

ამ ზედა ორ სურათზე აღბეჭდილ სახლებს არ ემუქრება საფრთხე

ამ მესამე სურათზე აღბეჭდილ სახლებს აქვთ 15-20%-იანი ალბათობა იმის რომ ნაწილობრივ შეეხება წამოსვლის შემთხვევაში და არა ძირითადი მასა. ამიტომ აქედან გასაყვანია ხალხი თუ კიდევ არიან.
არც 500 000 კუბია, როგორც გოდოლაძე ძაბავს.
95%-იანი სიზუსტით გაზომილი, დაძრული ფართობი არის დაახლოებით 15 000 კვ.მ.
სიღრმე/სიმაღლე გოდოლაძის ვერსიით 14-18 მეტრი. რაც ასევე გაზვიადებული ჩანს, მაგრამ იყოს.
15000 X 18 = 270 000 მ.კუბი.
წამოსვლის შემთხვევაში, რასაც 100%-ით დააზიანებს და დააზარალებს, ეს არის გზის მშენებლობა, რაც ზუსტად მოწყვეტილი მასივის დაშვების გზაზეა.
რაც დროზე დაიწყებენ ამ დაძრული მასის მოხსნის სამუშაოებს, მით უკეთესი იქნება. წყალამრიდები ვერ უშველის მოსალოდნელ წვიმების სეზონს.
დაახლოებით ერთი თვის წინ დაიძრა პირველად, მაგ გზაზე ვაპირებდი გავლას და გადაკეტილი დამხვდა, როგორც პოლიციამ მითხრა მთა ჩამოიშალაო. ბლოკები დააწყეს და გახსნეს ისევ გზა სირებმა, სანამ უფრო მეტად არ წამოვიდა და პანიკა არ ატყდა, არ შეაჩერეს მოძრაობა.
რეალური საშიშროება თუ ვინმეს აქვს ეს, ახალ გზაზე მომუშავე პერსონალია.