპები ცხოვრებაში. დგას და რაც პირზე მოადგება ამბობს და რადგანაც ჰაერზე ისვრის სიტყვებს, მისთვის ამ სიტყვების უკან წაღებაც არ არის რთული. თავის თავში ალბათ ფიქრობს რომ მართალია

ინფანტილიზმია.
ბოლო 1-2 წელი ზაზა თითქმის ყოველ 3-4 კვირაში ახალ ტრეკს დებდა ხოლმე. ისეთი სიტუაცია იყო, თითქოს ეჯიბრებოდა ტრეკების ხარისხით მისსავე "კოლეგა" FuLA-ს. ბევრჯერ ორივეს ერთსა და იმავე დღეს დაუდია ახალი ტრეკი. მერე მიდიოდა ხოლმე ვიდეოს რეიტინგების შედარება და ამბები.
ბოლოს უცებ შეწყვიტა ზაზამ ახალი ტრეკების დადება. იყო რამდენიმე კვირიანი პაუზა. და ჰოპლა, ნოზაძე მოგვევლინა ახალი იმიჯით - პროექტი "ზაზები" - ვიდეო კლიპები მაღალი ხარისხით, დახარჯული ბევრი ფულით და აშკარად პროქოცური ტექსტებით.
ასე გაიყიდა ჩვენი ყოფილი SF-x. თავისი ჰიპჰოპ იდენტობაც მშვენივრად დაახურდავა და გადაიქცა უბრალო ზაზა ნოზაძედ. იუტუბ არხზე და ფეისბუკ ფეიჯზეც შეცვალა სახელები.
ვისაც ამის მერე კიდევ რამეში ეჭვი გეპარებათ, პრობლემა გაქვთ აზროვნებაში.
ზაზა კიდევ ამაყად ჩაეწერა ქოცელიტაში და სულ ###ზე ჰკიდია რას ვფიქრობთ მასზე. ნუ არ ჰკიდია ბოლომდე, მაგრამ ფულის წყალობით ცოტათი ატარებს.
უპრინციპო, ფულზე დახამებული, ნიჭგამოლეული ინფანტილია.
პ.ს. ის კი არ იცის ბერასთან ძმობა ყოველთვის ბერას მიერ მისი ნაძმობის დაპაშოლებით რომ მთავრდება

როგორც კი რამე არ მოეწონება უფლისწულს, ეგრევე გააჯმევინებს. მერე ვნახავთ ბოდიშების მეორე სერიას ზაზასგან. ახლა უკვე საზოგადოების მისამართით. აგერ ნახავთ თუარა.
This post has been edited by Grows on 11 Mar 2021, 13:12