https://www.google.com/url?sa=t&source=web&...i-hqj_paKYp_vJ_შპს მტკვარი ენერგეტიკა
“ინტერ რაოს” ეკუთვნის თბოსადგური შპს „მტკვარი ენერგეტიკაც“. ამ კომპანიის ძირითადი
საქმიანობა ელექტროენერგიის წარმოება და მისი რეალიზაციაა. ელექტროენერგიის წარმოება
ხორციელდება შპს „მტკვარი ენერგეტიკას” კუთვნილი თბოელექტროსადგურის საშუალებით,
რომელიც მდებარეობს ქ. გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი შედგება ორი
ენერგობლოკისაგან (მე-9 და მე-10), თითოეული 300 მგვტ დადგმული სიმძლავრით.
თბოელექტროსადგურის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ქ.
რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათავე ნაგებობა - კაშხალი და მისგან
გამომავალი მიწისქვეშა გვირაბებისა და ღია არხების სისტემა.
პირველი და მეორე ენერგობლოკები (ძველი დასახელება - თბილსრესის მე-9 და მე-10
ენერგობლოკები) ენერგოჰოლდინგმა "ინტერ რაო" 2003 წლის ოქტომბერში სხვა აქტივებთან
ერთად შეიძინა და მისი აქციების 100%-ის მფლობელი გახდა.შპს “მტკვარი ენერგეტიკის” ერთპიროვნული მფლობელი ოფიციალურად არის ვირჯინიის
კუნძულებზე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია "გარდაბანი ჰოლდინგზ ბი.ვი."
მისი წარმომადგენელია რუსეთის მოქალაქე დმიტრი კნიაგინინი. „მტკვარი ენერგეტიკის“
სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან „ინტერ რაოს” წარმომადგენლები, რუსეთის
მოქალაქეები: დიმიტრი ვოლკოვი, პაველ ოკლეი და დიმიტრი პალუნინი. ისინი
სამეთვალყურეო საბჭოში 2014 წელს შევიდნენ, თუმცა ოფიციალურად ეს ცვლილება ტექნიკური ხარვეზის გამო სამეწარმეო რეესტრმა არ დაარეგისტრირა. ზემოთ აღნიშნული
პირები “მტკვარი ენერგეტიკის” პარალელურად სს “თელასის” სამეთვალყურეო საბჭოს
წევრებიც არიან.
„მტკვარი ენერგეტიკის“ დირექტორი 2003 წლიდან დღემდე არის დევი კანდელაკი. 2012 წლის
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ დევი კანდელაკი
ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან ერთად დოკუმენტების გაყალბების
ბრალდებით დააკავა, თუმცა მათ ბრალი არ დაუმტკიცდათ და სასამართლომ უდანაშაულოდ
სცნო. დევი კანდელაკი 2012-2013 წლებში სს თელასის გენერალური დირექტორის
მოვალეობასაც ასრულებდა.