მე არც ის ვიცი, რომ ავარიაში არ მოვხვდები, არადა, მსოფლიოში გარდაცვლილი ყოველი ორმოცდამეთე (მეტიც) ადამიანი ავარიაში იღუპება (2.30%) და რა ვქნა? ფეხით ვიარო თუ ცხენი ვიყიდო? თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ არ დავიზარო და მოვძებნო, ცხენიდან გადმოვარდნის და დაღუპვის ან ფეხის ქვაზე წამოკვრის და ტვინის დასხმის ალბათობაც კი გაცილებით მაღალია, ვიდრე აცრის (წამლის) გაკეთებისგან, რაც უკვე კონკრეტულ რიცხვებში და დადასტურებულად, მილიონიდან ერთი ყოფილა ანუ 0.0001%

1.ვაქცინის სარგებელი კორონავირუსის ფართოდ გავრცელებულ საფრთხესთან ბრძოლაში კვლავ აჭარბებს გვერდითი ეფექტების რისკს. 2. ვაქცინა არ არის დაკავშირებული ვაქცინირებულ პაციენტებში სისხლის კოლტების საერთო რისკების (თრომბოემბოლური მოვლენების) ზრდასთან. 3. არ არსებობს ვაქცინის კონკრეტულ პარტიასთან ან მწარმოებელ ქარხანასთან დაკავშირებით პრობლემის მტკიცებულება. 4. ამის მიუხედავად, ვაქცინა შეიძლება დაკავშირებული იყოს თრომბოციტოპენიასთან ასოცირებულ თრომბების წარმოქმნის ძალიან იშვიათ შემთხვევებთან, ანუ თრომბოციტების დაბალ დონესთან. „ეს იშვიათი შემთხვევებია - დიდ ბრიტანეთში და ევროპულ ეკონომიკურ ზონაში დაახოლებით 20 მილიონი ადამიანი აიცრა 16 მარტის მდგომარეობით და EMA-ს მიერ გაანალიზდა სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის მხოლოდ 7 და ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის (CVST) 18 შემთხვევა. ვაქცინასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადასტურებული არ არის, მაგრამ შესაძლებელია და შემდგომ ანალიზს იმსახურებს.
https://www.interpressnews.ge/ka/article/64...ebi-gamoakveqnaანუ 20 მილიონიდან 25 საეჭვო შემთხვევაა და ისიც კავშირი დადასტურებული არ არის.
მილიონიდან ერთია ალბათობა და ღიმილადაც არ მყოფნის.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey