#57659623 · 18 Mar 2021, 15:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gagnia
| QUOTE | | თემასთან რა კავშირშია ჰესები? რატომ გადაგაქვთ ყურადღება? |
ბიჭურიაგერ ბატონო, თავად თემის ავტორი იწყებს ჰესებზე საუბარს და მე რას მერჩით? პოლიტიკოსების თავხედობა იწვევს გამოუსწორებელ შედეგებს (post #57658394) | QUOTE (ბიჭური) | აქ კონკრეტულად რატომღაც ნეგატიურად გამოხტით და პოლიტიკა რა შუაშიაო და თემის გაოფება დაიწყეთ არაფერი პირადული მაგრამ ძალიან წააგავს "გაპრავებას" და ყურადღების გადატანის მცდელობებს |
საქმე ისაა, რომ მეწყერი, რომელიც ვაშლიჯვარშია დაწყებული, არაპოლიტიკურია და თავიდან ბოლომდე ბუნებრივი გეოლოგიური პროცესია. გზის გაჭრა თუ კორპუსის აშენება ვერ გამოიწვევდა ბლოკური მეწყრის წარმოშობას. ბლოკური მეწყერი ნიშნავს, რომ მიწა კი არ მოსრიალებს კლდეზე, არამედ თავად კლდეა მოწყვეტილი და დაძრული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი გეოლოგიური პროცესის დაკავშირება პოლიტიკასთან უცოდინარობის ბრალია. უცოდინარობა რამ გამოიწვია, ზემოთ მაქვს აღწერილი. ვინც ფიქრობს, რომ თბილისს განვითარება არ ჭირდება, არაა საჭირო ახალი გზების და უბნების მშენებლობა, მაშინ ისიც თქვას, სად წავიდეს თბილისის გაზრდილი მოსახლეობა? დავუბრუნდეთ მეწყერს. საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და სადაც მთაა, იქ მეწყერი ყოველთვის იქნება. არსებობს მეთოდები, რითაც შესაძლოა მეწყერის გაუვნებელყოფა. იქნება ეს მისი ნაწილ-ნაწილ ჩამოშლა, გამაგრება თუ სხვა რამე.
ასე, რომ თავად თემაა ოფი და მე ნუ დამადანაშაულებ იმისთვის, რომ თემის პათოსი ეჭვქვეშ დავაყენე.
This post has been edited by ბეჟანბეჟანი on 18 Mar 2021, 15:15
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|