OKELA84ჰო, არ გამოიყენეს იმ დროს და სწორადაც მოიქცნენ ნაცები.
1. მაშინ რომ გამოეყენებინათ, ამით აღიარებდნენ არასრულწლოვანის და მისი ამალის არასანქცირებულ ანუ უკანონო მოსმენას და ამით მხოლოდ საკუთარ კრიმინალურ ისტორიას დაიმძიმებდნენ.
2. თავად იყვნენ მძიმედ დისკრედიტირებული, სახელმწიფო მოხელეების მიერ ორგანიზებულ ტერორში და სხვისკენ ხელის გაშვერა, უბრალოდ უბადრუკ მცდელობად ჩაითვლებოდა.
3. ახლა სწორედაც საუკეთესო დროა ასეთი ჩანაწერების გამოსაგდებად, რადგან მოყანყალებული ქოცები ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან და უფრო ადვილად შეიძლება ამ ჩანაწერების შემოსაღება სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულად, რასაც 2011 წელს ვერ მოახერხებდნენ.
იმ დროს რა ჩანაწერების გამოყენებაც იყო საჭირო, გამოიყენეს და გამოაქვეყნეს, ვინმე სურმავას ხელით, ვითომ იმან ჩაიწერა.
იმ ჩანაწერებმა ზუსტად იმუშავეს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც იქნა გაშვებული.
ალასანიას და ივანიშვილს შორის შავმა კატამ მაშინ გაირბინა.
არადა იმ პოლიტიკურ ბარდაგში, მხოლოდ ალასანია და მისი პარტია ჩანდა ერთადერთ სოლიდურ პოლიტიკურ სუბიექტად.
გუბოზ "პრინციპულიც" იმიტომ იჯდა მთელი 4 წელი პარლამენტში და ეძინა. ხმა არ ამოეღებოდა და ამიტომ.
სავარაუდოდ ამასაც "გაუიასნეს" და გაუქრეს ალბინოსებზე ღადაობის სურვილი...
სავარაუდოდ ეს ჩანაწერიც, რაც ახლა გამოაგდეს, მონტაჟის მეშვეობით არის გამძაფრებული და დამძიმებული.
ჩანაწერის სრული და დაუმონტაჟებელი ვერსიას, რა თქმა უნდა არ შემოგვთავაზებენ კოლექტიური ნოდარმელაძეები. ეს მათ ინტერესში არ შედის.
ამ თემაზე ეს ჩემი პირველი და ალბათ ბოლო პოსტია და აქვე ვიტყვი ბარემ: ინტერნეტ სივრცეში, როდესაც ადამიანს თავს ესხმი და შეურაცხყოფას აყენებ, მხოლოდ იმის გამო რომ, მისი დაწერილი და აზრი არ მოგეწონა ან უბრალოდ არ მოგწონს როგორც სუბიექტი, ასეთი ტიპის თავდამსხმელი, ყველა უკლებლივ არის პლასტმასის "კვერცხი".
კრიტიკა, ხუმრობა და სარკაზმი მისაღებია და ზოგ შემთხვევაში აუცილებელიც, მაგრამ გინება არის საკუთარი გონებრივი უსუსურობის დემონსტრირება.
ამასთანავე, როცა უმიზეზოდ თავს ესხმი, იმის უკანალიც უნდა გქონდეს რომ, საპასუხო თავდასხმა მიიღო და ტირილ-კივილი არ მორთო, ამას შევაგინე და მცემაო.
ვალერი გელაშვილს რაც დაემართა, ღირსი იყო, იმიტომ რომ კაცი თუ ხარ, მართალიც რომ ყოფილიყო ის რაც ილაპარაკა სანდრაზე, არ უნდა ეკადრებინა პირველ რიგში საკუთარი თავისთვის.
შეურაცხყოფა არ არის გამოხატვის თავისუფლება.
გამოხატვის თავისუფლება არის კრიტიკა.
კრიტიკა რომ შეგეძლოს, ცოტაოდენი ინტელექტი და განათლებაა საჭირო, რაც პლასტმასის "კვერცხს" არ აქვს და ამიტომ ამ დეფიციტს გინებით ავსებს, თვითგამოხატვის სურვილი აწვალებს და რაღაც ჰო უნდა დაწეროს?!