#57637963 · 13 Mar 2021, 16:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kush
QUOTE | ჩემო კარგო ინტელიგენტო, ევროპაში და ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში სიტყვა ######, ღლე, ტრაკი, და ასე შემდეგ გამოიყენება ჩვეულებრივი დიალოგებში ტელევიზორებიდანაც წამყვანები ჩვეულებრივ ხმარობენ, იუმორულ გადაცემაში თუ ჩვეულებრივ დისკუსიებში, მატრო საქართველოში არის როგორც საბჭოთაკავშირში ტაბუ დადებული ცენზურა ტელევიზიებიდან და ამორალურად და უზრდელობად მიჩნეული, თუ ტრაკი ან ღლე ან ###### ახსენე, 21 საუკუნეში სიტყვები აკრძალო ეს არის მარაზმი და ამორალურობა და უზნეობა და პირდაპირი დიქტატურა, მეფეა თუ ვინ ჩემი სკუმბრიაა ადამიანმა მე სიტყვის თქმა ამიკრძალოს?! |
ანუ თქვენდაუნებურად აღიარებთ, რომ 21-ე საუკუნე ცხოველური საწყისებისკენ მიმავალი ხანაა მთელ მსოფლიოში და ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ, ხომ? გამოდის, რომ თქვენ მომხრე ხართ თავშეუკავებლობისა, თავდაუჭერელობისა, იგივე უზრდელობისა და რეგვნობისა. მაშ, კულტურა რაღაა? მხოლოდ წიგნი-ნახატი-მუსიკა-არქიტექტურა? ნებისმიერი ინდივიდი, რომელიც მიჩვენებს საკუთარი ქვეყნის კულტურულ მიღწევებს, მიყვება მისი საამაყო ისტორიული განვითარების ეტაპების შესახებ და უცებ ცხვირწინ გამიკუებს, ან მეტყვის - ბოდიში, ### მეფხნებაო, ამავე ქვეყნის საამაყო კულტურა იმწამსვე ცალკე წავა, ხოლო მოსაუბრისა - ცალკე... ცუდად არ გამიგოთ და, თქვენნაირებმა გახადეს სწორედ ევროპა ერთ დიდ მუზეუმად, სადაც წიგნი, მუსიკა, მხატვრობა და არქიტექტურა აბსოლუტურად სხვა განზომილებაში დარჩა, ხოლო მისი პატრონი ერები კი იმ მომვლელებს დაემსგავსნენ, რომლებიც მხოლოდ ინსტიქტურად გრძნობენ მოსავლელ ობიექტებს და საჭიროების შემთხვევაში, ბუნებრივ მოთხოვნილებებს სიამოვნებით დაიკმაყოფილებენ ნებისმიერი ტაძრის კედელთან... კულტურას, რომელიც ყოველთვის თავშეკავებასთან ასოცირდება, დრო და საუკუნე არ გააჩნია. ის ისევეა სივრცეში განფენილი, როგორც უკულტურობა და უზნეობა. გააჩნია, შენ რომელს შეისრუტავ.
QUOTE | სიტყვები აკრძალო ამას არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ აკეთებენ დრეს 21 საუკუნეში, და 21 საუკუნე ხაზი იმიტომ არის გასმული რო სოციალური ქსელის ეპოქაა და ყოველ დღე ახალი სოციალური სივრცეები და პლათფორმები იქმნება სადაც თავად ვერც ამერიკა და ვერც რუსეთი ვერ უწევს კონტროლს |
სიტყვები კი არა, შვილო (ძმაო), ზოგიერთი სიტყვის მთქმელია ასაკრძალი. ნუ მაცინებთ, რა. სირცხვილი რაღაა მაშინ? თუკი ცენზურა სირცხვილია, მაშინ ბარემ დადექით საოხრეამოგდებული მარჯანიშვილის თეატრის წინ და მოითხოვეთ გამოხატვის თავისუფლება! დედა მო#$^^&... შენი დედის #%^%^&*#$% #%^@#$*... 21-ეში გაპრავებული ფრაზებია? სოციალური ქსელიო, რომ დაგიჩემებიათ, რა პრივილეგიაა? ე.ი. კლავიატურას ამოფარებულისთვის ყველაფერი დასაშვებია? ან რა კონტროლი უნდა გაუწიოს გინდაც ამერიკამ, გინდაც რუსეთმა, თუკი შენ თავად არ უწევ თავს კონტროლს... მთავარი ისაა, რომ შენ, kush-მა გააკონტროლო საკუთარი თავი, თუკი კულტურა გაგაჩნია, თუკი პატივს ცემ საკუთარ თავს და მერე სხვასაც - ქალსაც და ბავშვსაც. ხოლო იმ გარემოში, სადაც ქალიც და ბავშვიც მაგდაგვარი უკულტურობის მსხვერპლია, იქ თქვენნაირთა (პირობითად) არსებობა ნამდვილად გამართლებულია. მაგ შემთხვევაში დაგეთანხმებით. გარყვნილ სოციუმში კი თავდაჭერილი და ზრდილობიანი კაცი ნაღდად თეთრი ყვავივით გამოჩნდებით და ეგ უფრო დიდი სირცხვილი იქნება, ვიდრე საცენზურო ტერმინოლოგიით საუბარი... QUOTE | არა და სინამდვილეში ყველა მძღნერში ზის 98% საქართველოშ მოსახლეობა ხიხომ ძღნერში ჩასვა! წერტილი. |
საკამათოა. ვისთვის - როგორ. დიდი ნაწილისთვის ხიხო მხსნელია ასე რომ, ეგ თქვენი აზრია და არა უმრავლესობის. QUOTE | მადლობთ ინტერესის გამოხატვისთვის, კაი კითხვა დასვით. |
ასევე თქვენც დიდი მადლობა გამოპასუხებისთვის.
|