ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არც ჩანაწერები მოგისმენიათ და არც 2011 წლის თემები წაგიკითხავთ მაგ საკითხზე, თან ისე მელაპარაკებით, თითქოს მე ვიყავი იქ ასული.

))
რაც მოვისმინე და წავიკითხე იმას ვამბობ, თვითონ წერდა ადამიანი: უბნის ინსპექტორთან ერთად მოვიდნენო, დამელაპარაკნენო, გაერკვნენ, მომიბოდიშეს და წავიდნენო.
იმ ტიპთანაც, კოჭების დახრეტით რომ იმუქრებოდა, ეგრე იყვნენ ასულებიო, მშობლების და მეზობლების თანდასწრებით ულაპარაკიათ, დასაქოთი კი ბატონო, მე თუ მკითხავთ
იყო, მაგრამ რომ ეცემათ წარმოგიდგენიათ ახლა რა ამბავი იქნებოდა ატეხილი?

))
თან ეგ ანზორი არ ჩანს სულელი კაცი, ღარიბაშვილთან ლაპარაკისას აშკარად ეტყობოდა, რომ გულზე არ ეხატებოდა ეგ ამბავი და რჩევას ეკითხებოდა, როგორ მოვიქცეო.
ბოლოს ასეთ ვარიანტზე შეთანხმდნენ და ვფიქრობ სწორადაც მოიქცნენ. იქითაც დაამუნათეს და აქეთაც დააწყნარეს.
აი ბერას "აშვება" როგორ წარმოგიდგენიათ? მაგას "რაზბორკებზე" ვინ გაუშვებდა, მითუმეტეს მაშინ. თან ეგეთი "აშვებები" როგორ მთავრდება ხოლმე, ეგეც ვიცით, სამწუხაროდ.
* * *
Old Cityმიცნობთ?!
მე ვინმე ჯიმშერი არ ვარ მეგობარო!
მე ჩემ სიტყვას ყოველთვის ვასრულებ, ეს ყველამ იცის ვინც მიცნობს.
ამიტომ საკითხავია, ვისი გაფრთხილება უფრო სერიოზულად უნდა მიიღოთ, ვინმე ჯიმშერის, ძალოვანი სტრუქტურის თუ ჩემი!

)))
This post has been edited by jmm75 on 12 Mar 2021, 00:10
ჩემზე ძალიან მოქმედებს, როცა ქართულ ენას ამახინჯებენ. განსაკუთრებით წერის დროს. გოგებაშვილი ან შანიძე მეც არ ვარ, მეც მეშლება ხოლმე, მაგრამ თვალშისაცემ შეცდომებზე თუ მიგითითებთ ხანდახან, ძალიან გთხოვთ ნუ მიწყენთ.