პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ მკიდია ბასილაშვილის და პა ბალშომუ ყველა სპორტსმენის პირადი ცხოვრება. მათგან რასაც ვითხოვ იმას თუ ვიღებ ჩემთვის საკმარისია. კარგ სანახაობას და წარმატებებს. ნიკასაც მთელი გულით ვგულშემატკივრობ და ძალიან მიხარია არამხოლოდ მისი, არამედ თითოეული ქართველის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე.
მაგრამ... მაგრამ აქ მპოსტავების უმეტესობა ძალიან დიდ სიძულვილის ენას იჩენს. გული მწყდება და ძალიან მწყინს, რადგან ერთ საზოგადოებაში თანავცხოვრობთ და ძალიან მკაფიოა აგრესიული დამოკიდებულება საპირისპირო სქესის მიმართ. ამგვარი დამოკიდებულება არ წაგვადგება არავის, არც თქვენი მათ შორის და ნუ გამიჯნავთ საკუთარ თავებს მსგავსი სიტუაციებიდან, რადგან შესაძლოა ცხოვრებაში თავად მოგიწიოთ ანალოგიურ სიტუაციაში მოხვედრილი საპირისპირო სქესის დაცვა.
ჯონი დეპზეც იგივე თემა იყო, მაგრამ სასამართლომ გაამტყუნა და სადაც გაასაჩივრა ყველგან სახით ათრია ემბერმა. ერთია ჩვენი პირადი შეხედულებები და მეორეა კანონი.
ნიკას შემთხვევაშიც სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და იმედია სამართალი კანონის გზით აღსრულდება.
ვერ ვიტან ვერცერთ არაადეკვატურ, აგრესიულ და უზრდელ ადამიანს თუ რაიმე დაჯგუფებას ვინც რაიმე სახის შუღლის გაღვივებაში იღებს მონაწილეობას და აშკარა დისკრიმინაციას ეწევა.
P.S წარმატებები ნიკას მთელი გულით იმ საქმეში, რის გამოც მე მას ვუყურებ და ვგულშემატკივრობ
This post has been edited by Stormtrooper1 on 13 Mar 2021, 20:47